A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

1TV.GE » პირველი არხი - test
საზოგადოებრივი
104.5 FM

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

გამოხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშზე - ლევან ვარშალომიძე აუდიტის სამსახურშია დაბარებული
განახლებულია: 2016-07-19 20:17:00
გამოხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშზე - ლევან ვარშალომიძე აუდიტის სამსახურშია დაბარებული. ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრს განმარტებების გაკეთება ე.წ. სოციალური სახლების პროექტზე მოუწევს. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობაში” ფიქრობენ, რომ ერთ-ერთ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ბინების აშენების დაპირება და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება ამორჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. არსებობს შეთავაზების და კონტრაქტების ხელმოწერის კადრებიც. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ. 
წაკითხვა
მასობრივი საკადრო წმენდა თურქეთის სახელმწიფო უწყებებიდან - ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში დაკავებულთა სიკვდილით დასჯას არ გამორიცხავს
განახლებულია: 2016-07-19 20:09:00
მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რჩება თურქეთი. სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან ოთხი დღის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ერდოღანი უშვებს ალბათობას, რომ ამბოხის მცდელობისთვის დაკავებულები სიკვდილით დასაჯოს. თუმცა სასჯელის უმაღლესი ზომის აღსადგენად დეპუტატთა შესაბამისი ინიციატივის დამტკიცებაა საჭირო. სწორედ სიკვდილით დასჯის საკითხის და ეჭვმიტანილთა მასობრივი დაკავებებების გამო ოფიციალური ანკარა ბრიუსელიდან მორიგ მწვავე გზავნილს იღებს. ქვეყანა ევროპასთან უვიზო რეჟიმს, წელს, სავარაუდოდ,, ვეღარ მიიღებს. სიტყვიერი მიმართვის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებისგან წერილობით განცხადებას იღებს ვაშინგტონი, რომელსაც ანკარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში დადანაშაულებული გიულენის ექსტრადირებას სთხოვს. 
წაკითხვა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო კამპანიაში ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს ხედავს
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 19:28:00
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო კამპანიაში ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს ხედავს. საუბარია სოციალურად დაუცველ და უსახლკარო მოქალაქეებთან ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მათი ბინით დაკმაყოფილების პირობას დებს. ოპოზიცია კანონის ნორმებს განმარტავს და ირწმუნება, რომ კანონი არ დარღვეულა. 
წაკითხვა
რატომ ისმის ხშირად პრეტენზიები მერიის მისამართით ტენდერებთან დაკავშირებით - "მოამბის" კითხვებს ირაკლი ლექვინაძემ უპასუხა
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 18:39:00
"მოამბის" კითხვებს ვიცემერმა ირაკლი ლექვინაძემ უპასუხა.
წაკითხვა
ხეების ნაწილი, რომლის დარგვაშიც მერიამ 630 ათასი გადაიხადა, ეკოლოგიის სამსახურმა მიწიდან ამოთხარა
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 19:23:00
ხეების ნაწილი, რომელის დარგვაშიც მერიამ ერთი წლის წინ, ბიუჯეტიდან 630 ათასი გადაიხადა, ეკოლოგიის სამსახურმა მიწიდან ამოთხარა. ნერგები გახმა, გარემოს დამცველები არასწორ განაშენიანებაზე, დაუდევრობასა და სუბიექტურად ჩატარებულ ტენდერზე საუბრობენ. მერია კი პასუხისმგებლობას იმ კომპანიას აკისრებს, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა და ხეების დარგვა ევალებოდა. 
წაკითხვა
აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ მიხეილ ვანიშვილი დააკავა
განახლებულია: 2016-07-19 18:20:00
აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ კრიმინალური პოლიციის პირველი სამმართველოს ყოფილი უფროსი  მიხეილ ვანიშვილი დააკავა. ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობაა. წინასწარი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ავთანდილ ანთიძემ შურისძიების ნიადაგზე ესროლა ნაცნობს, ასევე ყოფილ სამართალდამცველს, არჩილ მამაგეიშვილს, რომელიც მოგვიანებით კლინიკაში დაიღუპა. მამაგეიშვილი ადგილზე ვანიშვილთან ერთად იმყოფებოდა, რომელმაც ანთიძეს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა და თავდამსხმელი თავადაც დაჭრა. ავთანდილ ანთიძე საავადმყოფოში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. მისი მდგომარეობაა სტაბილურად მძიმეა. ის რეანიმაციაშია. 
