ბაქტერია პნევმოკოკი ორი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა - რას აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში
გამოქვეყნებულია: 2015-04-27 20:13:00
დაავადება, რომელმაც ბოლო ორ კვირაში თბილისში ორი ადამიანი იმსხვერპლა. ორივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი ბაქტერია პნევმოკოკი გახდა, თუმცა ირკვევა, რომ ინფიცირებულებს ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონიათ. ერთ-ერთი გარდაცვლილი საბავშვო ბაღის აღმზრდელი იყო, რის გამოც, ბაღში ყველა აღსაზრდელი და თანამშრომელი შემოწმდა. ეს არის მიკრობი, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, ადამიანის ორგანიზმისთვის განსაკუთრებით საშიში კი მაშინ ხდება, როდესაც დაინფიცირებული ვირუსული დაავადების მატარებელია და იმუნური სისტემა დასუსტებული აქვს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამ ეტაპზე ბაქტერიული ინფექციის ეპიდემიის საშიშროებას გამორიცხავენ, მაგრამ, პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს გარკვეულ რჩევებს აძლევენ. სალომე ქოქიაშვილი დაინტერესდა ლეტალურად დასრულებული შემთხვევებით და მედიკოსების რეკომენდაციებით.
წაკითხვა