მეორე სეზონის გახსნა!
წიგნების თარო | 24 სექტემბერი, 2016
• ყველაზე აზარტული ლიტერატურული შოუს "წიგნების თაროს" მეორე სეზონის გახსნა!• წიგნების თაროს მეორე სეზონის პირველი გადაცემა განსხვავებული ფორმატით გავიდა ეთერში - გადაცემაში შემოქმედებითი ჯგუფი მოგვითხრობს, როგორ გაემგზავრა გამარჯვებული გუნდი კემბრიჯში, რა მოხდა საზაფხულო სკოლაში, რამ მოახდინა მათზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება და რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ გამარჯვებულები საზაფხულო სკოლიდან.• ასევე ნახავთ, როგორი დრო გაატარეს "წიგნების თაროს" პირველი სეზონის მონაწილეებმა ანაკლიის ბანაკში, რა აქტივობებში ჩაერთნენ და როგორ იმხიარულეს, რას გრძნობენ პირველი სეზონის დასრულების შემდეგ და რა შთაბეჭდილებები, გეგმები, ოცნებები და სურვილები აქვთ. გადაცემის შემოქმედებითმა ჯგუფმა მათთვის სიურპრიზი მოამზადა და ბანაკის ყველა წევრმა ერთად ითამაშა „წიგნების თაროს“ არასატელევიზიო ვერსია ახალი ფორმატით. • არ გამოტოვოთ ყველაზე აზარტული ლიტერატურული შოუს „წიგნების თაროს“ მეორე სეოზონის გახსნა.წამყვანი: სანდრო ლორთქიფანიძე.
წაკითხვა