საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბე00#თვითმმართველობა 2017სერიალი - სახელმწიფო მდივანი სიყვარულით უპატრონე ქალაქსრანინაილუზიონიმოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადწიგნების თარორეალური სივრცე2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანიხანმოკლე XX საუკუნე

დილის ეთერი

პირადი ექიმი - მარი მალაზონია დოკუმენტური სერიალი - დროისა და სივრცის მიღმასერიალი - წინ წარმატებისკენ იტალიური სერიალი - ჩენტო ვეტრინე ნამდვილი დრო

დღის ეთერი

სერიალი - ოფისი ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთენტონი ბურდეინი წინასწარი შეკვეთის გარეშე დოკუმენტური სერიალი - ტოპ გიარიგურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლოსერიალი - პუარო

სპორტი

ევრობასკეტი 2017 FIFA-ს კონფედერაციის თასიU19 ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთშისპორტი პირველი არხის ეთერშისპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზეჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს" - ის, რაც გვაერთიანებსპირველი არხის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით 60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ლიტერატურული პრემია „საბა"ოქროს თვალიელექტრონავტები2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არქივი ყველასმუსიკა პირველი არხის ეთერშიადამი მედია პრიზითბილისობა
ვიდეოები
გადაცემა
განაჩენი - კრემლის აგენტი / რატომ არ მიიღო არცერთმა ხელისუფლებამ ლუსტრაციის კანონი და რატომ განადგურდა უშიშროების არქივი?
ყველა კითხვა | 29 აპრილი, 2017
• ბრალდება, რომელიც პოლიტიკოსებისთვის ხშირად მხოლოდ სიტყვის მასალაა. • რატომ არ მიიღო საქართველოს არცერთმა ხელისუფლებამ ლუსტრაციის კანონი? • რატომ განადგურდა უშიშროების არქივი? • რა მასალები ინახება შსს-ს მოქმედ არქივში? • სად გაქრა საიდუმლო დოკუმენტაცია, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინახებოდა? • #ყველაკითხვა რეზი ჭიჭინაძესთან ერთად - საზოგადოებრივზე! გადაცემის სტუმრები არიან: თემურ ქორიძე - ლიტერატორი, ვახტანგ ქუთათელაძე - უშიშროების ყოფილი მინისტრი, ქეთი დუმბაძე - კულტურის მინისტრის მრჩეველი, ვახტანგ ხმალაძე - კონსტიტუციონალისტი, ჯაბა სამუშია - ისტორიკოსი, თბილისის საკრებულოს წევრი, თათა ცოფურიშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რევაზ კვერენჩხილაძე - ლიტერატორი, პროფესორი, ომარ თუშურაშვილი - შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორი, ირაკლი მჭედლიშვილი - პოლიტოლოგი,
წაკითხვა
ანონსი
შაბათს, 29 აპრილს, 21:00 საათზე - "ყველა კითხვა" რეზი ჭიჭინაძესთან ერთად
ყველა კითხვა | 26 აპრილი, 2017
ბრალდება, რომლის გამოც საქართველოში არავინ ისჯება. რატომ არ არსებობს ლუსტრაციის კანონი, აგენტომანია - შაბათს, 29 აპრილს, 21:00 საათზე - "ყველა კითხვა" რეზი ჭიჭინაძესთან ერთად
წაკითხვა
გადაცემა
#ყველაკითხვა ვინ და რატომ მოკლა გია ჭანტურია? გასამართლებული პირები ბრალს აღარ აღიარებენ - საქმის ახალი დეტალები და პოლიტიკური მკვლელობის შედეგები
ყველა კითხვა | 22 აპრილი, 2017