წაკითხვა
ერგნეთში მოლაპარაკებები დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 18:17:00
ერგნეთში მოლაპარაკებები დასრულდა. მხარეები ხუთი საათის განმავლობაში იყვნენ შეკრებილი. რა პასუხები მიიღო ქართულმა მხარემ დასმულ საკითხებზე -მარიამ ცარელაშვილი დეტალებით.
წაკითხვა
სამეგრელოს რაიონებში ქუჩის სავარჯიშო მოედნები მოეწყო
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 17:09:00
მასობრივი სპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს რაიონებში ქუჩის სავარჯიშო მოედნები მოეწყო.  სამუშაოების დასრულების შემდეგ მოედნები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  დაათვალიერა. დღესვე მინისტრმა სენაკის ფუტსალის გუნდს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.
წაკითხვა
გერმანიაში, მატარებელში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 17:11:00
გერმანიაში, მატარებელში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა  „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებული სააგენტო “ამაქ ნიუსი” ავრცელებს.გერმანიაში სამგზავრო მატარებელზე თავდამსხმელის ავღანელი ლტოლვილის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დროშა აღმოაჩინა. გერმანელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ჯიჰადისტების დროშა ხელნაკეთია. ავღანელი მიგრანტი ბავარიაში, ერთ-ერთ მატარებელში მგზავრებს ნაჯახით და დანით დაესხა თავს. შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა 4 ადამიანი. 14 კი შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. 17 წლის თავდამსხმელი მატარებლის დატოვებას გაჩერების დროს აპირებდა, თუმცა მას სადგურზე პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა. 
წაკითხვა
აღსრულების ბიუროსთან სროლის შედეგად დაჭრილი ანთიძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
განახლებულია: 2016-07-19 16:22:00
აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან სროლის შედეგად დაჭრილი ავთანდილ ანთიძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პაციენტს გვიან ღამით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ოპერაციები ჩაუტარდა. ექიმის განცხადებით, ქირურგიული მანიპულაცია წარმატებით დასრულდა. ავთანდილ ანთიძე რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. შეგახსენებთ გუშინ  აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან  ორმა მამაკაცმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნა, შედეგად ერთი გარდაიცვალა. ავთანდილ ანთიძე პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. გამოძიების ინფორმაციით ავთანდილ ანთიძემ შურისძიების ნიადაგზე გუშინ აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში 1972 წელს დაბადებული მამაკაცი დაჭრა, დაჭრილის თანხლებმა პირმა კი ცეცხლი გაუხსნა თავად ანთიძეს და შემთხვევის ადგილი დატოვა. პოლიციამ ის მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა და იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. 
წაკითხვა
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ფოთში
განახლებულია: 2016-07-19 13:18:00
ვალერიან გუნიას სახელობის  ფოთის სახელმწიფო თეატრში რეგიონული ფესტივალი გრძელდება. მაყურებლის წინაშე ხულოს თეატრი სპექტაკლით ,,ჩემო მეჟოლია", ასევე ცხინვალის თეატრი დავით ტურაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით ,,მატარებელი" წარდგნენ. დღეს, კი ზესტაფონისა და ზუგდიდის რეგიონული  თეატრები გამოვლენ სცენაზე. რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი შარშან დაარსდა და უკვე მეორედ იმართება.  ფესტივალი 27 ივლისს საზეიმოდ დაიხურება.
