საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/title/175947.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

4007

მზის გარდა, ასტრონომებმა უპრეცედენტო დეტალებში სხვა ვარსკვლავიც გადაიღეს - პირველად ისტორიაში

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-08-26 17:46:00

ასტრონომებმა პირველად შესძლეს უპრეცედენტო დეტალებში გადაეღოთ მზის გარდა სხვა რომელიმე, უცხო ვარსკვლავი. 

ფოტო ასახავს წითელ სუპერგიგანტ ვარსკვლავ ანტარესის მგზნებარე ზედაპირს და წარმოაჩენს მოულოდნელ მღელვარებას მის ამტოსფეროში, რაც მიანიშნებს იქ მიმდინარე იდუმალებით მოცულ პროცესებზე, რომლებიც ვარსკვლავის წიაღიდან ძლიერად გამოტყორცნის მასას.  

ანტარესი წითელი სუპერგიგანტია; მდებარეობს დედამიწიდან 620 სინათლის წლის მანძილზე, ღრიანკალის თანავარსკვლავედში. ანტარესი გაბერილი ვარსკვლავური მონსტრია, აქვს ჩვენს მზეზე 12-ჯერ მეტი მასა, დიამეტრით კი 700-ჯერ აღემატება. შესაბამისად, ანტარესი ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთი უდიდესი და უკაშკაშესი ვარსკვლავია. ამჟამად, იგი სიცოცხლის უკანასკნელ წლებს ითვლის. ასტრონომთა ვარაუდით, უახლოეს რამდენიმე ათას წელიწადში, იგი სუპერნოვად აფეთქდება.  

ახლახან, ჩილეში განთავსებული ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ძალიან დიდი ტელესკოპის ინტერფერომეტრის (VLTI) გამოყენებით, ასტრონომებმა გადაიღეს ვარსკვლავის ყველაზე გარე ფენების მგზნებარე სტრუქტურა და პირველად ისტორიაში, დეტალურად გამოავლინეს შორეული ვარსკვლავის ზედაპირი, რითაც სავარაუდოდ, ამოავსეს ჩვენს ცოდნაში არსებული ნაპრალი მასიურ ვარსკვლავთა სიკვდილთან დაკავშირებით. 

„თითქმის ნახევარი საუკუნეა, პრობლემა იყო იმის გარკვევა, თუ როგორ კარგავენ ანტარესის მსგავსი ვარსკვლავები მასას ასე სწრაფად თავიანთ ევოლუციის ფინალურ ფაზაში“, — ამბობს განცხადებაში ჩილეს ჩრდილოეთის კათოლიკური უნივერსიტეტის მკვლევარი კეიჩი ოჰნაკა. 

„VLTI ჩვენს ხელთ არსებული ერთადერთი ხელსაწყოა, რომელსაც შეუძლია პირდაპირ გაზომოს გაზების მოძრაობა ანტარესის გაფართოებულ ატმოსფეროში, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია ამ პრობლემისთვის სინათლის მოსაფენად. შემდეგი გამოწვევაა იმის იდენტიფიცირება, თუ რა განაპირობებს ტურბულენტურ მოძრაობებს. 

VLTI შედგება ოთხი ტელესკოპისგან. 8,2-მეტრიანი Unit Telescopes-ი და უფრო პატარა 1,8-მეტრიან Auxiliary Telescopes-ი, რომლებიც ინტერფერომეტრის საშუალებით შეგროვილ ინფრაწითელ შუქს აერთიანებენ, რათა წარმოქმნან 200 მეტრის სიგანის ვირტუალური ტელესკოპი. შედეგად, შესაძლებელია შორეული ობიექტის ძალიან მაღალი კუთხური რეზოლუციის მიღწევა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, დეტალურად შევისწავლოთ ანტარესის დრამატული, მობუყბუყე ზედაპირი. 

ინსტრუმენტ AMBER-ის წყალობით, ოჰნაკას ჯგუფმა გაზომა ანტარესის წიაღიდან სხვადასხვა ადგილას ამოტყორცნილი პლაზმის ჭავლების სისწრაფე, რაც შემდეგ შეადარეს ზოგადად, მთლიან ვარსკვლავზე მოძრავი პლაზმის საშუალო სიჩქარეს. ამ მომაცემებით, შესაძლებელი გახდა ვარსკვლავის დისკოში მოძრავი ატმოსფერული გაზების შედარებითი სიჩქარის რუკის შექმნა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მზის გარდა, ასეთი რუკა რომელიმე სხვა ვარსკვლავისთვისაც შეიქმნა. 

