საზოგადოებრივი
104.5 FM
ირაკლი ოქრუაშვილი კენჭს გორში იყრის
გამოქვეყნებულია: 2016-08-12 16:21:00
ირაკლი ოქრუაშვილი კენჭს ქალაქ გორში იყრის. თავდაცვის ყოფილი მინისტრი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. შეგახსენებთ, რომ მანდატის მოსაპოვებლად გორში "თავისუფალი დემოკრატებიდან" ირაკლი ალასანია იბრძოლებს. 
წაკითხვა
საარჩევნო კამპანიას პარტიები ურთიერთბრალდების ფონზე განაგრძობენ
გამოქვეყნებულია: 2016-08-11 20:05:00
მარათონში ჩართული პარტიები მოსახლეობასთან შეხვედრებს და საკუთარი პროგრამების პრეზენტაციას განაგრძობენ. ასახელებენ მაჟორიტარობის ახალ კანდიდატებსაც. კამპანიის ფონზე ისმის ურთიერთბრალდებებიც.  
წაკითხვა
„თავისუფალი დემოკრატები“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ
გამოქვეყნებულია: 2016-08-11 16:48:00
„თავისუფალი დემოკრატები“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აბასთუმნისა და ხეცერის თემში მოსახლეობას შეხვდნენ.ადგილობრივებს ძირითადად მოუწესრიგებელი გზები და გაზიფიცირების პრობლემა აწუხებთ. ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი გამარჯვების შემთხვევაში მათ  პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. პარტიის ლიდერებმა ამომრჩევლებს საკუთრი პროგრამაც გააცნეს.
წაკითხვა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა
გამოქვეყნებულია: 2016-08-11 16:06:00
ბათუმის საქალაქო სასამართლომ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა და აჭარის საარჩევნო კომისიას მიხეილ სააკაშვილის და "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ საჩივრის განხილვა დაავალა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბათუმში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დროს სააკაშვილის ვიდეომიმართვა შეაფასა, როგორც საარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვა და ფაქტი ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა. საოლქო კომისიამ საჩივარი არ დააკმაყოფილა, იმ მოტივით, რომ ვიდეო ჩაწერა საქართველოში არ განხორციელებულა, ასევე უცხო ქვეყანაში მყოფი ექსპრეზიდენტის მიმართ სანქციებს ვერ განახორციელებდა.საოლქო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება საია-მ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში სცადა, თუმცა უშედეგოდ, უსკო-მ საჩივრის განხილვაზე უარი განაცხადა, რადგან მათი შეფასებით ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენცია. ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ უსკო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
წაკითხვა
უწყებათაშორისი კომისიამ წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევები განიხილა
განახლებულია: 2016-08-11 12:51:00
უწყებათაშორისი კომისიის რიგით მესამე სხდომაზე წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევები განიხილეს.კომისიამ „თავისუფალი დემოკრატების“, „ ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველოს” მიერ წარდგენილ საჩივრებზე იმსჯელა.განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი დუშეთში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის მხრიდან დაფიქსირებული დარღვევა იყო, რომლის საფუძველზეც კომისიამ უწყებას საკითხის შესწავლა დაავალა. კომისიის წევრებმა ასევე სოციალურ რეკლამებში შესაძლო პოლიტიკური შინაარსის მატარებელი მოწოდებების საკითხზეც იმსჯელეს. უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საარჩევნო სიის დაზუსტებისათვის გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
წაკითხვა
საია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას სასამართლოში უჩივის
გამოქვეყნებულია: 2016-08-11 12:19:00
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას ბათუმის საქალაქო სასამართლოში უჩივის.  მიზეზი საია-ს საჩივარია, რომლის განხილვაზეც აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიამ უარი თქვა.   საუბარია 31 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დროს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე, რომელშიც არასამათავრობო ორგანიზაციების ნაწილმა კანონდარღვევის ნიშნები დაინახა. მათი შეფასებით, ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობას, რაც კანონით იკრძალება. საია-ს საჩივარი არ დააკმაყოფილა ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ, რის შემდეგაც ორგანიზაციამ უსკო-ს მიმართა, თუმცა უსკო-მ განხილვაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენცია. პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს14:00 საათზეა ჩანიშნული.
წაკითხვა
ახალგაზრდული საარჩევნო კამპანია “შენი ხმა, ჩვენი მომავალი” გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2016-08-11 11:33:00
“შენი ხმა, ჩვენი მომავალი” - პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებული  ახალგაზრდული საარჩევნო კამპანია გრძელდება.პროექტის ფარგლებში, საქართველოს 8 ქალაქში ახალგაზრდული საზაფხულო სკოლები მოეწყობა. კამპანია მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების აქტიურობის გაზრდას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა სკოლის უფროსკლასელთათვის კონკურსი იმართება, რომლის მიზანია თითოეული საარჩევნო ხმის მნიშვნელობის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო აქტივობის პოპულარიზაცია.
