ბრიტანეთის თემთა პალატამ 3 გენის გამოყენებით ხელოვნური განაყოფიერების კანონპროექტი დაამტკიცა
გამოქვეყნებულია: 2015-02-04 14:22:00
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ, ორი ქალისა და ერთი მამაკაცის დნმ-ის გამოყენებით, ბავშვის გაჩენის კონცეფცია შეიმუშავა. კანონპროექტი 3 თებერვალს დამტკიცდა და ის ხელოვნური განაყოფიერების დროს სამი გენის გამოყენებას ითვალისწინებს. კანონპროექტს ხმა 382 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 128 წავიდა. აღნიშნული ინიციატივის ლორდთა პალატაში დამტკიცების შემთხვევაში, ბრიტანეთი პირველი სახელმწიფო გახდება, სადაც ხელოვნური განაყოფიერების დროს სამი გენის გამოყენება დაკანონდება. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ახალი ტექნოლოგია მემკვიდრეობითი დაავადებების თავიდან ასაცილებლადაა განკუთვნილი და ყოველწლიურად 150 წყვილის დახმარება შეუძლია.
წაკითხვა