საზოგადოებრივი
104.5 FM
„ცენტრისტების“ უფასო საარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით, მარეგულირებელი კომისია ხვალ იმსჯელებს
განახლებულია: 2016-08-14 16:07:00
პარტია „ცენტრისტების“ უფასო საარჩევნო რეკლამასთან და მის შინაარსთან დაკავშირებით, მარეგულირებელი კომისია ხვალ იმსჯელებს. როგორც კომისიაში აცხადებენ, ვახტანგ აბაშიძემ შესაბამის სამსახურებს უკვე მისცა დავალება, რომ მოამზადონ მასალები და ხვალ კომისიის სხდომაზე განიხილონ.
წაკითხვა
„ოცნებამ“ აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
გამოქვეყნებულია: 2016-08-14 12:34:00
„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მანდატებისთვის ფატი ხალვაში, ლევან ბეჟანიძე, მუხრან ვახტანგაძე, კობა ნაკაიძე, ილია ნაკაშიძე და ანზორ ბოლქვაძე იბრძოლებენ. პრემიერმინისტრმა ასევე დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში. მხარდაჭერის მოპოვებას შეეცდებიან: ვახტანგ წულაძე, ილია ვერძაძე, ნუგზარ სურმანიძე, გიორგი რომანაძე, მერაბ კარანაძე და ხვიჩა შარაშიძე.
წაკითხვა
ენმ „ცენტრისტების“ საარჩევნო რგოლს ეხმაურება
გამოქვეყნებულია: 2016-08-14 12:22:00
„ცენტრისტების“ საარჩევნო რგოლთან დაკავშირებით, განცხადებები გააკეთეს „ნაციონალურ მოძრაობაში“. 
წაკითხვა
ISFED-ი „ცენტრისტების“ საარჩევნო რგოლთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს
გამოქვეყნებულია: 2016-08-14 12:14:00
პარტია „ცენტრისტების“ საარჩევნო რგოლი სასამართლოში უკვე გააპროტესტა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, თუმცა სასამართლომ გუშინ ორგანიზაციის მოთხოვნა, მომხდარიყო აღნიშნული პარტიის რეგისტრაციის შეჩერება, არ დააკმაყოფილა. ორგანიზაცია გეგმავს, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. პარალელურად, მესამე სექტორის წარმომადგენლები მიმართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შეისწავლოს აღნიშნული პარტიის დაპირებების კანონთან შესაბამისობა.
წაკითხვა
გიორგი გვიმრაძე: საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ჰქონდა არანაირი შესაძლებლობა, ეთერში არ გაეშვა „ცენტრისტების“ უფასო პოლიტიკური რეკლამა
გამოქვეყნებულია: 2016-08-14 12:05:00
პირველი არხის ეთერში გასული პარტია „ცენტრისტების“ უფასო პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით, რომელმაც საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვია, სპეციალური განცხადება გააკეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ.
წაკითხვა
"ქართული ოცნების" აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა ბათუმში
განახლებულია: 2016-08-13 20:21:00
"ქართული ოცნების" აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა ბათუმში - მანდატებისთვის ფატი ხალვაში, ლევან ბეჟანიძე, მუხრან ვახტანგაძე, კობა ნაკაიძე, ილია ნაკაშიძე და ანზორ ბოლქვაძე იბრძოლებენ. პრემიერმინისტრმა ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებიც წარუდგინა მოსახლეობას. ესენი არიან:: ვახტანგ წულაძე, ილია ვერძაძე, ნუგზარ სურმანიძე, გიორგი რომანაძე, მერაბ კარანაძე და ხვიჩა შარაშიძე.
წაკითხვა
პოლიტიკური პარტიების შეხვედრა ამომრჩევლებთან გრძელდება
განახლებულია: 2016-08-13 20:16:00
პოლიტიკური პარტიების შეხვედრა ამომრჩევლებთან გრძელდება. საპარლამენტო არჩევნებამდე 56 დღე რჩება. არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა. "დემოკრატიუკლი მოძრაობა" კი სამგორში არსებულ პრობლემებს გაეცნო. გურჯაანელებს პენსიების გაზრდას, გამარჯვების შემთხვევაში, პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრები დაპირდნენ. სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტებზე ყურადღება გაამახვილეს “ახალი საქართველოს” წევრებმა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კასპში "ლეიბორისტულმა პარტიამ", ტყიბულსა და თერჯოლაში კი "თავისუფალმა დემოკრატებმა" წარადგინეს.. 
