საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
9131

NASA-მ ვარსკვლავის აფეთქების GIF ანიმაციები გამოაქვეყნა - მოვლენა 100 მლნ მზის ენერგიით

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-03-05 00:10:00

NASA-ს მიერ გამოქვეყნებული ახალი ანიმაციები სრულიად ახალ შუქს ჰფენს უჩვეულო ასტრონომიულ მომენტებს.

1987 წლის 24 თებერვალს, ასტრონომებმა ოსკარ დალდემ და იან შელტონმა ჩილეს ერთ-ერთი მწვერვალის თავზე უჩვეულო სანახაობა შენიშნეს: ახალი ვარსკვლავი ღამის ცაზე. სულ მალე, ისინი მიხვდნენ, რომ ეს სულაც არ იყო ახალი ვარსკვლავის დაბადება და სინამდვილეში, ცისფერი სუპერგიგანტი ვარსკვლავის სიკვდილის მომსწრენი იყვნენ.

იმ მომენტში, ვარსკვლავის თერმობირთვულად აქტიურმა ბირთვმა სახელად Sanduleak-69° 202 მერყეობა დაიწყო. ასტრონომთა უმეტესობა შეთანხმდა, რომ მოხდა აფეთქება, რადგან ვარსკვლავის ბირთვში გამოლეულიყო მაღალენერგიული საწვავი, თუმცა ზოგიერთებს ისიც სჯეროდათ, რომ საქმე ეხებოდა ცისფერ სუპერგიგანტთან სხვა ვარსკვლავის შეჯახებას, რასაც აფეთქება უნდა მოჰყოლოდა.

ყოველ შემთხვევაში, ეს იყო ვარსკვლავის კოლაფსი საკუთარი გრავიტაციის ქვეშ, რომელიც აფეთქდა და რადიოაქტიური შიგნეულობა კოსმოსში გააფრქვია; ამ პროცესის სიმძლავრე კი 100 მილიონი მზისას უდრიდა. ამჟამად, ამ ობიექტს ჩვენ სუპერნოვა 1987A-ს ან SN 1987A-ს ვუწოდებთ.

ქვემოთ მოცემულ სურათზე ასახულია სუპერნოვა 1987A-ს ნარჩენები სინათლის სამ განსხვავებულ ტალღის სიგრძეში: ინფრაწითელში (წითელი-ნარინჯისფერი), ხილულში (მწვანე) და რენტგენულში (ლურჯი-იისფერი).


ეს გახლდათ ბოლო ასწლეულების განმავლობაში შემჩნეული ერთადერთი არა მხოლოდ ყველაზე კაშკაშა სუპერნოვა, არამედ პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი მოვლენა ასტრონომებმა თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ისნტრუმენტებით ჩაიწერეს.

„სუპერნოვა 1987A ასტრონომებისთვის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო შესაძლებლობად იქცა, რათა შეესწავლათ ვარსკვლავის სიკვდილის წინა ფაზები, უშუალოდ პროცესი და შემდეგ განვითარებული მოვლენები“, —  ნათქვამია NASA-ს ჩანდრას რენტგენული გამოსხივების ობსერვატორიის გუნდის მიერ მომზადებულ ვიდეოში

მონაცემებმა ნათელი მოჰფინა მრავალ საიდუმლოს სუპერნოვების შესახებ, მათ შორის თუ როგორ წარმოიქმნება სიცოცხლის წარმოშობისათვის საჭირო ელემენტები და შემდეგ ნაწილდება მთელი სამყაროს მასშტაბით. 

რამდენიმე კვირის წინ, სუპერნოვას დაბადების დღეს NASA-მ რამდენიმე ახალი მულტიმედია ფაილი მიუძღვნა, რომლებსაც სტატიაშიც ხედავთ.


სუპერნოვას ნარჩენების მოახლოება


ეს ანიმაცია წარმოდგენას გიქმნით თუ სად მდებარეობს ღამის ცაზე სუპერნოვა 1987A.

ნარჩენები მაგელანის დიდ ღრუბელში იმალება, ჯუჯა გალაქტიკაში, რომელიც ირმის ნახტომს უვლის გარს დედამიწიდან 168 000 სინათლის წლის დაშორებით.

ასეთი შორი მანძილი ნიშნავს იმას, რომ აფეთქება სინამდვილეში 168 000 წლის წინ მოხდა, მისმა სინათლემ კი ჩვენამდე ახლაღა მოაღწია.


რადიოაქტიური ცეცხლის სარტყელი


20 წლიან შუალედში, თვეში ერთხელ, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი სუპერნოვა 1987A-სა და მისი შოკური ტალღის გავრცელებას ფოტოს უღებდა. აღნიშნული სურათებით ასტრონომებმა ანიმაცია ააწყვეს.

2000 წლიდან, მათ შენიშნეს, რომ შოკურმა ტალღამ წარმოქმნა 1 სინათლის წლის სიგანის სარტყელი, რომელიც ვარსკვლავის მიერს სიკვდილამდე გამოფრქვეული გაზისა და მტვრისგან შედგება. 

კატასტროფის 3D მოდელი


ეს ახალი ანიმაცია კომპიუტერული სიმულაციაა, რომელიც სუპერნოვა 1987A-ს აფეთქებაზე დაკვირვებას სამ განზომგანზომილებაში ასახავს.





მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედ
წაკითხვა
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან.
წაკითხვა
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
25-28 სექტემბერს, საქართველოს NASA-ს მეცნ
წაკითხვა
600 წლის წინ, კორეელი ასტროლოგების მიერ დაფიქსირებული ვარსკვლავის აფეთქების საიდუმლო ამოხსნილია
600 წლის წინ, კორეელი ასტროლოგების მიერ დაფიქსირებული ვარსკვლავის აფეთქების საიდუმლო ამოხსნილია
თითქმის 600 წლის წინ, 1437 წლის 11 მარტის
წაკითხვა
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
კოსმოსი შეიძლება ჯოჯოხეთიც იყოს, განსაკუთ
წაკითხვა
როგორ ეჯახება სუპერნოვა მეზობელ ვარსკვლავს - ასტრონომებმა პირველი კადრები დააფიქსირეს
როგორ ეჯახება სუპერნოვა მეზობელ ვარსკვლავს - ასტრონომებმა პირველი კადრები დააფიქსირეს
დაახლოებით 55 მილიონი სინათლის წლის მოშორ
წაკითხვა
9 წლის ამერიკელმა ბიჭმა NASA-სგან წერილი მიიღო
9 წლის ამერიკელმა ბიჭმა NASA-სგან წერილი მიიღო
ნიუ ჯერსიში მცხოვრებმა 9 წლის ბიჭმა NASA-
წაკითხვა
40 წელი ვარსკვლავებისკენ მიმავალ გზაზე - NASA-ს ვოიაჯერების შეუპოვარი სვლა ვარსკვლავთშორის სივრცეში
40 წელი ვარსკვლავებისკენ მიმავალ გზაზე - NASA-ს ვოიაჯერების შეუპოვარი სვლა ვარსკვლავთშორის სივრცეში
კაცობრიობის ყველაზე შორეულ და ასაკოვან კო
წაკითხვა