წაკითხვა
”შენი ხმა-ჩვენი მომავალი” - პრეზიდენტი ახალგაზრდულ საარჩევნო კამპანიას იწყებს
განახლებულია: 2016-08-10 20:39:00
”შენი ხმა-ჩვენი მომავალი” - პრეზიდენტი ახალგაზრდულ საარჩევნო კამპანიას იწყებს. პრეზენტაცია ბაზალეთის ტრენინგ-ცენტრში მოეწყო. კამპანიის მიზანი წინასაარჩევნოდ მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების აქტიურობის გაზრდაა. პროექტის ფარგლებში 8 ქალაქში ახალგაზრდული საზაფხულო სკოლები მოეწყობა, სადაც მათთვის საარჩევნო თემატიკაზე ლექციები და შეხვედრები გაიმართება. ამომრჩეველთა აქტივობის გასაზრდელად დაგეგმილია კამპანია სოციალურ ქსელშიც. პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი ამომრჩევლების გააქტიურებაა. 
წაკითხვა
წინასაარჩევნო მარათონი გრძელდება
განახლებულია: 2016-08-10 20:36:00
წინასაარჩევნო მარათონი გრძელდება. ირაკლი ალასანია მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ამჯერად გორში იბრძოლებს. მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს დღეს ყოფილმა სახელისუფლებო პარტიამ, "ლეიბოროსტებმა" და "პატრიოტთა ალიანსმა". პარალელურად, კვალიფიციური სუბიექტები მოსახლეობას ხვდებიან და მათ პრობლემებს ისმენენ.   
წაკითხვა
დავით თარხან-მოურავმა მაჟორიტარი დეპუტატობის 5 კანდიდატი წარადგინა
განახლებულია: 2016-08-10 16:48:00
“პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა მაჟორიტარი დეპუტატობის 5 კანდიდატი წარადგინა. კახა ნუცუბიძე ვაკე 2-ში, ბეჟან გუნავა სამგორი 13-ში, გიორგი სუხიშვილი გლდანი 20-ში, მამუკა ტუსკაძე გლდანი 21-ში, გოჩა მამაცაშვილი თელავი-ყვარელის ოლქში იყრის კენჭს. წარდგენისას თარხან-მოურავმა კანდიდატების გამოცდილებას გაუსვა ხაზი და მათი გამარჯვების შანსებზე ისაუბრა.
წაკითხვა
შალვა ნათელაშვილმა სამგორის რაიონის მაჟორიტარობის 3 კანდიდატი წარადგინა
განახლებულია: 2016-08-10 16:47:00
შალვა ნათელაშვილმა  სამგორის რაიონის მაჟორიტარობის 3 კანდიდატი წარადგინა. "ლეიბორისტული პარტიიდან"  8 ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად ჯუმბერ გოგრიჭიანი, გიორგი ჩიტაური და ტატო მორჩილაძე იბრძოლებენ. მაჟორიტარობის კანდიდატები სამგორის რაიონის მოსახლეობას სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ყველა პრობლემის მოგვარებას ჰპირდებიან. 
წაკითხვა
ნუგზარ წიკლაური პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2016-08-10 16:39:00
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. წიკლაურის მტკიცებით, გუშინ კოდის დევნილთა დასახლებაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ რამდენიმე პირს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს. "ნაციონალური მოძრაობა" უწყებათაშორის კომისიას მიმართავს, ფაქტზი შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს.სხდომა დღეს იმართება.
წაკითხვა
გორში „თავისუფალი დემოკრატებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია იქნება
განახლებულია: 2016-08-10 16:31:00
გორში „თავისუფალი დემოკრატებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია იქნება. ამის შესახებ ალასანიამ რამდენიმე წუთის წინ, გორში გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა. აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა დაადასტურა, რომ თამაზ შიოშვილი, რომელიც პარტიის მიერ გორის მაჟორიტარობის კანდიდატად აქამდე იყო დასახელებული, პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. „მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, მას შემდეგ, რაც ქალაქში გამოგვაკლდა თანამებრძოლი,მივიღე შემდეგი გადაწყვეტილება - მე პირადად ვიყრი გორში კენჭს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, გავიმარჯვებ და ეს არ იქნება მხოლოდ გორის და შიდა ქართლის გამარჯვება. მთელ საქართველოში ამას ექნება ძალიან სერიოზული გავლენა შედეგზე, რომელსაც ერთად, „თავისუფალი დემოკრატები“ ოქტომბრის არჩევნებზე მივაღწევთ“, - განაცხადა ალასანიამ.
