საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
5371

ჰაბლის მიერ 1995 წელს გადაღებული ფოტო, რომელმაც ასტრონომია სამუდამოდ შეცვალა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-10-03 19:50:00

კოსმოსში ყოფნის 26 წლის მანძილზე, ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ათასობით მომაჯადოებელი, შიშის მომგვრელად შთამბეჭდავი ფოტო გადაიღო მეცნიერების სახელით.

უმრავლესი ჩვენგანი კარგად იცნობს განსაკუთრებით იმ მრავალფერ ფოტოებს, რომლებზეც ასახულია შორეული ნისლეულები და უცნაური ფორმების გალაქტიკები. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტო, რომელიც ოდესმე გადაღებულა ასტრონომიის ისტორიაში, ჰაბლმა ფირზე 1995 წელს აღბეჭდა; მრავალ ადამიანს ამ არეალისთვის შემდეგში გადაღებული ფოტოები აღარც კი უნახავს.

1995 წელს ტელესკოპის მიერ გადაღებული ფოტო Hubble Deep Field არ გამოირჩევა განსაკუთრებული სიკაშკაშითა და ბრწყინვალებით, თუმცა ეს კადრი სამყაროს თითქმის მთელ ისტორიას მოიცავს და მსგავსი სახის პირველი ფოტოა კაცობრიობის ისტორიაში.

დიახ, წინა პლანზე წამოწეული რამდენიმე კაშკაშა ვარსკვლავის გარდა, თითოეული წერტილი, რომელსაც თქვენ ხედავთ, არ არის ვარსკვლავი, ისინი მთლიანი, ცალკეული გალაქტიკებია. 


ფოტოზე ასახული ზოგიერთი პატარა გალაქტიკა 12 მილიარდი წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ შუქი, რომელმაც ეს ფოტო წარმოქმნა, დიდი აფეთქებიდან მხოლოდ რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგაა წამოსული.

მაგრამ ყველაზე მომაჯადოებელი მაინც ამ ფოტოს გადაღების ისტორიაა. მანამდე, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი გამოიყენებოდა კოსმოსის მხოლოდ სპეციფიკური ობიექტების შესასწავლად, იქნებოდა ეს უჩვეულო ვარსკვლავი თუ გალაქტიკა.

თუმცა, ასტრონომმა რობერტ უილიამსმა, რომელიც 1993-1998 წლებში ჰაბლის დირექტორი იყო, გადაწყვიტა ტელესკოპი რაღაც განსხვავებულის შესაქმნელად გამოეყენებინა.

ასტრონომებს არ ჰქონდათ მოსაზრება, თუ რა შეიძლება ეხილათ. თუმცა იყო იმის იმედი, რომ კოსმოსის ბნელ მხარეს, შეიძლებოდა მოეღწია სამყაროს ევოლუციის ძალიან ადრეული ეტაპის სინათლის ტალღის სიგრძეებს, იმაზე უფრო მეტს, რაც მანამდე გვენახა.

ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო უზარმაზარ რისკთან, NASA-ს ფულის ხარჯვის ფუფუნება არ ჰქონდა — აღმოჩნდა, რომ ჰაბლის მისიის მეცნიერებს ტელესკოპის კოსმოსში გაგზავნისას მასზე ხარვეზიანი სარკე ჰქონდათ დამონტაჟებული, რაც სამი წლის მანძილზე ბუნდოვანი სურათების გადაღებას განაპირობებდა. შედეგად, თვეების მანძილზე, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო დაცინვის ობიექტი იყო როგორც მთავრობის, ისე მედიის მხრიდან. 

უილიამსმა მოქილიკეებს ყურადღება არ მიაქცია და მტკიცედ გადაწყვიტა, ფოტო გადაეღო „არაფრისთვის“, რაც გააკეთა კიდეც. Hubble Deep Field სამყაროს შორეული წარსულის პირველი სურათი აღმოჩნდა, რომელმაც შემდეგში ასტრონომიაში მთელი რიგი ახალი ტექნიკის შემუშავება განაპირობა.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ფოტომ სამუდამოდ შეცვალა მეცნიერთა მიერ მონაცემთა აღქმის გზები.



მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედ
წაკითხვა
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან.
წაკითხვა
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
25-28 სექტემბერს, საქართველოს NASA-ს მეცნ
წაკითხვა
ჰაბლმა მზის სისტემაში უნიკალური ტიპის ობიექტი აღმოაჩინა
ჰაბლმა მზის სისტემაში უნიკალური ტიპის ობიექტი აღმოაჩინა
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა უკვე არაერთხ
წაკითხვა
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
კოსმოსი შეიძლება ჯოჯოხეთიც იყოს, განსაკუთ
წაკითხვა
9 წლის ამერიკელმა ბიჭმა NASA-სგან წერილი მიიღო
9 წლის ამერიკელმა ბიჭმა NASA-სგან წერილი მიიღო
ნიუ ჯერსიში მცხოვრებმა 9 წლის ბიჭმა NASA-
წაკითხვა
40 წელი ვარსკვლავებისკენ მიმავალ გზაზე - NASA-ს ვოიაჯერების შეუპოვარი სვლა ვარსკვლავთშორის სივრცეში
40 წელი ვარსკვლავებისკენ მიმავალ გზაზე - NASA-ს ვოიაჯერების შეუპოვარი სვლა ვარსკვლავთშორის სივრცეში
კაცობრიობის ყველაზე შორეულ და ასაკოვან კო
წაკითხვა
ჰაბლმა შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში „კაშკაშა“ წყალი აღმოაჩინა - პირველად ისტორიაში
ჰაბლმა შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში „კაშკაშა“ წყალი აღმოაჩინა - პირველად ისტორიაში
პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მზის სისტ
წაკითხვა