• 1994 წლის 3 დეკემბერს თბილისში გია ჭანტურია მოკლეს.  • ტერორისტულ აქტში მონაწილე პირების ვინაობა ამ დრომდე უცნობია, მკვლელობის დაკვეთასა და ორგანიზებაში ბრალდებული და გასამართლებული პირები კი დღეს ბრალს აღარ აღიარებენ.• საქმის ახალი დეტალები და პოლიტიკური მკვლელობის შედეგები - გადაცემაში #ყველაკითხვა, რეზი ჭიჭინაძესთან ერთად. გადაცემის სტუმრები არიან: ირინა სარიშვილი - გია ჭანტურიას მეუღლე, გაგი მოსიაშვილი - იგორ გიორგაძის ადვოკატი, ირაკლი ბათიაშვილი - პოლიტიკოსი, სოსო ცისკარიშვილი - პოლიტოლოგი, ირაკლი წერეთელი - ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, თენგიზ შარმანაშვილი - იურისტი, გურამ ჩახვაძე - „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ წევრი, მამუკა გიორგაძე - „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე.
წაკითხვა
ანონსი
შაბათს, 22 აპრილს, 21:00 საათზე - "ყველა კითხვა" რეზი ჭიჭინაძესთან ერთად
ყველა კითხვა | 19 აპრილი, 2017
შეწყვეტილი პოლიტიკური კარიერა და დღემდე პასუხგაუცემელი კითხვები. რატომ არ ხდება გია ჭანტურიას მკვლელობის ხელახალი გამოძიება. პოლიტიკური მკვლელობა, ფაქტი რომელმაც შეცვალა ისტორია - შაბათს, 22 აპრილს, 21:00 საათზე - "ყველა კითხვა" რეზი ჭიჭინაძესთან ერთად
წაკითხვა
გადაცემა
„არ მესროლოთ, ჟურნალისტი ვარ“ - 24 წლის წინ მოკლული დავით ბოლქვაძის ისტორია
ყველა კითხვა | 15 აპრილი, 2017
„არ მესროლოთ, ჟურნალისტი ვარ“ – გადაცემა #ყველაკითხვა 24 წლის წინ მომხდარ ფაქტს ეხება, როდესაც ჟურნალისტი დავით ბოლქვაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლეს. გამოძიების და სასამართლოს მიერ დანაშაულში ბრალდებული პირი ბრალს დღემდე არ აღიარებს. გადაცემის სტუმრები: ლია ისიანი-ბოლქვაძე - დათო ბოლქვაძის დედა; ნინო ბოლქვაძე - დათო ბოლქვაძის და; ალექსანდრე ალადაშვილი - ადვოკატი, მოსამართლე; თამარ ბოლქვაძე - დათო ბოლქვაძის და; გოგა ჭყონია - რეჟისორი, ოპერატორი; გურამ გორელიშვილი - ჟურნალისტი, ოპერატორი; გიორგი ებრალიძე - რეჟისორი; გოგა ხაინდრავა - რეჟისორი, ტელე-დოკუმენტალისტი; გია გვაზავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; დიმა ჯაიანი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.
წაკითხვა
ანონსი
შაბათს, 15 აპრილს, 21:00 საათზე - "ყველა კითხვა" რეზი ჭიჭინაძესთან ერთად
ყველა კითხვა | 11 აპრილი, 2017
24 წლის წინ ჟურნალისტი დავით ბოლქვაძე და მასთან ერთად რამდენიმე სამხედრო დახვრიტეს. 24 წლის წინ მოკლული ჟურნალისტის ისტორია - შაბათს, 15 აპრილს, 21:00 საათზე - "ყველა კითხვა" რეზი ჭიჭინაძესთან ერთად
წაკითხვა
გადაცემა
#ყველაკითხვა სხვა 9 აპრილი - თარიღი, რომელმაც შეცვალა საქართველოს მომავალი
ყველა კითხვა | 8 აპრილი, 2017
1989 წლის 9 აპრილი - კიდევ ერთი თარიღი ისტორიაში, რომელმაც შეცვალა საქართველოს და არა მარტო ჩვენი ქვეყნის მომავალი. 1991 წლის 9 აპრილი - დღე, როდესაც დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის რატომ გახდა საქართველო ყველაზე გვიან გაეროს წევრი, რა იცოდა მსოფლიომ 1989 წლის 9 აპრილის შესახებ, რა შეხვედრა გაიმართა აქციის დარბევამდე რამდენიმე დღით ადრე, რა აკავშირებს განათლების მინისტრს 9 აპრილთან - "ყველა კითხვა" რეზი ჭიჭინაძესთან ერთად.გადაცემის სტუმრები: ლალი ყანჩაველი - ეკა ბეჟანიშვილის დედა; სალომე ზურაბიშვილი - მაჟორიტარი დეპუტატი; ლელა გაფრინდაშვილი - ფილოსოფოსი; ალექსანდრე ჯეჯელავა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; ლაშა თაბუკაშვილი - მწერალი, დრამატურგი; გიორგი მაისურაძე - ფილოსოფოსი; დიმიტრი შველიძე - ისტორიკოსი.
