საზოგადოებრივი
104.5 FM
განმარტებები ცესკო-ში "ცენტრისტების" რეგისტრაციის საკითხზე საჯარო რეესტრის განცხადებასთან დაკავშირებით
განახლებულია: 2016-08-16 12:11:00
პარტია ,,ცენტრისტების” რეგისტრაციის საკითხზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებასთან დაკავშირებით ცესკოში განმარტებებს აკეთებენ. კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე ცესკო-ს ქმედებასთან დაკავშირებული შენიშვნები უსაფუძვლოა და კომპეტენტურ მოსაზრებებს არ ემყარება. ჟვანიას განმარტებით, ცესკო-ს პარტიის ხელმძღვანელ პირთა არჩევისა და უფლებამოსილების კანონიერების საკითხის შესწავლა არ ევალება და ეს სხვა შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა. ცესკო-ს თავმჯდომარემ, პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“, საარჩევნო რეგისტრაციაში 2016 წლის 2 ივნისის განცხადებისა და კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე გაატარა. თამარ ჟვანიას განმარტებით, იმისთვის, რომ ცესკომ, ახლად დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციის საკითხზე იმსჯელოს, საჯარო რეესტრმა კომისიას შესაბამისი გადაწყვეტილება დროულად უნდა წარუდგინოს. 
წაკითხვა
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წეროვანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ
გამოქვეყნებულია: 2016-08-16 10:39:00
"პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წეროვანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. ირმა ინაშვილმა, კონსტანტინე მურგუშიასთან ერთად, ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დახმარებას დაჰპირდა. წეროვანის დასახლებაში მცხოვრებლებმა მთავარ პრობლემად კომუნალური გადასახადების დავალიანება და უმუშევრობა დაასახელეს. 
წაკითხვა
მმართველ გუნდში "ცენტრისტების" რეგისტრაციის გამო, ცესკო-ს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საფუძველს ვერ ხედავენ
გამოქვეყნებულია: 2016-08-16 10:17:00
მმართველ გუნდში, პარტია"ცენტრისტების" რეგისტრაციაში გატარების გამო, ცესკო-ს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საფუძველს ვერ ხედავენ და მიიჩნევენ, რომ ცესკო-მ პარტიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია მის დასარეგისტრირებლად საკმარისად მიიჩნია. უმრავლესობა, ,,ცენტრისტების” საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით, ცესკო-ს მიმართავს. ,,ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ახლად გამოვლენილი გარემოება პოლიტიკური სუბიექტის არჩევნებიდან მოხსნის საფუძველი უნდა გახდეს. უმრავლესობა საკითხთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების მოლოდინშია, რის შემდეგაც მმართველი გუნდის დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენას გეგმავენ. საჯარო რეესტრის მონაცემებით, პარტია „ცენტრისტებს“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არ ჰყავს. 
წაკითხვა
ISFED-ის სარჩელი „ცენტრისტების“ წინააღმდეგ - რას ედავება პარტიას მესამე სექტორი
განახლებულია: 2016-08-15 20:11:00
ცესკო-ს გარდა, „სამართლიანი არჩევნები“ „ცენტრისტებს“ სააპელაციო სასამართლოშიც უჩივის. არასამთავრობო ორგანიზაცია სკანდალში გახვეული პარტიის ლიდერებს ამომრჩევლების მოსყიდვაშიც ადანაშაულებს. საუბარია იმ სატელევიზიო განცხადებებზე, სადაც თემურ ხაჩიშვილი მოქალაქეებს 400 ლარის ოდენობით რუსულ პენსიებს ჰპირდება და ხელშეკრულებებსაც აფორმებს. უფლებადამცველთა საჩივარი საქალაქო სასამართლომ უკვე განიხილა, თუმცა, მოსარჩელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და „ცენტრისტები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან არ მოხსნა. ახლა არასამთავრობო ორგანიზაცია ზედა ინსტანციის გადაწყვეტილებას ელის. ბედუკაძე-ხაჩიშვილის პარტიაზე განცხადებას ავრცელებს საჯარო რეესტრიც. როგორც ირკვევა, 2002 წელს დაფუძნებულ პარტიას დღეს უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირები საერთოდ არ ჰყავს. თამარ გოგესაშვილი მუშაობს თემაზე.
