A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

1TV.GE » პირველი არხი - test
საზოგადოებრივი
104.5 FM

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

რამდენი საწარმოა საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში და რა გამოცდილებაა ამ მხრივ ევროპულ ქვეყნებში - საია-ს ანგარიში
გამოქვეყნებულია: 2016-07-20 16:46:00
ადგილობრივი თვითმართველობის მიერ დაფუძნებული საწარმოები- ეს არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციციის კვლევის თემა. არასამთავრობო ორგანიზაციამ შეისწავლა, თუ რამდენი საწარმოა საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში და რა გამოცდილებაა ამ მხრივ ევროპულ ქვეყნებში. კვლევის მიხედვით 12 თვითმმართველ ქალაქში 94 სახელმწიფო საწარმო არსებობს. ყველაზე მეტი 45 თბილისში ყველაზე ნაკლები თითო საწარმო კი მცხეთასა და ზუგდიდში. სწორედ საია-ს ზუგდიდის ოფისში გაიმართა კვლევის პრეზენტაციაც. საია-ს ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბი “ზუგდიდი” სახელმწიფო საწარმოდ არის გაფორმებული და ბიუჯეტიდან ფინანსდება. ზუგდიდის საკრებულოში აცხადებენ, რომ კლუბის დაფინანსება საზოგადოების მოთხოვნა იყო
წაკითხვა
ბათუმში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი სამი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა
განახლებულია: 2016-07-20 16:43:00
ბათუმში გვიან ღამით მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი სამი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან . შემთხვევა დილის 4 საათზე ბათუმის "ანბანის კოშკის" მიმდებარედ ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. დაშავებულებს მრავლობითი ჭრილობები და დაზიანებები ბლაგვი საგნებით, სავარაუდოდ, მინის ნამსხვრევებითა და ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოძიება თუმცა დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 
წაკითხვა
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იმერეთში შეხვედრებს მართავს
გამოქვეყნებულია: 2016-07-20 17:10:00
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იმერეთში შეხვედრებს მართავს. გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის სამომავლო გეგმებსა და გასულ 4 წელზე ხარაგაულში მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. დღესვე მთავრობის მეთაური მხარდამჭერებთან შეხვედრას ზესტაფონში, ჭიათურასა და საჩხერეში გეგმავს.
წაკითხვა
"პატრიოტთა ალიანსის" აჭარის ორგანიზაცია 15-მდე წევრმა დატოვა
განახლებულია: 2016-07-20 16:37:00
ცვლილებებია "პატრიოტთა ალიანსის" აჭარის ორგანიზაციაში. მოძრაობა 15-მდე წევრმა დატოვა, მათ შორის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც არიან. საგანგებო ბრიფინგზე პარტიის უკვე ყოფილმა წევრმა მანუჩარ აბაშიძემ აღნიშნა,  რომ გადაწყვეტილების მიზეზი "პატრიოტთა ალიანსის" ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობა გახდა, რაც წინასაარჩევნოდ პარტიის რიგებში მათთვის მიუღებელი ოდიოზური ფიგურების გაერთიანებასა და წინა პლანზე წამოწევას უკავშირდება . უკვე ყოფილ წევრებს "პატრიოტთა ალიანში" უპასუხეს. 
წაკითხვა
ენმ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს
განახლებულია: 2016-07-20 16:29:00
“ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი 2016 წლის იანვარიდან ივნისის ჩათვლით არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გასულ წლებთან შედარებით, ექსპორტი და იმპორტი მცირდება. მონაცემების კლებას მაჭავარიანი ხელისუფლების არასათანადო მუშაობას უკავშირებს და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზებს "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო პროგრამაში ხედავს.
