ნინო ბურჯანაძე - დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები და ავითვალოთ, საარჩევნო ოქმების გამოქვეყნება ცესკო-ს ვებგვერდზე დაგვიანდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 00:32:00
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. ბურჯანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსთავის 29-ე, 30-ე, 37-ე, 39-ე, ხაშურის მე-8 და სხვა უბნებზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, რის გამოც, ბურჯანაძე ფიქრობს რომ გაყალბება მოხდა. პარტიის ლიდერმა სხვა უბნებზე მომხდარ სავარაუდო დარღვევებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ისინი შედეგებს გასაჩივრების გარეშე არ დატოვებენ.„ცენტრალური საარჩევნო კომისია ძალიან დააგვიანებს არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას, პირველადი შედეგები მაქვს მხედველობაში. დაგვიანდება ოქმების მიღება და მათი გამოქვეყნება ცესკო-ს ვებგვერდზე, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები და ავითვალოთ, რამდენ ხანში დაიდება შემაჯამებელი ოქმები, თუნდაც თბილისის მაშტაბით. რატომ ვამბობ ამას - ზუსტად იმიტომ, რომ ვიცი, თითქმის ყველა უბანზე ოქმები თბილისში არ ბალანსდება. ყველგან არის ძალიან სერიოზული პრობლემა, იმიტომ, რომ არჩევნები იმდენად გაყალბდა, ისეთი მანიპულაციები ჩატარდა, რომ ოქმების დაბალანსება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
წაკითხვა