| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/151908.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ვიკიპედიაში რობოტებს შორის დაუსრულებელი ომები მიმდინარეობსმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-02-27 19:19:00
ვიკიპედია, მეხუთე ყველაზე პოპულარული საიტი მსოფლიოში, უკვე 40 მილიონ სტატიას შეიცავს. შესაძლოა არ იცოდეთ, რომ ვიკიპედიის მთელი უფასო ინფორმაციის მიღმა, ცივი კიბერ-ომი მიმდინარეობს. როგორც ვიკიპედიის ისტორიის პირველი 10 წლის ანალიზები აჩვენებს, ვიკიპედიას არედაქტირებს ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სპეციალური ალგორითმის ავტომატიზებული პროგრამული უზრუნვეყლოფის „ბოტების“ დიდი ოდენობა. სტატიების რედაქტირებისას ისინი ჩართულნი არიან ერთმანეთთან დაუსრულებელ პაექრობაში, მუდმივად აუქმებენ ერთმანეთის რედაქტირებებს. „ბოტებს შორის მიმდინარე ომი შესაძლოა ადამიანებს შორის მიმდინარე ომზე ბევრად შეუპოვარი იყოს. ადამიანები, როგორც წესი, რამდენიმე დღის შემდეგ წყნარდებიან, მაგრამ ბოტებს შორის შესაძლოა ეს წლობით არ მოხდეს“, — უთხრა The Guardian-ს ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარმა ტაჰა იასერიმ. იასერიმ და მისმა კოლეგებმა 2001-2010 წლებში, ვიკიპედიაში განხორციელებული რედაქტირებები შეისწავლეს. მიუხედავად იმისა, რომ ვებსაიტის ადრეულ წლებში ბოტების აქტივობათა მოცულობა დაბალი იყო, რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა პლატფორმისა და ბოტების ტექნოლოგიების მომწიფებასთან ერთად. 2014 წლის მონაცემებით, ვიკიპედიის ყველა ენის განყოფილებათა რედაქტირებების 15% ბოტებზე მოდის, მიუხედავად იმისა, რომ თავად ეს ალგორითმი ვიკიპედიის რედაქტორთა მხოლოდ 0,1%-ს შეადგენს. ვიკიპედიაში ბოტები ძირითადად რუტინულ სამუშაოს ასრულებენ. მათ შორის, აუქმებენ ჩადენილ ვანდალიზმს, ასწორებენ მართლწერას, აკეთებენ ბმულებს და ავტომატურად ახდენენ ახალი კონტენტის იმპორტს. ბოტების კეთილი მიზნებისთვის იქმნება. მხარს უჭერენ და თანამშრომლობენ ადამიან ვიკიპედიელებთან, მაგრამ კეთილმოსურნეობა საკუთარ თავს ყოველთვის არ ესადაგება. ვიკიპედიაში განსაკუთრებით აქტიურია ორი ბოტი — Xqbot და Darknessbot, რომლებიც ერთმანეთს 3600-ზე მეტ სტატიაში შეეჯახნენ. 2009-2010 წლებში, Xqbot-მა გააუქმა Darknessbot-ის 2000-ზე მეტი ცვლილება. თუმცა, Darknessbot-მა 1700 მათგანი კვლავ უკან დააბრუნა. კიდევ ერთი ეპიკური შეჯახების დროს, ერთმანეთის 1000-ზე მეტი ცვლილება გააუქმეს Tachikoma-მ და Russbot-მა. მსგავსი ქმედებები მკვლევართათვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, იქიდან გამომდინარე, რომ ბოტები ერთმანეთთან კონფლიქტისთვის არ არიან შექმნილნი, თუმცა შემთხვევით მოხდა ისე, რომ რედაქტირების ბრძოლები გარდაუვალი გახდა. „ფაქტია, რომ ვიხილეთ ბოტებს შორის მიმდინარე ძალიან ბევრი კონფლიქტი, რაც ჩვენთვის ნამდვილი მოულოდნელობა აღმოჩნდა. ისინი კარგი ბოტები არიან, ეფუძნებიან კეთილ განზრახვებს და იგივე ღია კოდის ტექნოლოგიებს“, — ამბობს The Guardian-თან საუბრისას იასერი. მკვლევართათვის კიდევ ერთი სიურპრიზი აღმოჩნდა ის ფაქტი, თუ როგორ განსხვავებულად მიმდინარეობდა ბოტების კონფლიქტი ვიკიპედიის სხვადასხვა განყოფილებებში. ბოტების ყველაზე ნაკლები კონფლიქტი გერმანულენოვან ვიკიპედიაშია — 10-წლიან პერიოდში დაფიქსირებულია ერთ ბოტზე საშუალოდ 24 რევერსია. ყველაზე მეტი შეხლა პორტუგალიურ ვიკიპედიაშია — ერთ ბოტზე საშუალოდ 185 რევერსია. რაც შეეხება ინგლისურ ვიკიპედიას, იგი აღნიშნული მონაცემების შუაშია, ერთ ბოტს გაუქმებული აქვს მეორე ბოტის მიერ განხორციელებული საშუალოდ 105 რედაქტირება. „აღმოვაჩინეთ, რომ განსხვავებულ კულტურულ გარემოში ბოტები განსხვავებულად იქცევიან. ძალიან განსხვავდება მათი კონფლიქტებიც ადამიან რედაქტორებს შორის მიმდინარე კონფლიქტებისაგან“, — აღნიშნავს პრეს-რელიზში მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მილენა ცვეტკოვა. „ეს აისახება არა მხოლოდ იმაზე თუ როგორ ვგეგმავთ ხელოვნურ აგენტებს, არამედ იმაზეც თუ როგორ ვსწავლობთ მათ. გვესაჭიროება ბოტების უფრო მეტი სოციოლოგიური კვლევა“. ბოტები აქტიურად მოქმედებენ ვიკიპედიის ქართულონოვან განყოფილებაშიც. მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
Russian ინგლისურ ვიკიპედიაში საქართველოს შესახებ ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვაა
ინგლისურენოვან ვიკიპედიაში საქართველოს შე
წაკითხვა
Reuters - მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, თურქეთში „ვიკიპედია“ დაიბლოკა
თურქეთში ონლაინ-ენციკლოპედია „ვიკიპედია“
წაკითხვა
ვიკიპედია 16 წლისაა
მსოფლიოში უდიდესი თავისუფალი ონლაინ-ენციკ
წაკითხვა
როგორც მეცნიერულად მტკიცდება, ვიკიპედია ინტერნეტის საუკეთესო ნაწილია
სამხიარულოა იმის წარმოდგენა თუ როგორ შედი
წაკითხვა
გინესის რეკორდი „ვიკიპედიაში“ – 72 სთ შეუჩერებელი რედაქტირება მექსიკაში
მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, სუმაიას მუზე
წაკითხვა
ვიკიპედია 15 წლისაა
ვიკიპედია 15 წლისაა. მსოფლიოში უდიდესი ონლაინ-ენციკლოპედიის პირველი სტატია 2001 წლის 15 იანვარს მისმა დამფუძნებელმა, ამერიკელმა ჯიმი უელსმა
წაკითხვა
ვიკიპედიის ყველაზე მონახულებადი სტატიები 2015 წელს
ამერიკული „ფონდი ვიკიმედია“, რომელიც უმსხვილეს ონლაინ-ენციკლოპედია ვიკიპედიას და მის დობილ პროექტებს (ვიკიციტატა, ვიქსიკონი, ვიკიწყარო, ვიკ
წაკითხვა
|