| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/147372.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ვიკიპედია 16 წლისაამიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-15 14:00:00
მსოფლიოში უდიდესი თავისუფალი ონლაინ-ენციკლოპედია „ვიკიპედია“ დღეს 16 წლის გახდა. ვიკიპედია 2001 წლის 15 იანვარს, ამერიკელმა ჯიმი უელსმა და ლარი სენგერმა დააარსეს, ინგლისურ ენაზე. სულ მალე, გაიხსნა განყოფილებები სხვადასხვა ენებზეც. ამჟამად, ვიკიპედიას და მის დობილ პროექტებს ფლობს ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია „ფონდი ვიკიმედია“ (Wikimedia Foundation). პროექტის მიზანია შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს ყველა ენაზე, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. დღეისათვის, ვიკიპედია 284 სხვადასხვა ენაზე არსებობს და მოიცავს 40 მილიონზე მეტ სტატიას. უდიდესი განყოფილებაა ინგლისურენოვანი ვიკიპედია, რომელიც 5 330 000 სტატიას შეიცავს. „ფონდ ვიკიმედიის“ ცნობით, 2014 წლის მონაცემებით, ვიკიპედიაში ყოველთვიურად ფიქსირსდებოდა 18 მილიარდი გვერდის ნახვა და 500 მილიონი უნიკალური ვიზიტორი. ამ დროისათვის, ვიკიპედია მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ვებსაიტთა ათეულში შედის. ამჟამინდელი სტატისტიკის მიხედვით, გასული ერთი წლის განმავლობაში, ინგლისურ ვიკიპედიაში, წელიწადში 93 მილიარდზე მეტი გვერდის ნახვა ფიქსირდება. 2005 წელს, ჟურნალმა Nature-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ერთმანეთს ადარებდა ენციკლოპედია ბრიტანიკისა და ვიკიპედიის 42 სამეცნიერო სტატიას. აღმოჩნდა, რომ ვიკიპედიის სიზუსტე ბრიტანიკისას უახლოვდებოდა. ვიკიპედიის განყოფილებებს შორის, სტატიათა რაოდენობით ინგლისურს მოჰყვებიან ნიდერლანდური, გერმანული, შვედური, ფრანგული, იტალიური, რუსული, ესპანური, პოლონური, იაპონური და ვიეტნამური ვიკიპედიები მილიონზე მეტი სტატიით, პორტუგალიური, ჩინური და უკრაინული ვიკიპედიები ნახევარ მილიონზე მეტი სტატიით. 2003 წლის ნოემბერში ვიკიპედიის განყოფილება ქართულ ენაზეც შეიქმნა. 2015 წლის 13 ოქტომბერს, ქართულენოვანი ვიკიპედიის სტატიების რაოდენობამ 100 000-ს მიაღწია. სტატიების ამჟამინდელი რაოდენობა 112 049-ია და 284 ვიკიპედიას შორის ქართული ვიკიპედია 57-ე ადგილს იკავებს. შედარებისათვის, პირველი ქართული უნივერსალური სამეცნიერო ცნობარი — ქართული საბჭოთა ენციკლოპედია 70 ათასამდე ტერმინ-სტატიას მოიცავს. სტატისტიკის მიხედვით, გასული ერთი წლის განმავლობაში, ქართულ ვიკიპედიაში 55 500 000-ზე მეტი გვერდის ნახვა დაფიქსირდა. ამჟამად, ქართულენოვან ვიკიპედიას 3 ადმინისტრატორი, 2 ბიუროკრატი და 26 შემმოწმებელი ჰყავს. სულ დარეგისტრირებულია 85 000 მომხმარებელზე მეტი. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
Russian ინგლისურ ვიკიპედიაში საქართველოს შესახებ ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვაა
ინგლისურენოვან ვიკიპედიაში საქართველოს შე
წაკითხვა
Reuters - მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, თურქეთში „ვიკიპედია“ დაიბლოკა
თურქეთში ონლაინ-ენციკლოპედია „ვიკიპედია“
წაკითხვა
ვიკიპედიაში რობოტებს შორის დაუსრულებელი ომები მიმდინარეობს
ვიკიპედია, მეხუთე ყველაზე პოპულარული საიტ
წაკითხვა
როგორც მეცნიერულად მტკიცდება, ვიკიპედია ინტერნეტის საუკეთესო ნაწილია
სამხიარულოა იმის წარმოდგენა თუ როგორ შედი
წაკითხვა
გინესის რეკორდი „ვიკიპედიაში“ – 72 სთ შეუჩერებელი რედაქტირება მექსიკაში
მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, სუმაიას მუზე
წაკითხვა
ვიკიპედია 15 წლისაა
ვიკიპედია 15 წლისაა. მსოფლიოში უდიდესი ონლაინ-ენციკლოპედიის პირველი სტატია 2001 წლის 15 იანვარს მისმა დამფუძნებელმა, ამერიკელმა ჯიმი უელსმა
წაკითხვა
ვიკიპედიის ყველაზე მონახულებადი სტატიები 2015 წელს
ამერიკული „ფონდი ვიკიმედია“, რომელიც უმსხვილეს ონლაინ-ენციკლოპედია ვიკიპედიას და მის დობილ პროექტებს (ვიკიციტატა, ვიქსიკონი, ვიკიწყარო, ვიკ
წაკითხვა
|