ამის შემდეგ, მკვლევრებს ნამდვილი სიურპრიზი ელოდათ: აღმოჩნდა, რომ ტურბულენტური, დაბალი სიმკვრივის გაზები ვარსკვლავიდან უფრო შორს გაიფრქვეოდა, ვიდრე ამას თეორიული მოდელები პროგნოზირებდა. როგორც წესი, მზის მსგავს ვარსკვლავებში, სუპერცხელი გაზების კონვექციური ნაკადები ვარსკვლავის ბირთვის სიახლოვიდან ზედაპირისკენ მიემართება, ზუსტად ისე, როგორც წყლის კონვექციური ნაკადი მდუღარე ჩაიდანში. თუმცა, ანტარესის უცნაური ატმოსფეროს ახსნა კონვექციას არ შეუძლია და როგორც მკვლევრები ასკვნიან, წითელ სუპერგიგანტთა ატმოსფეროს შემთხვევაში, ადგილი უნდა ჰქონდეს სხვა, ამ დროისათვის უცნობ პროცესებს, რომლებიც მატერიის მოძრაობას განაპირობებენ. 

ოჰნაკას იმედი აქვს, რომ ანტარესის დაკვირვებისას გამოყენებულ ტექნიკას სხვა ვარსკვლავებზეც მოსინჯავენ, რათა გაარკვიონ თუ როგორია მათი ატმოსფეროს სტრუქტურა. 

„ჩვენს კვლევას სხვა განზომილებაში გადაჰყავს ვარსკვლავური ასტროფიზიკა და სრულიად ახალ ფანჯარას ხსნის ვარსკვლავებზე დაკვირვებისათვის“, — ამბობს ოჰნაკა. 








ანტარესის 3D ანიმაცია



მომზადებულია Scientific American-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ჰყავს თუ არა მზეს ტყუპისცალი „სიკვდილის ვარსკვლავი“ - ნემესისის ვარსკვლავის თეორია
ჰყავს თუ არა მზეს ტყუპისცალი „სიკვდილის ვარსკვლავი“ - ნემესისის ვარსკვლავის თეორია
ნემესისი თეორიული ჯუჯა ვარსკვლავია, რომელ
წაკითხვა
რატომ შეიღება ბრიტანეთის თავზე ცა წითლად - უცნაური ფენომენი
რატომ შეიღება ბრიტანეთის თავზე ცა წითლად - უცნაური ფენომენი
ქარიშხალ ოფელიას, რომელმაც გუშინ ირლანდიი
წაკითხვა
რატომ არის მზის გვირგვინი მის ზედაპირზე ცხელი - ახალი თეორიის დამაჯერებელი პასუხი
რატომ არის მზის გვირგვინი მის ზედაპირზე ცხელი - ახალი თეორიის დამაჯერებელი პასუხი
ამერიკელ, იაპონელ და შვეიცარიელ მკვლევართა ჯგუფმა მიაგნო იმ ენერგიის შესაძლო წყაროს, რომელიც
წაკითხვა
ბებერი ვარსკვლავი, რომელსაც გარს აკრავს კვამლიანი ბუშტი - ტელესკოპ ALMA-ს უნიკალური ფოტოები
ბებერი ვარსკვლავი, რომელსაც გარს აკრავს კვამლიანი ბუშტი - ტელესკოპ ALMA-ს უნიკალური ფოტოები
ტელესკოპ ALMA-ს გამოყენებით, ეგზოტიკურ წი
წაკითხვა
ქარიშხალმა „მარიამ“ სახელგანთქმული არესიბოს ტელესკოპი დააზიანა
ქარიშხალმა „მარიამ“ სახელგანთქმული არესიბოს ტელესკოპი დააზიანა
ქარიშხალი „მარია“ პუერტო-რიკოს გამანადგურ
წაკითხვა
მზეზე ათწლეულის უძლიერესი ამოფრქვევა მოხდა - დედამიწის კომუნიკაციები საფრთხეშია
მზეზე ათწლეულის უძლიერესი ამოფრქვევა მოხდა - დედამიწის კომუნიკაციები საფრთხეშია
დღეს დილით (6 სექტემბერი), მზეზე ორი უძლი
წაკითხვა
ჯეიმს ვების ტელესკოპი მზის სისტემის „ოკეანურ სამყაროებს“ შეისწავლის
ჯეიმს ვების ტელესკოპი მზის სისტემის „ოკეანურ სამყაროებს“ შეისწავლის
NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი თა
წაკითხვა
რამდენიმე საათში, აშშ-ში მზის სრული დაბნელება მოხდება
რამდენიმე საათში, აშშ-ში მზის სრული დაბნელება მოხდება
სულ რამდენიმე საათის შემდეგ, აშშ-ის ტერიტ
წაკითხვა