წაკითხვა
რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებს შესაძლოა რიო-დე-ჟანეიროში დაგეგმილ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აუკრძალონ
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 13:16:00
რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებს შესაძლოა რიო-დე-ჟანეიროში დაგეგმილ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აუკრძალონ. მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს ინფორმაციით, რუსი სპორტსმენები სოჭის ოლიმპიადაზე დოპინგს მოიხმარდნენ, პროგრამას კი სახელმწიფო აფინანსებდა. გავრცელებული ცნობით, სოჭის ლაბორატორია დოპინგ-სინჯების გაყალბებას ახდენდა, რაც რუს სპორტსმენებს პასუხისმგებლობისგან თავის არიდების საშუალებას აძლევდა. პროცესის კურირებას რუსეთის სპორტის სამინისტრო და უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ახდენდნენ. ეს სისტემა 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების შემდეგ შეიქმნა და 2014 წლამდე მოქმედებდა. თავის მხრივ, რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და მიმდინარე პროცესებს დასავლეთის მხრიდან რუსეთის რეპუტაციის შელახვის მცდელობას უწოდებს.
წაკითხვა
"ქართული ხელნაწერი" - ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ქართველოლოგიის საერთაშორისო სკოლა გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 13:16:00
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ქართველოლოგიის საერთაშორისო სკოლა  "ქართული ხელნაწერი ‘’ გაიხსნა. საზაფხულო სკოლა გათვალისწინებულია საქართველოს ისტორიითა და კულტურით დაინტერებული უცხოელი მკვლევარებისა და საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლებისათვის. სკოლის მიზანია სამეცნიერო სფეროს განვითარების ხელშეწყობა და უცხოელი მეცნიერების დაინტერესება ქართული კულტურით. 
წაკითხვა
გუდაურში ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა
განახლებულია: 2016-07-19 13:01:00
გუდაურში ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. სპეციალურად გახნის ცერემონიისთვის ექსტრემალური ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსტრემალები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა ექსტრემალური სანახაობა და სპორტული შეჯიბრება, მოტოკროსი მოზარდებსა და ბავშვებს შორის, კვადროციკლების და ველოსიპედების შეჯიბრი, ასევე სხვადასხვა სანახაობრივი შოუ. შეჯიბრის გამარჯვებულთათვის გათვალისწინებული იყო პრიზები.
წაკითხვა
საქართველო მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადის ჩემპიონია
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 12:57:00
საქართველო მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადის ჩემპიონია. "გიმნაზიადა 2016-ში" ქართველმა მოსწავლეებმა 11 მედალი მოიპოვეს. მსოფლიო სასკოლო გიმნაზიადა 1972 წლიდან ტარდება.ქართველი მოსწავლეები მასში პირველად მონაწილეობდნე და წარმატებული შედეგი აჩვენეს. 
წაკითხვა
განათლების მინისტრის შეხვედრა საჩხერეში პედაგოგებთან
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 12:54:00
სისტემის განვითარების მიმართულებებსა და მოსალოდნელ სიახლეებზე ისაუბრა განათლების მინისტრმა საჩხერეში პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე. დასავლეთ საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეს ალექსანდრე ჯეჯელავას ბოლო შეხვედრა იყო. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის მოსწავლეები და მათი პედაგოგები პრიორიტეტული მიმართულებაა. 
წაკითხვა
"აბრეშუმი ხარაგაულიდან" - საპილოტე პროექტი იმერეთის რეგიონში
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 12:51:00
იმერეთის რეგიონში საპილოტე პროექტის – "აბრეშუმი ხარაგაულიდან" განხორციელება იწყება. აბრეშუმის პარკის ძაფსახვევი დანადგარის ამოქმედებას ხარაგაულში იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
წაკითხვა
გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 12:49:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის. პროექტის ღირებულება 2 600 000 ლარია.
წაკითხვა
"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია ქუთაისიდან დაიწყო
განახლებულია: 2016-07-19 12:39:00
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანია ქუთაისიდან დაიწყო. კამპანია პრემიერმინისტრმა და პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.მან ბალახვანში შეკრებილ პარტიის მხარდამჭერებს ქუთაისისა და  იმერეთის მხარის თერთმეტივე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. კანდიდტების თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროპლემების მოგვარება იქნება.
წაკითხვა
მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ედუარდ პაპანიანი სასამართლომ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 12:25:00
მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ედუარდ პაპანიანი სასამართლომ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. მიმდინარე წლის 3 აპრილს ჩადენილი დანაშაულისთვის მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 3 აპრილს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს დანით, გულმკერდისა და ზურგის არეში ორი შემავალი  და 18 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილი დატოვა. 
წაკითხვა