წაკითხვა
ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავდებულთა შეწყალების მოთხოვნას "თავისუფალი დემოკრატები" უახლოეს მომავალში პრეზიდენტს გაუგზავნიან
განახლებულია: 2016-07-20 16:26:00
ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავდებულთა შეწყალების მოთხოვნას "თავისუფალი დემოკრატები" უახლოეს მომავალში პრეზიდენტს გაუგზავნიან. პარტიის წევრები პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობენ. პარალელურად, მსჯავრდებულების ადვოკატები ზემდგომ ინსტანციაში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ. მსჯავრდებულთა მიმართ გამოყენებული სამართლებრივი ნორმის საკითხზე კი საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა 22 ივლისს დაიწყება. 
წაკითხვა
თურქი პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით, მარმარისში 5 ქართველი დააკავეს
განახლებულია: 2016-07-20 16:06:00
თურქი პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის ქალაქ მარმარისში 5 ქართველი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,  ისინი ავტომობილს ძარცვავდნენ , რა დროსაც ადგილზე პოლიციელი მივიდა. 45 წლის სამართალდამცავმა ბრალდებულებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც მას ცივი იარაღით ყელის და მუცლის არეში ჭრილოებები მიაყენეს, შემდეგ კი ავტომობილით გადაუარეს. სამართალდამცველი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. 
წაკითხვა
"თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კოკა ფრუიძემ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა
გამოქვეყნებულია: 2016-07-20 12:29:00
"თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კოკა ფრუიძემ წინასაარჩევნო ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ფრუიძის განცხადებით, ჯანდაცვის არსებული სისტემის მიუხედავად, ქვეყანაში კვლავ რჩება პრობლემები, მათ შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც არ შემცირებულა. საავადმყოფოებში მიმართვიანობა კი შემცირებულია. "თავისუფალი დემოკრატები", ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებას გეგმავენ. 
წაკითხვა
სვანეთში გერმანელ ინჟინერს ეძებენ
განახლებულია: 2016-07-20 12:25:00
სვანეთში გერმანელ ინჟინერს ეძებენ. სამართალდამცველებმა უკვე დაათვალიერეს ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე არსებული ყველა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. არსებული ინფორმაციით, გერმანელი ინჟინერი სერგეი სმისლოვი კამერებმა ჯვარშიც დააფიქსირეს. ხაიშის მონაკვეთზე კი ერთ-ერთ გვირაბთან მანქანის მუხრუჭების  და საგზაო ნიშანთან შეჯახების კვალიც აღმოაჩინეს, თუმცა, იქ კრიმინალისტებმა მანქანის გადავარდნის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ვერ იპოვეს. ხაიშში, ერთ-ერთ რესტორანში სერგეი სმისლოვი გაიხსენეს, თუმცა დანამდვილებით ვერ ამბობენ, მესტიისკენ მიდიოდა თუ ზუგდიდისკენ. ჯერჯერობით სხვა დეტალები  უცნობია. გერმანიის მოქალაქე სერგეი სმისლოვი 12 ივლისს, საღამოს გაუჩინარდა. ის მესტიაში კომპანია "ეპტისას" წარმომადგენელი იყო და სამი წლის განმავლობაში მუშაობდა წყალკანალის მშენებლობის ზედამხედველად. მას კონტრაქტი დაუმთავრდა და 15 ივლისს ტოვებდა საქართველოს.
წაკითხვა
ცვლილებები საარჩევნო კოდექსში - ინტერპარტიული ჯგუფი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს
განახლებულია: 2016-07-20 12:22:00
ინტერპარტიული ჯგუფი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს. არასაპარლამენტო პარტიები იმ საკანონმდებლო ცვლილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, უფასო სარეკლამო დრო,   5 კვალიფიციური სუბიექტის ნაცვლად, 11 პარტიაზე უნდა გადანაწილდეს. ინტერპარტიული ჯგუფის წევრები იმედოვნებენ, რომ სასამართლო სარჩელს წარმოებაში მიიღებს.