წაკითხვა
გამოეთიშებიან თუ არა „ცენტრისტები“ საარჩევნო მარათონს - მზადდება საკონსტიტუციო სარჩელი, საჩივარია შესული ცესკო-შიც
გამოქვეყნებულია: 2016-08-15 20:01:00
სკანდალური საარჩევნო რეკლამის გამო, პარტია „ცენტრისტები“, შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებს გამოეთიშოს. ბედუკაძე-ხაჩიშვილის პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით, სამართლებრივი დავა იწყება. მმართველი პარტია უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. ანალოგიური გეგმები აქვთ „რესპუბლიკელებს“ და ყოფილ სახელისუფლებო გუნდსაც. არ არის გამორიცხული, რომ „ცენტრისტებს“ ფინანსური ჯარიმაც დაეკისროს. პარტიის მიერ მომზადებული უფასო პოლიტიკური რეკლამის შინაარსს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ცესკო-ში ასაჩივრებს. სკანდალური წინასაარჩევნო რეკლამის გამო, რომელშიც „ცენტრისტები“ მოსახლეობას რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას და რუსულ პენსიებს ჰპირდებიან, პოლიტიკოსების ერთი ნაწილი საკანონმდებლო ცვლილებებსაც ითხოვს. რა შინაარსისაა საჩივარი, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ცენტრისტების“ რეკლამის გამო შევიდა - სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.
წაკითხვა
ნათელაშვილი არჩევნებში ოლიგარქების მონაწილეობის აკრძალვას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2016-08-15 16:28:00
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი არჩევნებში ოლიგარქების მონაწილეობის აკრძალვას ითხოვს. შალვა ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, ხელი მოაწერონ ანტიოლიგარქიულ ერთობლივ აქტს, რის შედეგადაც მოხდება არჩევნებში ბიზნესმენების ჩართულობის გაუქმება. ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პირები სახელმწიფო თანხებით საკუთარი ბიზნესის წარმოებას შეეცდებიან.
წაკითხვა
„მემარცხენე ალიანსმა“ ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
გამოქვეყნებულია: 2016-08-15 16:30:00
„მემარცხენე ალიანსმა“ ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბაკურ სვანიძე წარადგინა. კახა ძაგანიამ იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს. ბაკურ სვანიძე ადგილობრივებთან აქტიურ შეხვედრებს გეგმავს და აპირებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ვაზისუბნის მოსახლეობის პრობლემები მოაგვაროს.
წაკითხვა
ენმ-მ მცხეთაში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
განახლებულია: 2016-08-15 16:22:00
მცხეთაში მანდატის მოსაპოვებლად, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ბერიაშვილი იბრძოლებს. ადგილზე შეკრებილ მხარდამჭერებს დავით ბაქრაძემ, რომან გოცირიძემ და თავად კანდიდატმა მიმართეს. პოლიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს მცხეთის, როგორც ტურისტული პოტენციალის მქონე ქალაქის განვითარებაზე. ისაუბრეს  სოციალურ ფონზეც. დავით ბაქრაძემ პარტიის ეკონომიკური გეგმა და პენსიის 50 ლარით მატების შესაძლებლობა გააცნო. ირაკლი ბერიაშვილი კი მცხეთელებს, გამარჯვების შემთხვევაში, სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
წაკითხვა
კვირიკაშვილი თბილისში „ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს
განახლებულია: 2016-08-15 16:20:00
თბილისში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატებს პრემიერმინისტრი დღეს დაასახელებს. მმართველ გუნდში კანდიდატების ოფიციალურ წარდგენამდე კონკრეტულ გვარებს არ ასახელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქში მაჟორიტარობის კანდიდატებად გია ვოლსკი, გია ჟორჟოლიანი და გიორგი კახიანი დასახელდებიან, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ,,ქართულ ოცნებაში”. გია ვოლსკის განცხადებით, საკითხზე პარტიაში ბოლო კონსულტაციები დღეს კიდევ ერთხელ გაიმართება.
