C ჰეპატიტის მართვის პროექტი აპრილის ბოლოს ძალაში შევა
გამოქვეყნებულია: 2015-03-24 13:25:00
C ჰეპატიტის მართვის პროექტი აპრილის ბოლოს ძალაში შევა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 21 აპრილისთვის ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რის შემდეგაც პირველ ეტაპზე პრეპარატს 5 - ათასი ადამიანი მიიღებს. დავით სეერგეენკოს თქმით , აუცილებელია პაციენტებმა რომლებიც მკურნალობას დაიწყებენ, კარგად გააცნობიერონ, რომ აუცილებელია ძირითადი პრინციპების დაცვა, კატეგორიულად მიუღებელია ალკოჰოლის მიღება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც C ჰეპატიტიt დაავადებულებმა ახალი პრეპარატის “სოფუს ბუვირის” შემოსვლის შესახებ გაიგეს, მკურნალობა შეწყვიტეს. ჯანდაცვის მინისტრი პრეპარატის ღირებულებაზე არ საუბრობს, მაგრამ ამბობს, რომ ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომი იქნება. სერგეენკო ასევე აცხადებს, რომ სახელმწიფო ნაწილობრივ დააფინანსებს დიაგნოსტიკას.
წაკითხვა