წაკითხვა
ლეღვთახევში ვიდეოპროექციით კლდეზე თბილისის ისტორია გაცოცხლდება
გამოქვეყნებულია: 2016-07-20 10:56:00
25 ივლისამდე, ყოველ საღამოს 9 საათიდან ლეღვთახევში ვიდეოპროექციით კლდეზე თბილისის ისტორია გაცოცხლდება. მოქალაქეებს ძველი თბილისის ფოტომატიანეს, საქართველოს შესახებ ვიდეოკლიპების, დრონით გადაღებული თბილისის ხედებისა და გასართობი ვიდეოანიმაციიის ნახვის საშულაება ექნებათ. პროექტის მიზანია ტურისტებისთვის ძველი თბილისის ისტორიული იერსახის,, დაცული ტერიტორიების, ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და საქართველოში არსებული  ადგილების გაცნობა. 
წაკითხვა
საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის პროექტს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი გაეცნო
გამოქვეყნებულია: 2016-07-20 10:53:00
საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის პროექტს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი გაეცნო. პროექტი  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციითა და სხვადასხვა უწყების ჩართულობით შემუშავდა.  როგორც ტორსტენ დერიკმა საბჭოს აპარატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სტრატეგია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვარშავის სამიტზე მიღებულ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტრატეგიულ დოკუმენტებს შეესაბამება, ეს კი ნატო-სა და საქართველოს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ხელს შეუწყობს.   
წაკითხვა
"ჩვენი არქივი - ჩვენი საუნჯე“ - ამ სახელწოდების ექსპოზიციით გაიხსნა ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეა
გამოქვეყნებულია: 2016-07-20 10:43:00
"ჩვენი არქივი - ჩვენი საუნჯე“ - ამ სახელწოდების ექსპოზიციით  გაიხსნა ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეა. გამოფენაზე წარმოდგენილი  იყო  ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული და კულტურული ღირებულებების  მქონე  მრავალფეროვანი ექსპონატები. ახალი შენობის  საგამოფენო დარბაზში, გამოფენების  გარდა, საჯარო ლექციები, საგანმანათლებლო პროექტები და პრეზენტაციებიც გაიმართება.  საგამოფენო გალერეა იუსტიციის სამინისტრომ  გახსნა.
წაკითხვა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2016-07-20 10:18:00
თურქეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს  ეკონომიკის მინისტრი თურქ  კოლეგას შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში  დიმიტრი ქუმსიშვილმა ღრმა მწუხარება გამოხატა თურქეთში განვითარებული   მოვლენების გამო. მისი განცხადებით, რეგიონში განვითარებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ძლიერ და დემოკრატიულ  თურქეთს.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო  ქვეყნებს შორის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.  ასევე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების ამოქმედება  საქართველოს კიდევ უფრო   მიმზიდველს გახდის თურქული ბიზნესისთვის.
წაკითხვა
საქართველოს დელეგაციის თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, მხარეებს შორის 6 დოკუმენტი გაფორმდა
განახლებულია: 2016-07-20 10:15:00
საქართველოს დელეგაციის თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, მხარეებს შორის 6 დოკუმენტი გაფორმდა. საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული საბჭოს ჩამოყალიბებაზე შეთანხმებას ხელი  2 ქვეყნის პრემიერმინისტრებმა მოაწერეს.  საქართველოსა და თურქეთის მთავრობები თანამშრომლობას აღმავებენ ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის მიმართულებით. ახალი შეთანხმება, რომელსაც  ხელი მოაწერა   დიმიტრი ქუმსიშვილმა, ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ინვესტორებს ინვესტიციების განხორციელებაში, ასევე სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას.  გარდა ამისა, ხელი მოეწერა „თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სარკინიგზო გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის შესახებ "ჩარჩო შეთანხმების“ პროექტს
წაკითხვა
თურქეთის პრემიერი: მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას თურქეთის სახელმწიფოსა და თურქი ხალხის მხარდაჭერისთვის
გამოქვეყნებულია: 2016-07-20 10:14:00
