საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/151173.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

3297

პლუტონს შესაძლოა პლანეტის სტატუსი დაუბრუნდეს - პლანეტის განსაზღვრების ახალი ვარიანტი

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-02-20 21:46:00

NASA-ს მეცნიერებმა გამოაქვეყნეს მანიფესტი, რომელიც პლანეტის ახალ განსაზღვრებას გვთავაზობს. თუკი ეს დოკუმენტი დამტკიცდა, მზის სისტემას მყისიერად დაემატება 100-ზე მეტი ახალი პლანეტა, მათ შორის პლუტონი და ჩვენი მთვარეც.

მთავარი ცვლილება, რომლის დამტკიცებასაც ჯგუფი იმედოვნებს, არის ის, რომ აუცილებელი აღარაა მზის სისტემის სხეულები მზის გარშემო მოძრაობდნენ, რათა პლანეტებად ჩაითვალონ. მეცნიერთა თქმით, მხედველობაში უნდა მივიღოთ მათი შინაგანი ფიზიკური მახასიათებლები და არა მათი ურთიერთქმედება ვარსკვლავებთან.

„იმისათვის, რათა შევინარჩუნოთ როგორც მეცნიერული კლასიფიკაციის ხმა, ისე ხალხის ინტუიცია, ჩვენ წარმოვადგენთ პლანეტის განსაზღვრებას, რომელიც გეოფიზიკას ეფუძნება. იგი უფრო მეტად უსვამს ხაზს სხეულის შინაგან ფიზიკურ მახასიათებლებს, ვიდრე მის გარეგან, ორბიტულ მახასიათებლებს“, — განმარტავენ მკვლევრები.

ჯგუფის ხელმძღვანელია ალან სტერნი, NASA-ს პლუტონთან გაგზავნილი მისია New Horizons-ის ძირითადი მკვლევარი. 2015 წელს, პირველად ისტორიაში, ამ მისიამ კამათის საგნად ქცეულ ჯუჯა პლანეტას გადაუფრინა.

პლუტონი ჯუჯა პლანეტად 2006 წლის აგვისტოში „ჩამოქვეითდა“, მას შემდეგ, რაც კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომმა მაიკ ბრაუნმა პლანეტათა განსაზღვრების ახალი ვერსია წარმოადგინა.

პლანეტათა ეს განსაზღვრება დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა, რომელიც მსგავს საკითხებს აკონტროლებს. განსაზღვრებაში ვკითხულობთ:

„ციური სხეული, რომელიც მზის გარშემო მოძრაობს და აქვს საკმარისი მასა საკუთარი გრავიტაციისთვის, რათა დაძლიოს მტკიცე სხეულთა ძალები ისე, რომ მიაღწიოს ჰიდროსტატიკური ეკვილიბრუმის ფორმას და რომელსაც მზის გარშემო ორბიტისას გაწმენდილი აქვს სამეზობლო“.

იმის გამო, რომ პლუტონს ორბიტაზე სამეზობლო ჯერ არ აქვს მოსუფთავებული, ამ განმარტების მიხედვით, მან პლანეტის სტატუსი დაკარგა.

სტერნი, რომელსაც პლუტონისადმი აშკარად დიდი სიყვარული აქვს, უძღვება მისიას, რომელმაც პირველად გვანახა მისი გულის ფორმის მახასიათებელი. პლუტონის „ჩამოქვეითებას“ თავის დროზე მან აბსურდი უწოდა.

„როცა საქმე პლანეტას ეხება, რატომ უსმენთ ასტრონომს?“, — უთხრა 2015 წელს Business Insider-ს სტერნმა, პლანეტურმა მეცნიერმა.

მისი თქმით, პლანეტის განმარტების მიზნით აზრი დაეკითხო ასტრონომს, რომელიც კოსმოსური მოვლენებისა და ციური სხეულების ფართო დიაპაზონს სწავლობს, და არაფერი ჰკითხო პლანეტურ მეცნიერს, რომელიც ფოკუსირებულია მხოლოდ პლანეტებზე, მთვარეებზე და პლანეტურ სისტემებზე — იგივეა, რაც ტვინის ქირურგიისათვის პედიატრთან წახვიდე. 

„მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ექიმია, მათ განსხვავებული შეფასებები აქვთ. უდავოდ უნდა მოუსმინოთ პლანეტურ მეცნიერებს, რომლებმაც ამ სფეროს შესახებ რაღაც იციან.  როდესაც ახლა პლუტონს ვუყურებთ, არ ვიცით, რა ვუწოდოთ მას“, — ამბობს სტერნი.

ამჯერად, სტერნმა და მისმა კოლეგებმა პლანეტის განსაზღვრება ხელახლა დაწერეს და განხილვისთვის საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირს გადაუგზავნეს.