წაკითხვა
ანონსი
შაბათს, 8 აპრილს, 21:00 საათზე - "ყველა კითხვა" რეზი ჭიჭინაძესთან ერთად
ყველა კითხვა | 6 აპრილი, 2017
1989 წლის 9 აპრილი - კიდევ ერთი თარიღი ისტორიაში, რომელმაც შეცვალა საქართველოს და არა მარტო ჩვენი ქვეყნის მომავალი. 1991 წლის 9 აპრილი - დღე, როდესაც დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის რატომ გახდა საქართველო ყველაზე გვიან გაეროს წევრი, რა იცოდა მსოფლიომ 1989 წლის 9 აპრილის შესახებ, რა შეხვედრა გაიმართა აქციის დარბევამდე რამდენიმე დღით ადრე, რა აკავშირებს განათლების მინისტრს 9 აპრილთან - შაბათს, 8 აპრილს, 21:00 საათზე - "ყველა კითხვა" რეზი ჭიჭინაძესთან ერთად.გადაცემის სტუმრები: ლალი ყანჩაველი - ეკა ბეჟანიშვილის დედა; სალომე ზურაბიშვილი - მაჟორიტარი დეპუტატი; ლელა გაფრინდაშვილი - ფილოსოფოსი; ალექსანდრე ჯეჯელავა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; ლაშა თაბუკაშვილი - მწერალი, დრამატურგი; გიორგი მაისურაძე - ფილოსოფოსი; დიმიტრი შველიძე - ისტორიკოსი.
წაკითხვა
გადაცემა
„ღირსების სასამართლო“ - დისიდენტთა დაპირისპირება, რომელმაც შეცვალა ქართული ეროვნული მოძრაობის ისტორია
ყველა კითხვა | 1 აპრილი, 2017
• ღირსების სასამართლო - ფაქტი, რომელმაც შეცვალა ქართული ეროვნული მოძრაობის ისტორია. • დისიდენტთა დაპირისპირება, მოწვეული მოსამართლეები, მოწმეები და უცხოელი დამკვირვებელი. • საიდუმლოდ, საარქივოდ გადაღებული მასალა, რომლის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით გადაიცა. • ეს კადრები საზოგადოებას არ უნდა ენახა.მაშ ასე, 28 წლის წინ, ზურაბ ჭავჭავაძე და თამარ ჩხეიძე თანამოაზრეებთან ერთად მიდიან შეხვედრაზე დაპირისპირებულ მხარესთან. ზვიად გამსახურდია ითხოვს საბუთს, რომელიც დაამტკიცებს მის დანაშაულს, თითქოს მან ემიგრანტ ზაქარია ლაშქარაშვილს, ბრალი დასდო საბჭოთა უშიშროებასთან თანამშრომლობაში. ზურაბ ჭავჭავაძის მიერ მოტანილი მასალა და მოწმეთა ჩვენებები არ არის საკმარისი მტკიცებულება დამსწრეთათვის. გამსახურდია მოწინააღმდეგეს სუკ-ის აგენტს უწოდებს, გიორგი ჭანტურია კი ზურაბ ჭავჭავაძეს შუბლის გახვრეტით ემუქრება. საკუთარ აზრს გამოთქვამენ არაფორმალური მოსამართლეები - ჯაბა იოსელიანი, ნოდარ წულეისკირი და აკაკი ბა
წაკითხვა
ანონსი
შაბათს, პირველ აპრილს, 21:00 საათზე - "ყველა კითხვა", რეზი ჭიჭინაძესთან ერთად
ყველა კითხვა | 28 მარტი, 2017
სასამართლო ვერდიქტის გარეშე. ბრალდებული, მოწმე, მოსამართლე. ვინ და რატომ აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე. რატომ გახდა საჯარო დისიდენტური შეკრება და როგორ დაიწყო განხეთქილება ეროვნულ მოძრაობაში. ღირსების სასამართლო. ფაქტი, რომელმაც შეცვალა ისტორია - შაბათს, პირველ აპრილს, 21:00 საათზე - "ყველა კითხვა", რეზი ჭიჭინაძესთან ერთად
წაკითხვა
ანონსი
პირველი აპრილიდან, ყოველ შაბათს, 21:00 საათზე - "ყველა კითხვა", რეზი ჭიჭინაძესთან ერთად
ყველა კითხვა | 22 მარტი, 2017
წაკითხვა