პრემიერმინისტრის სახით, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას თურქეთის სახელმწიფოსა და თურქი ხალხის მხარდაჭერისთვის,- ამის შესახებ თურქეთის პრემიერმინისტრმა ქართველ კოლეგასთან  ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  თურქეთის პრემიერმინისტრის განმარტებით, თურქეთი  მზად არის გააღრმავოს ურთიერთობები საქართველოსთან და ხელი შეუწყოს სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებას. მისივე თქმით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საინსვეტიციო პოტენციალის განვითარების პერსპექტივებს, დაგეგმილ და სამომავლო პროექტებს, "აბრეშუმის გზის" ისტორიულ პროექტს. პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერმინისტრი. კვირიკაშვლმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის თურქეთის სტაბილურობა და მისი დემოკრატიული განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
წაკითხვა
ეროვნულ არქივში საგამოფენო გალერეა გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 20:59:00
ეროვნულ არქივში საგამოფენო გალერეა გაიხსნა. 1920 წელს შექმნილ არქივს  საექსპოზიციო სივრცე აქამდე არ ჰქონია.  მრავალფეროვანი მასალის საზოგადოებისთვის წარსადგენად, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საგამოფენო გალერეა პირველად აშენდა. ახალი შენობის საგამოფენო დარბაზში, გამოფენების გარდა  გაიმართება   საგანმანათლებლო პროექტები, გამოცემათა პრეზენტაციები. შენობის ანტრესოლზე განთავსდა მედიათეკა და წიგნების მაღაზია.  გალერეის  გახსნასთან დაკავშირებით მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილია  ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე მრავალფეროვანი ექსპონატები: უძველესი ხელნაწერები და ისტორიული საბუთები,  ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ამსახველი მასალა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დოკუმენტები, საბჭოთა პერიოდის ფოტო თუ წერილობითი საბუთები, XX საუკუნის 90-იანი წლების დოკუმენტური ქრონიკა. 
წაკითხვა
მყინვარწვერზე ერთ მთამსვლელს ეძებენ
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 20:41:00
მყინვარწვერზე ერთ მთამსვლელს ეძებენ. რუსი მთამსვლელების ჯგუფი ელვის დაცემის არეალში მოხვდა. უბედური შემთხვევის შედეგად ჯგუფის ერთი წევრი დაიკარგა, მეორე კი მეტეოსადგურში გადაიყვანეს. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარებული კონკურსის შედეგები მესამე სექტორის მწვავე კრიტიკის მიზეზი ხდება
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 20:30:00
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარებული კონკურსის შედეგები მესამე სექტორის მწვავე კრიტიკის მიზეზი ხდება. სასამართლო სისტემაში არსებული 65 ვაკანტური ადგილიდან 44 უკვე შევსებულია. მათ შორის 21 მოქმედი მოსამართლეა, რომლებსაც სამოსამართლეო ვადა გაუხანგრძლივდათ. დარღვევები გასაუბრების დროს, შერჩეულ მოსამართლეთა წარსული და ახალი სახეების ნაკლებობა - ის მთავარი არგუმენტებია, რის გამოც უფლებადამცველები მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესის გადახედვას კიდევ ერთხელ ითხოვენ. თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია, მოესწრება თუ არა არჩევნებამდე პარლამენტში იმ კანონპროექტის მიღება, რომელიც სწორედ მოსამართლეების არჩევის ახალ წესებს ადგენს. რა პრეტენზიები აქვთ მესამე სექტორის წარმომადგენლებს მოსამართლეთა კონკურსის შემდეგ - ლევან კვატაშიძე დეტალებით.
წაკითხვა
საია იმერეთის გუბერნატორის მოადგილეს სამუშაო საათებში აგიტაციის შემცველი ინფორმაციის განთავსებას ედავება
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 20:26:00
არასამთავრობო ორგანიზაციას იმერეთის გუბერნატორის მოადგილის მიმართ პრეტენზია აქვს. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" გიორგი ჭიღვარიას სამუშაო საათებში აგიტაციის შემცველი ინფორმაციის განთავსებას ედავება. ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულია უწყებათშორისი და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიები. სწორედ საოლქო კომისიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, განიხილავს თუ არა საქმეს სასამართლო და მოუწევს თუ არა საჯარო მოხელეს ჯარიმის გადახდა. 
წაკითხვა