საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/142482.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

4529

პოლარული მორევი გადაადგილებას იწყებს, მოემზადეთ ხანგრძლივი ზამთრისთვის

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-11-25 23:01:00

ბოლო ორი წლის მანძლზე, კლიმატის ცვლილება არქტიკას ისე უტევს, როგორც არასდროს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წელს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზამთარი რბილი იქნება.

როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, გადაადგილებას იწყებს პოლარული მორევი, რომლის წყალობითაც აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსა და ევროპის ნაწილში ზამთარი ხანგრძლივი იქნება, განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურა კი მარტის ჩათვლით შენარჩუნდება.

პოლარული მორევი ცივი ჰაერის მასების ზონაა, რომელიც ზამთარში არქტიკის გარშემო ტრიალებს. როდესაც ამ მასებს გარკვეული ნაწილი სწყდება და თავისუფლდება, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, გვიან ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე არასეზონური სიცივე ისადგურებს.

ასე მოხდა 2014 წელს, რამაც უკიდურესად ცივი ზამთარი გამოიწვია აშშ-ის ჩრდილოეთ ნაწილსა და კანადაში.

თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ სინამდვილეშ არსებობს ორი სახის პოლარული მორევი: სტრატოსფერული, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 19 800 მეტრის სიმაღლეზეა და ტროპოსფერული, დაახლოებით 5 500-9 100 მეტრ სიმაღლეზე.

როგორც წესი, როდესაც სინოპტიკოსები პოლარულ მორევზე საუბრობენ, ისინი ტროპოსფერულ გრიგალს გულისხმობენ, რომელიც ცივი ჰაერის მასებს ანაწევრებს და სამხრეთის განედებისკენ უშვებს.

მაგრამ ამ კვლევის მიხედვით გამოვლინდა სტრატოსფერული პოლარული მორევი, რომელსაც შუა განედების ამინდზე უფრო დიდი, მაგრამ შეუმჩნეველი ეფექტის მოხდენა შეუძლია. 

ბოლო სამი ათწლეულის თანამგზავრულ მონაცემებზე დაკვირვებისას, მკვლევართა ჯგუფმა შენიშნა, რომ სტრატოსფერული პოლარული მორევი თანდათანობით გადაადგილდებოდა და სუსტდებოდა ევრაზიის კონტინენტისკენ.

ერთი შეხედვით, ეს დასკვნა შესაძლოა კარგად ჟღერდეს თბილი ამინდის მოყვარულთათვის, მაგრამ სუსტი პოლარული მორევი სინამდვილეში ნიშნავს მორევს, რომელიც მოსწყდა, რაც გვიან ზამთარში განაპირობებს არასეზონური, ცივი ჰაერის მასების გაგზავნას დედამიწის სამხრეთ ნაწილებისკენ.

მეორე მხრივ, როდესაც პოლარული მორევი ძლიერია, ცივი ჰაერის მთელი ეს მასა პოლარულ წრესთან რჩება, სადაც წელიწადის ამ დროს უნდა იყოს კიდეც.

პოლარული მორევის შესუსტება ახალი არაა. როგორც რამდენიმე კვლევამ აჩვენა, ბოლო წლებში ის ხშირად ხდება. თუმცა, ახალი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყოველი წლის თებერვალში, მორევი ჩრდილოეთ ამერიკიდან ევროპისა და აზიის მიმართულებით გადაადგილდება.

კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ ეს მორევი მჭიდროდაა დაკავშირებული არქტიკის ზღვის ყინულოვანი საფარის შემცირებასთან — განსაკუთრებით ბარენცისა და კარის ზღვებში — და ევრაზიის კონტინენტზე თოვლის საფარის გაზრდასთან.

თუმცა, ეს კავშირი ჯერ ბოლომდე გარკვეული არაა. მართალია, მეცნიერებმა მიაგნეს მათ შორის გარკვეულ ურთიერთქმედებას, მაგრამ დაზუსტებით ჯერ არავინ იცის, რამდენად უწყობს ხელს არქტიკის ზღვის ყინულის დნობა პოლარული მორევის გადაადგილებას.

მომზადებულია The Washington Post-სა და ScienceAlert-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ოზონის ხვრელი პატარავდება - მინიმალური ზომა 1988 წლის შემდეგ
ოზონის ხვრელი პატარავდება - მინიმალური ზომა 1988 წლის შემდეგ
თქვენ წინაშეა უიშვიათესად კარგი სიახლე გა
წაკითხვა
ნახშირორჟანგის დონემ ბოლო 3 მლნ წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია
ნახშირორჟანგის დონემ ბოლო 3 მლნ წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია
ატმოსფერული ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაციამ დედამიწაზე უკვე მიაღწია ზღურბლს, რომელიც პლანე
წაკითხვა
ზღვის დონის ცვლილება მიძინებულ ვულკანებს აღვიძებს - ახალი კვლევა
ზღვის დონის ცვლილება მიძინებულ ვულკანებს აღვიძებს - ახალი კვლევა
კლიმატის ცვლილების საზარელი პროგნოზების მ
წაკითხვა
2100 წლიდან დედამიწაზე მე-6 გლობალური გადაშენება დაიწყება - მათემატიკოსთა საგანგაშო პროგნოზი
2100 წლიდან დედამიწაზე მე-6 გლობალური გადაშენება დაიწყება - მათემატიკოსთა საგანგაშო პროგნოზი
მართალია, ძალიან ხშირად არ ხდება, მაგრამ
წაკითხვა
ნილ დეგრას ტაისონი კაცობრიობას მკაცრად აფრთხილებს
ნილ დეგრას ტაისონი კაცობრიობას მკაცრად აფრთხილებს
ცნობილი ამერიკელი ასტროფიზიკოსი ნილ დეგრა
წაკითხვა
კასპიის ზღვა თანდათან ორთქლდება — ელის თუ არა მსოფლიოს უდიდეს ტბას კატასტროფა
კასპიის ზღვა თანდათან ორთქლდება — ელის თუ არა მსოფლიოს უდიდეს ტბას კატასტროფა
მცხუნვარე მზის ქვეშ მოქცეული ტბორის მსგავ
წაკითხვა
ორი მეცნიერის მტკიცებით, გლობალური დათბობა მთლიანად ბუნებრივი პროცესების შედეგად მიმდინარეობს
ორი მეცნიერის მტკიცებით, გლობალური დათბობა მთლიანად ბუნებრივი პროცესების შედეგად მიმდინარეობს
ავსტრალიელმა ბიოლოგმა, კლიმატის მეცნიერებ
წაკითხვა
აშშ-მა პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებიდან გასვლის პროცედურა დაიწყო
აშშ-მა პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებიდან გასვლის პროცედურა დაიწყო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პარიზის კლიმატის ცვლილების 
წაკითხვა