წაკითხვა
“მემარცხენე ალიანსის” წევრები ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდნენ
განახლებულია: 2016-08-13 16:17:00
“მემარცხენე ალიანსი” წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. პარტიის წარმომადგენლები ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდნენ. მათი თქმით, უბნის მცხოვრებლებს უკვე წლებია წყლის პრობლემა აქვთ. სასმელი წყალი ვარკეთილის რაიონს გრაფიკით მიეწოდება. “მემარცხენე ალიანსის” წევრები ამომრჩეველს, გამარჯვების შემთხვევაში,  საკითხის დროულად მოგვარებას ჰპირდებიან. 
წაკითხვა
შალვა ნათელაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს შეხვდა
განახლებულია: 2016-08-13 16:15:00
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს შეხვდა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ქოსაშვილი წარუდგინა. შრომის პარტიის ლიდერის განცხადებით, შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტში ზურაბ ქოსაშვილის სახით კასპელებს ღირსეული, პატრიოტი და თავდადებული დეპუტატი ეყოლებათ.
წაკითხვა
"სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერები კახეთში პენსიონერებს შეხვდნენ
განახლებულია: 2016-08-13 16:14:00
"პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერები და გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახეთში პენსიონერებს შეხვდნენ. ირაკლი ყიფიანმა, გიორგი პაპავამ და გია ხაზიურმა ადგილობრივ მცხოვრებლებს პარტიის ეკონომიკური პროგრამის სოციალური ნაწილი გააცნეს, რომლის მიხედვითაც, პენსია 250 ლარით განისაზღვრება. ასევე ყველა პენსიონერი მედიკამენტებით იქნება უზრუნველყოფილი. პარტიის წევრების თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველ პენსიონერებს საარსებო შემწეობა 50 პროცენტით გაეზრდებათ.
წაკითხვა
ირაკლი ალასანიამ ტყიბულისა და თერჯოლის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
განახლებულია: 2016-08-13 16:12:00
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ტყიბულისა და თერჯოლის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, რუსუდან გვენეტაძე წარადგინა. ირაკლი ალასანიამ ყურადღება მეშახტეების პრობლემებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ მათ კანდიდატს მეშახტეების პრობლემების მოსაგვარებლად და სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად კონკრეტული გეგმმა უკვე აქვს. 
წაკითხვა
წინასაარჩევნო მარათონი აქტიურ ფაზაშია შესული
განახლებულია: 2016-08-12 20:32:00
წინასაარჩევნო მარათონი აქტიურ ფაზაშია შესული. თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა კვალიფიციურმა სუბიექტმა დღეს მოსახლეობას საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინეს. ამომრჩევლებთან შეხვედრების პარალელურად, ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ. გრძელდება საარჩევნო პროგრამების პრეზენტაციაც. 
წაკითხვა
როგორია წინასაარჩევნო გარემო აჭარაში
განახლებულია: 2016-08-12 20:27:00
როგორია წინასაარჩევნო გარემო აჭარაში - თვენახევრით ადრე რეგიონში დეპუტატის მანდატებისთვის მებრძოლი პოლიტიკური პარტიების უპრეცედენტო აქტივობაა. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა 28 სუბიექტს სურს. აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში განცხადების მიღება ორი საათის წინ დასრულდა. უსკო-ში დარეგისტრირების პროცესის დაწყების მიუხედავად, არჩევნებში მონაწილე პარტიებს საარჩევნო სიები ამ დრომდე არ გაუსაჯაროებიათ.     
წაკითხვა
"ერთიანი საქართველო” - თამაზ მეჭიაური არჩევნებში კოალიციური ფორმით ჩაერთვება
განახლებულია: 2016-08-12 20:07:00
მკვეთრად დასავლურ კურსს ეწინააღმდეგება ,,ქართული ოცნებისგან” გამიჯნული თამაზ მეჭიაური, რომელმაც დღეს საზოგადოებას ახალი თანაგუნდელები წარუდგინა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩევნებში კოალიციური ფორმით ჩაერთვება. ,,ერთიანი საქართველო”-ასე ჰქვია ბლოკს, სადაც მეჭიაურის გუნდთან ერთად კიდევ სამი პარტიაა გაერთიანებული. უარი ნატო-ში ინტეგრაციაზე, რუსეთთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები და ეროვნული ფასეულობების დაცვა - ასეთი ხედვა აქვს მმართველი პარტიის ყოფილ წევრს და უკვე ახალი კოალიციის ლიდერს, რომელიც პარტიებთან მოლაპარაკებებს განაგრძობს. როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე კონსულტაციებში ,,ქართული ოცნების” წევრები ჩართული არ არიან.   
