მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის“ ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს
გამოქვეყნებულია: 2016-07-26 16:42:00
„პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის“ ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, ზეწოლის მსხვერპლი ამჯერად ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი წევრი სოსო ჩიტორელიძე გახდა. თავად სოსო ჩიტორელიძის განმარტებით, ის ,,ქართული ოცნების“ ოფისში სამსახურებრივი საკითხების განსახილელად დაიბარეს. რეალურად კი შეხვედრას ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვანში გიორგი ლილუაშვილი, გამგებელი ზაზა ხუციშვილი, გამგებლის მოადგილე ლაშა გიორგაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრის მიმდინარეობისას დეპუტატმა გელა ვარდოსანიძემ თანაგუნდელებს უთხრა, რომ სოსო ჩიტორელიძე და მისი ოჯახი ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ მხარდამჭერია, რის შემდეგაც მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ოთახიდან გააძევეს.
წაკითხვა