„პლანეტა ქვე-ვარსკვლავური მასიური სხეულია, რომელიც არასოდეს განიცდის თერმობირთვულ რეაქციებს და რომელსაც საკმარისი გრავიტაცია აქვს იმისათვის, რათა სფერული ფორმა მიიღოს“, — წერს ჯგუფი.

თუკი ეს განმარტება მარტივად გეჩვენებათ, კიდევ უფრო მარტივია არასპეციალისტების, ჩვეულებრივი მოქალაქეებისეული ვერსია: „კოსმოსში არსებული მრგვალი ობიექტები, რომლებიც ვარსკვლავებზე პატარაა“.

„შინაგანი მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, ჩვენი გეოფიზიკური განმარტება პირდაპირ ეფუძნება თავად ობიექტის ფიზიკას, ვიდრე გარე ობიექტებთან მისი ურთიერთქმედების ფიზიკას“, — განმარტავენ მკვლევრები.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მთვარეს, ისევე როგორც მზის სისტემის სხვა მთვარეებს, მაგალითად ტიტანს, ენცელადს, ევროპას და განიმედეს, პლანეტის სტატუსი მიენიჭება, ისევე როგორც თავად პლუტონს, რომელიც ბოლო დროს სულო უფრო და უფრო ხშირად განიხილება „პლანეტის მსგავსად“.

მკვლევართა მტკიცებით, მათეული განმარტება ბევრად უფრო ღირსეულია ამჟამინდელთან შედარებით, რომელსაც მრავალი ხარვეზი გააჩნია.

„პირველი, იგი პლანეტად აღარებს მხოლოდ მზის გარშემო მოძრავ ობიექტებს და არა ყველას, რომლებიც სხვა ვარსკვლავების გარშემო მოძრაობენ ან თავისუფლად დახეტიალობენ გალაქტიკაში, ე. წ. „თაღლითი პლანეტები“.

 „მეორე,  ის ფაქტი, რომ იგი ზონის გასუფთავებას მოიცავს ნიშნავს იმას, რომ ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილება მზის სისტემის არც ერთ პლანეტას არ შეუძლია, რადგან პლანეტათა ორბიტებს გამუდმებით კვეთს მრავალი პატარა კოსმოსორი სხეული“.

 „ბოლო და „ყველაზე უფრო მკაცრი“ — ეს ზონის გასუფთავების პირობა ნიშნავს იმას, რომ კოსმოსური სხეულის პლანეტად ჩათვლისათვის გამოყენებული მათემატიკა უნდა იყოს მანძილზე დამოკიდებული, რადგან უნდა გასუფთავდეს „ზონა“.

რა თქმა უნდა, არაფერი შეიცვლება მანა, სანამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი მიიღებს. 

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გამოგზავნილ მონაცემებთან მუშაობისას, მკვლევართა საე
წაკითხვა
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
შორეული ვარსკვლავის გარშემო აღმოაჩინეს გი
წაკითხვა
მეცხრე პლანეტა - მზის სისტემის ნაკლული სუპერდედამიწა
მეცხრე პლანეტა - მზის სისტემის ნაკლული სუპერდედამიწა
შეიძლება ის დარცხვენით მიიზლაზნება ჩვენი
წაკითხვა
პლუტონის უცნაური ყინულის ცათამბჯენების საიდუმლო ამოხსნილია
პლუტონის უცნაური ყინულის ცათამბჯენების საიდუმლო ამოხსნილია
NASA-ს მისია
წაკითხვა
ცხელი, მონსტრი პლანეტა, რომელიც იმდენად შავია, რომ მთელ სინათლეს შთანთქავს - ჰაბლის დაკვირვება
ცხელი, მონსტრი პლანეტა, რომელიც იმდენად შავია, რომ მთელ სინათლეს შთანთქავს - ჰაბლის დაკვირვება
ეგზოპლანეტა WASP-12b ნამდვილად არ ჰგავს ი
წაკითხვა
გიგანტურ, ცხელ პლანეტაზე ტიტანი აღმოაჩინეს
გიგანტურ, ცხელ პლანეტაზე ტიტანი აღმოაჩინეს
ასტრონომთა ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა ეგზ
წაკითხვა
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
როგორც ახალი მტკიცებულება მიუთითებს, ჩვენ
წაკითხვა
ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა მდებარე შესაძლო მთვარე აღმოაჩინეს - პირველად ისტორიაში
ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა მდებარე შესაძლო მთვარე აღმოაჩინეს - პირველად ისტორიაში
ბოლო წლებში, ასტრონომებმა უამრავი
წაკითხვა