საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება, ფასი კი 5-დან 25 ლარამდე იქნება
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 12:14:00
საქველმოქმედო მატჩის „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ ბილეთების ფასი 5-დან 25 ლარამდე იქნება. მატჩი 29 სექტემბერს, დინამო არენაზე გაიმართება.საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, 29 სექტემბერს თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი.29 სექტემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე, „მსოფლიოს XI” მატჩის მასპინძელ „GFF –XI“-ს დაუპირისპირდება. საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა, მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე www.tkt.ge - ზე დღეს, 19 სექტემბერს 15:00-ზე დაიწყება და მისი ძირითადი ნაწილის ფასი 5 ლარი იქნება, ასევე გაყიდვაშია 10,15 და 25 ლარიანი ბილეთები.
წაკითხვა