წაკითხვა
„რესპუბლიკელები" „ცენტრისტების" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ, ენმ კი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს
განახლებულია: 2016-08-15 12:18:00
„რესპუბლიკელები" საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ სარჩელზე უკვე მუშაობენ. პარტია ,,ცენტრისტების”, როგორც პოლიტიკური ძალის საქმიანობის აკრძალვას ითხოვს. „რესპუბლიკელები", საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკური ძალების ერთიან პოზიციას მიესალმებიან. ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში". ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბება და გააქტიურება წაახალისა. 
წაკითხვა
„ოცნება" „ცენტრისტების" გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოში მოითხოვს
განახლებულია: 2016-08-15 12:14:00
„ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური გაერთიანება ,,ცენტრისტების” გაუქმების მოთხოვნით უახლოეს დღეებში მიმართავს. ფრაქციის თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, ,,ცენტრისტების” პოლიტიკური რეკლამა პროვოკაციულია და ის სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება. მისივე განმარტებით, საარჩევნო კლიპში გაჟღერებული მოწოდებები საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, რის გამოც პოლიტიკურ სუბიექტს რეგისტრაცია სრულად უნდა გაუუქმდეს.
წაკითხვა
ISFED-ი „ცენტრისტების" რეგისტრაციიდან მოხსნას უკვე სააპელაციო სასამართლოში მოითხოვს
განახლებულია: 2016-08-15 12:07:00
„სამართლიანი არჩევნები”, პარტია ,,ცენტრისტების” რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაციის შესაბამისი სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ,,ცენტრისტებმა” ამომრჩეველთა მოსყიდვა სცადეს, რაც პარტიის არჩევნებიდან მოხსნის საფუძველი უნდა გახდეს. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში” განმარტავენ, რომ ,,ცენტრისტების” მიერ შეთავაზებული 400-ლარიანი პენსია მხოლოდ პარტიაში დარეგისტრირებული ამომრჩეველისათვის არის განსაზღვრული, რაც ამომრჩეველთა მოსყიდვად უნდა შეფასდეს.  
წაკითხვა
მარეგულირებელი კომისია „ცენტრისტების“ საარჩევნო რეკლამის საკითხზე იმსჯელებს
განახლებულია: 2016-08-15 12:01:00
პარტია „ცენტრისტების“ საარჩევნო რეკლამის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხზე მარეგულირებელი კომისია დღეს იმსჯელებს. კომისიაში აცხადებენ, რომ შესაბამის სამსახურებს ინფორმაცია უკვე მიეწოდათ, რის საფუძველზეც მომზადებულ მასალებს კომისიის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
წაკითხვა
კამპანია „შენი ხმა ჩვენი მომავლია“ - პრეზიდენტი ბაზალეთის საზაფხულო სკოლას ეწვია
განახლებულია: 2016-08-14 20:49:00
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, „შენი ხმა ჩვენი მომავლია“ კამპანიის ფარგლებში, ბაზალეთის საზაფხულო სკოლას ეწვია და პროექტის მეორე ეტაპის მიმდინარეობას გაეცნო. სტუდენტებმა მოდელირებული საარჩევნო კამპანია და არჩევნები გამართეს, რომელშიც, სიმბოლურად, საქართველოს პრეზიდენტმაც მიიღო მონაწილეობა, როგორც უბანზე მისულმა პირველმა ამომრჩეველმა. ახალგაზრდული კამპანიის ფარგლებში, საზაფხულო სკოლები ბაზალეთზე, ქობულეთსა და ბაკურიანში გაიხსნა. პროექტი 10 სექტემბერს დასრულდება.
წაკითხვა
„სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენლები სოფელ ჭახათის მცხოვრებლებს შეხვდნენ
გამოქვეყნებულია: 2016-08-14 20:46:00
პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს ქობულეთში, სოფელ ჭახათის მცხოვრებლებს შეხვდნენ. მათ მოისმინეს ადგილობრივების პრობლემები და საარჩევნო პროგრამა გააცნეს. ისაუბრეს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების გეგმაზეც.
