სოფელ ჟონეთში ადიდებულმა რიონმა სახლები და ეზოები დატბორა
გამოქვეყნებულია: 2017-07-08 11:20:00
წყალტუბოს მუნიცუპალიტეტის სოფელ ჟონეთში, რამდენიმე დღიანი უხვი ნალექის შედეგად, მდინარე რიონი ადიდდა დაკალაპოტიდან გადმოვიდა. მოვარდნილმა წყალმა ეზოები და სახლები დატბორა. ადგილობრივების თქმით, გვიან ღამით მოვარდნილი წყალი სკოლის შენობაში შევიდა და სოფელ ჟონეთიდან სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. ,,მთელი ღამე გარეთ გავათენეთ, შიშით ვერ დავიძინეთ. ყოველი გაწვიმების დროს ასეთ მდგომარეობაში ვართ", - განაცხადა საზოგადოებრივთან საუბრისას სოფელ ჟონეთის მკვიდრმა, ია ბობოხიძემ.შსს-ის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთისა (ხობი) და რაჭა-ლეჩხუმის (ონი) რეგიონებში, ადიდებული მდინარეების, ღელეებისა და ძლიერი წვიმის გამო, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები.უამინდობამ პრობლემები შექმნა ხობში, ზუგდიდსა და ფოთში. ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა სოფელ ცაცხვში, ხეთასა და ჭალადიდში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და სავარგულები დატბორა, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა.
წაკითხვა