წაკითხვა
ისანში დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მხრადამჭერი აქცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2016-08-12 17:33:00
ისანში დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მხრადამჭერი აქცია გაიმართა. ირაკლი პეტრიაშვილის მომხრეებმა პოლიტიკურ პარტიებს მიმართეს, რომ ისნის რაიონის მე-5 ოლქის მე-8 მაჯორიტარულ ოლქში საკუთარი პარტიების წარმომადგნელების კანდიდატურები არ წამოაყენონ. აქციის მონაწილეების თქმით, პროფკავშირების მიერ წამოყენებული საკანონმდებლო წინადადებების განხილვა პარლამენტში, ხშირ შემთხვევებში, არ ხდება. პროფკავშირების ხელმძღვანელის დეპუტატობის შემთხვევაში კი, მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვები დაჩქარდება
წაკითხვა
"მემარცხენე ალიანსის" ლიდერები თერჯოლის მოსახლეობას შეხვდნენ
გამოქვეყნებულია: 2016-08-12 16:58:00
"მემარცხენე ალიანსის" ლიდერები თერჯოლის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ შეკრებილებს პარტიის წინასაარჩევნო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს. პარტიის ლიდერებმა რაიონში არსებული პრობლემებიც მოისმინეს. მოსახლეობის თქმით, მოუწესრიგებელია გზები, პრობლემებია სასმელი წყლის მიწოდების მხრივ და მაღალია უმუშევრობის დონე.
წაკითხვა
“ახალი საქართველოს” ლიდერი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვარკეთილის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ
გამოქვეყნებულია: 2016-08-12 16:53:00
გიორგი ვაშაძე და პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი ვარკეთილის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ. “ახალი საქართველოს” ლიდერს ადგილობრივებმა არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ისაუბრეს ასევე საპენსიო რეფორმაზე და მთავრობის მიერ შეუსრულებელ სხვა დაპირებებზე. გიორგი ვაშაძემ და ლევან ხაბეიშვილმა შეკრებილებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს.
წაკითხვა
"მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" წარმომადგენლების შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სოციალურად დაუცველებთან
გამოქვეყნებულია: 2016-08-12 16:50:00
"მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელების შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სოციალურად დაუცველებთან. გორის რაიონში მცხოვრებლებს  მათ პარტიის სოციალური პროგრამა გააცნეს. დაპირების მიხედვით, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ სტატუსი და დახმარება 50 %-ით გაეზრდებათ. 
წაკითხვა
ქობულეთში ლევან ვარშალომიძემ ციტრუსის რეალიზების პროგრამა წარადგინა
გამოქვეყნებულია: 2016-08-12 16:47:00
ქობულეთში ლევან ვარშალომიძემ ციტრუსის რეალიზების პროგრამა წარადგინა. პროგრამის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეიქმნება კორპორაცია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ფერმერებისგან, ასევე გლეხისგან და გადამამუშავებელი პუნქტებიდან მანდარინის შესყიდვას. კორპორაცია იქნება გარანტი იმისა, რომ შეუსყიდავი მანდარინი არ დარჩება ფერმერს თუ გლეხს. კორპორაციის შესასყიდი ფასი იქნება არანაკლებ 70 თეთრისა. რაც შეეხება ბაზარს, სადაც რეალიზაცია მოხდება, ვარშალომიძის თქმით, ციტრუსის  ჰაბი გაკეთდება უკრაინაში და დაიტვირთება უკრაინის ბაზარი, რომელიც, თავის მხრივ, როგორც შიდა ბაზრებს, ასევე ევროპის ბაზრებსაც მოიცავს.
წაკითხვა
ფოთში ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ბასილაია იქნება
გამოქვეყნებულია: 2016-08-12 16:41:00
ფოთში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ბასილაია იქნება. ის მოსახლეობას დავით ბაქრაძემ წარუდგინა. პარტიის ლიდერმა ადგილობრივებს სამოქმედო გეგმაც გააცნო. მოსახლეობას სიტყვით ბექა ბასილაიამაც მიმართა და ყურადღება ფოთის განვითარებაზე გაამახვილა. 
წაკითხვა