წაკითხვა
„რეფორმატორების“ აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან
გამოქვეყნებულია: 2016-08-14 20:21:00
„რეფორმატორების“ გამაფრთხილებელი, სიმბოლური აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან: პარტიის მხარდამჭერებმა, „ცენტრისტების“ საარჩევნო ვიდეორგოლთან დაკავშირებით, პროტესტი ასე გამოხატეს. „რეფორმატორების“ ლიდერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდს მადლობაც გადაუხადა ერთიანი პოზიციის დაფიქსირებისათვის. აქციის მონაწილეები პარტია „ცენტრისტების“ არჩევნებიდან მოხსნასაც ითხოვენ.
წაკითხვა
„ცენტრისტების“ საარჩევნო რგოლი, მოქმედი კანონმდებლობა და სსმ-ის გადაწყვეტილება - მიხეილ ბენიძემ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს
გამოქვეყნებულია: 2016-08-14 20:19:00
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს.
წაკითხვა
პრემიერის განცხადება „ცენტრისტების“ საარჩევნო რგოლთან დაკავშირებით
გამოქვეყნებულია: 2016-08-14 20:09:00
პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ საარჩევნო რეკლამის თემას ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრი. „მინდა გამოვეხმაურო საზოგადოების შეშფოთებას საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული უფასო საარჩევნო რეკლამის გამო, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებს შეიცავს, და აღვნიშნო: დღეს, როდესაც საქართველო ისტორიული არჩევნების წინაშეა, რომელიც განმსაზღვრელია ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის და, შესაბამისად, დამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე, რომელსაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს მრავალი მოქალაქე შეეწირა, უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა უწყებამ, ორგანიზაციამ თუ ფიზიკურმა პირმა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა. საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ბოლო წლების განმავლობაში, რათა მედია ყოფილიყო დამოუკიდებელი, თუმცა დამოუკიდებლობა არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას. მედიას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, რათა არ მოახდინოს ანტისახელმწიფოებრივი ინფორმაციის ტირაჟირება. ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ისეთი საარჩევნო აგიტაცია, რომელიც მიმართულია სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ასევე, მოვუწოდებთ ყველა სხვა მედიასაშუალებას, მაქსიმალურად ეცადონ, არ გახდნენ პროპაგანდის მსხვერპლი, თუნდაც გაუაზრებელი მოქმედებებით. სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში გაზრდილი ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის ფარგლებში გვმართებს განსაკუთრებული ყურადღება. საქართველოს მთავრობა კვლავაც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა კანონიერ და დემოკრატიულ ბერკეტს, რათა არ დაუშვას ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა და მიესალმება ყველა შესაბამის ინიციატივას არასამთავრობო თუ პოლიტიკური სექტორის მხრიდან“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებაში.
წაკითხვა
სსმ „ცენტრისტების“ საარჩევნო რეკლამის განთავსებას აჩერებს
განახლებულია: 2016-08-14 20:01:00
საზოგადოებრივი მაუწყებელი აჩერებს პოლიტიკური პარტია „ცენტრისტების“ საარჩევნო რეკლამის განთავსებას პირდაპირ ეთერში. მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებელი ვალდებულია, ყველა პარტიას და საარჩევნო ბლოკს გამოუყოს სარეკლამო დრო და მაუწყებელი არ არის პასუხისმგებელი რეკლამების შინაარსზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ამ კონკრეტული რეკლამის შეჩერების შესახებ, რადგან მაუწყებელი ფიქრობს, რომ რეკლამის შინაარსი ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს შეიცავს.
წაკითხვა
ISFED: პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ცესკო-ს, მაუწყებელი კლიპის შინაარსზე პასუხისმგებელი არ არის
გამოქვეყნებულია: 2016-08-14 16:11:00
„ცენტრისტების" საარჩევნო რეკლამას ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. მესამე სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა დააჯარიმოს პარტია, რადგან მისი შინაარსი არის ანტისახელმწიფოებრივი და საფრთხის შემცველი. „სამართლიან არჩევნებში" ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ცესკო-ს, მაუწყებელი კლიპის შინაარსზე პასუხისმგებელი არ არის.
წაკითხვა