წაკითხვა
ხობში "მოძრაობა- სახელმწიფო ხალხისათვის" საარჩევნო შტაბის წევრებმა დატოვეს
გამოქვეყნებულია: 2016-08-10 12:38:00
ხობში "მოძრაობა- სახელმწიფო ხალხისათვის" საარჩევნო შტაბის წევრებმა დატოვეს. როგორც კახა ბუკია, პარტიის ხობის ორგანიზაციის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ამბობს, პარტია მათ იმიტომ დატოვეს, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი აღმოჩნდა. ჯერჯერობით ისინი სხვა პარტიაში გადასვლაზე არ საუბრობენ. თუმცა ბურჭულაძის პარტიის " მოძრაობა -  სახელმწიფო ხალხისათვის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფოთში კოტე კემულარია სხვა არგუმენტებს ასახელებს. მისი თქმით, კახა ბუკია და კიდევ რამდენიმე ადამიანი გუშინ გაუშვეს პარტიიდან და მათ ამის შესახებ ეცნობათ.
წაკითხვა
"ქართული ოცნება" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა წარდგენას განაგრძობს
განახლებულია: 2016-08-09 20:39:00
"ქართული ოცნება" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა წარდგენას განაგრძობს.  ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის საარჩევნო  ოლქში მმართველი პარტიის სახელით კენჭს გოჩა ენუქიძე იყრის.ის რამდენიმე წუთის წინ გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. გოჩა ენუქიძე ორი მოწვევის პარლამენტის წევრია.
წაკითხვა
არასამთავრობოები კანონდარღვევის ნიშნებს ხედავენ "ნაციონალური მოძრაობის"ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაში
განახლებულია: 2016-08-09 20:27:00
არასამთავრობო ორგანიზაციები კანონდარღვევის ნიშნებს ხედავენ "ნაციონალური მოძრაობის"ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაში. იგულისხმება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვა, რომელიც ყოფილმა სახელისუფლებო პარტიამ ამომრჩევლებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დროს აჩვენა. უფლებადამცველები ფაქტს წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობად აფასებენ და საარჩევნო ადმინისტრაციებისგან რეაგირებას მოითხოვენ. მოჰყვა თუ არა ორი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებელ საჩივრებს რეაგირება - მერაბ წულუკიძე დეტალებით.
წაკითხვა
" სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერებმა ეკონომიკური პროგრამის, ჯანდაცვისა და სოციალური ნაწილის პრეზენტაცია გამართეს
განახლებულია: 2016-08-09 16:59:00
“პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერებმა ეკონომიკური პროგრამის,  ჯანდაცვისა და სოციალური ნაწილის პრეზენტაცია გამართეს.   პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო პოლიტიკური პრიორიტეტები, ჯანდაცვის სფეროში განსახორციელებელი კონკრეტული ცვლილებები და ბოლო წლებში  წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის გზები.  
წაკითხვა
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა ბოლნისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
განახლებულია: 2016-08-09 16:56:00
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა დღეს ბოლნისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაკა გუნაშვილი წარადგინა.პროფესიით პედაგოგი გუნაშვილი ბოლნისელია. ის, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ადგილობრივებს სოციალური პრობლემების მოგვარებას და პირობების გაუმჯობესებას ჰპირდება. შალვა ნათელაშვილმა ადგილობრივებს პარტიის ის გეგმებიც გააცნო, რის განხორციელებასაც "ლეიბორისტები" ბოლნისის რაიონში გეგმავენ. 
წაკითხვა
„პატრიოტთა ალიანსმა“ მაჟორიტარები წარადგინა
გამოქვეყნებულია: 2016-08-08 17:25:00
„პატრიოტთა ალიანსმა“ რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები წარადგინა. სიღნაღსა და დედოფლისწყაროში ნაირა ალავერდაშვილი, ნაძალადევსა და თემქაზე კახაბერ კორძაია, ახალციხესა და ადიგენში გოდერძი კუბლაშვილი, ხოლო ქარელის რაიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საპარლამენტო არჩევნებში ბონდო მძინარაშვილი იქნება.
წაკითხვა
„ლეიბორისტების“ საარჩევნო შეხვედრა ხაშურში
გამოქვეყნებულია: 2016-08-07 13:08:00
ხაშურში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა "ლეიბორისტულმა პარტიამ". პოლიტიკური მოძრაობის ლიდერმა, ამომრჩეველს პარტიის პროგრამა გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ხაშურში "ლეიბორისტების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უახლოეს დღეებში დასახელდება. 
წაკითხვა