| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/139117.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 NASA-ს ზონდი New Horizons-ი იდუმალ წითელ ობიექტს უახლოვდებამიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-10-21 23:11:00
NASA-ს კოსმოსური ზონდი New Horizons-ი ამჟამად კოიპერის სარტყელში, საიდუმლოებით მოცულ ობიექტ MU69-ისკენ მიემართება. ამ საოცრად შორეულ ობიექტზე ბოლოდროინდელი დაკვირვებების შედეგად ირკვევა, რომ მას ძალიან წითელი ზედაპირი აქვს — შესაძლოა იმაზე უფრო წითელი, ვიდრე პლუტონის ლაქებია. კოიპერის სარტყლის ამ პატარა ობიექტის დიამეტრი დაახლოებით 30-45 კილომეტრია და მდებარეობს პლუტონს გაღმა, 2,6 მილიარდი კმ-ის მანძილზე. იმ დროისთვის, როდესაც 2019 წლის 1 იანვარს New Horizons-ი იქ მიაღწევს, ობიექტი მზიდან 43,3-ჯერ უფრო შორს იქნება, ვიდრე დედამიწა. დაუჯერებელია, მაგრამ ზონდი MU69-ს იმაზე უფრო ახლოს ჩაუფრენს, ვიდრე 2015 წლის 15 ივლისს, პლუტონს გადაუფრინა. ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის უახლესი დაკვირვებების მიხედვით, MU69 პლუტონზე წითელია. იგი ამჟამად კოიპერის სარტყლის პირველი ობიექტია, რომლის ფერიც განვსაზღვრეთ. MU69-ის წითელი შეფერილობა, პლუტონის ცნობილი წითელი ლაქისა და მისი თანამგზავრი ქარონის მსგავსად, ტოლინის არსებობაზე მეტყველებს — მოლეკულების კლასი, რომელიც ყალიბდება მეთანისა და ეთანის ულტრაიისფერი დასხივების შედეგად. ჰაბლის გამოყენებით, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ MU69 კოიპერის სარტყლის „კლასიკური ცივი“ ნაწილის წარმომადგენელია. ეს რეგიონი მზის სისტემის ერთ-ერთ უძველეს ობიექტებს შეიცავს. New Horizons-ის მოძრაობის ტრაექტორია
წყარო: Gizmodo დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედ
წაკითხვა
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან.
წაკითხვა
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
25-28 სექტემბერს, საქართველოს NASA-ს მეცნ
წაკითხვა
კოსმოსში დედამიწის ხალხთა გზავნილის გაშვებიდან 40 წელი გავიდა - „ვოიაჯერ ერთის“ მოგზაურობა გრძელდება
შესაძლო უცხოპლანეტელებისთვის კოსმოსში დედამიწის ხალხთა გზავნილის გაშვებიდან
წაკითხვა
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
კოსმოსი შეიძლება ჯოჯოხეთიც იყოს, განსაკუთ
წაკითხვა
9 წლის ამერიკელმა ბიჭმა NASA-სგან წერილი მიიღო
ნიუ ჯერსიში მცხოვრებმა 9 წლის ბიჭმა NASA-
წაკითხვა
40 წელი ვარსკვლავებისკენ მიმავალ გზაზე - NASA-ს ვოიაჯერების შეუპოვარი სვლა ვარსკვლავთშორის სივრცეში
კაცობრიობის ყველაზე შორეულ და ასაკოვან კო
წაკითხვა
ვაკანსია NASA-ში - პლანეტარული თავდაცვის ოფიცერი, რომელმაც არამიწიერი სიცოცხლისგან უნდა დაგვიცვას
NASA-ში ვაკანსიაა. თითქოს ამაში უცნაური ა
წაკითხვა
|