| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/153420.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ასტრონომები იდუმალ, იზოლირებულ პლანეტის მსგავს ობიექტს იკვლევენმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-03-14 21:43:00
2012 წელს, ასტრონომებმა ჩვენს გალაქტიკურ სამეზობლოში უცნაური, იზოლირებული ობიექტი შენიშნეს — იუპიტერზე მასიური სხეული, რომელიც სავარაუდოდ უახლოესი მოხეტიალე პლანეტა იყო მათ შორის, რაც კი ოდესმე აღმოგვიჩენია. ერთადერთი პრობლემა კი იმაში მდგომარეობდა, რომ იგი არ ჰგავდა აქამდე ნანახ არც ერთ სხვა მოხეტიალე პლანეტას. ახლა, როდესაც მეცნიერები ამ უცნაურ ობიექტს, სახელად CFBDSIR 2149-0403-ს იკვლევენ, აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, შესაძლოა იგი სულაც არაა პლანეტა და უფრო მეტად „მოხეტიალეა“, ვიდრე წარმოგვედგინა. მიუხედავად იმისა, რომ პლანეტათა უდიდესი ნაწილი თავიანთ დედა-ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს, ბოლო წლებში საოცრად გაიზარდა ისეთი შემთხვევები, როდესაც მეცნიერები ე. წ. „მოხეტიალე პლანეტებს“ პოულობენ — პლანეტებს, რომლებიც გამოძევებულნი არიან თავიანთ ვარსკვლავური სისტემიდან ან იქ არც არასოდეს ყოფილან და მთელი გალაქტიკის გარშემო ორბიტაზე მოძრაობენ. როდესაც 2012 წელს მკვლევრებმა CFBDSIR 2149-0403 იპოვეს, ფაქტით ძალიან აღფრთოვანებულნი დარჩნენ, რადგან ეს ყველაზე ახლო მოხეტიალე პლანეტა იყო ოდესმე აღმოჩენილთა შორის და ჩვენგან სულ რაღაც 100 სინათლის წლით იყო დაშორებული. ყოველთვის რთულია იმის განსაზღვრა, მოხეტიალე პლანეტობის კანდიდატი სინამდვილეშიც პლანეტაა თუ ყავისფერი ჯუჯა — სუბვარსკვლავური ობიექტები, რომლებიც სამყაროში არსებულ ყველაზე მძიმე პლანეტებზე უფრო მძიმეა, მაგრამ ვარსკვლავებზე უფრო მსუბუქი და არ აქვთ საკმარისი მასა იმისათვის, რათა ბირთვული სინთეზი შეინარჩუნონ. რაც შეეხება CFBDSIR 2149-0403-ს, როგორც ასტრონომები აცხადებენ, იგი იუპიტერზე 4-7-ჯერ მასიურია და მოხეტიალე პლანეტობის კანდიდატია. ასევე გაჩნდა ვარაუდი, რომ დიდი ალბათობით, იგი AB დორადუსის მოძრავი ჯგუფის ნაწილია — ობიექტთა ჯგუფის, რომლებიც ჩვენს გალაქტიკას ჯგუფურად უვლიან გარს, არიან ერთი და იგივე ასაკის და შესაბამისად, სავარაუდოდ ერთსა და იმავე ადგილას წარმოქმნილნი. ამ მოსაზრებაზე დაყრდნობით, CFBDSIR 2149-0403-ის ასაკი დაახლოებით 50-120 მილიონი წელია. ერთადერთი პრობლემა იმ მოსაზრებისა, რომლის თანახმადაც CFBDSIR 2149-0403 მოხეტიალე პლანეტაა, ის იყო, რომ ერ რწმენა მხოლოდ საწყის, არც თუ ისე ბევრ დაკვირვებას ეფუძნებოდა. ამ დასკვნას არ დაეთანხმა ფართო სამეცნიერო საზოგადოება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც არ გამოიკვეთა იმის მტკიცებულებები, რომ ეს ობიექტი წარმოქმნილია როგორც პლანეტა და მომდინარეობს რომელიმე ვარსკვლავური სისტემიდან. იმის გასარკვევად თუ რასთან ჰქონდათ სინამდვილეში საქმე, მკვლევართა ჯგუფი საფრანგეთის გრენობლ-ალპების უნივერსიტეტის წარმომადგენელ ფილიპ დელმორის ხელმძღვანელობით, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა იპოვა CFBDSIR 2149-0403 — გასული რამდენიმე წლის მანძილზე ობიექტს აქტიურად აკვირდებოდა სხვადასხვა ტალღის სიგრძის მრავალი ტელესკოპით. ამ ყველაფრის შედეგად კი ის გარიკვა, ობიექტი იმაზე უფრო იდუმალია, ვიდრე თავიდან ჩანდა. პირველ რიგში, ახალ დაკვირვებებზე დაყრდნობით, ჯგუფმა უფრო ზუსტად განსაზღვრა მისი მდებარეობა და მოგზაურობის მარშრუტი, რის შედეგადაც დაასკვნა, რომ CFBDSIR 2149-0403 არ მიეკუთვნება AB დორადუსის მოძრავ ჯგუფს. ეს ერთდროულად კარგიც და ცუდი ამბავი აღმოჩნდა ობიექტის კლასიფიკაციისთვის, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მივიღეთ მრავალი ახალი ცნობა, გაირკვა, რომ მცდარი აღმოჩნდა ობიექტის სავარაუდო ასაკი. ჯგუფმა ასევე დაადგინა, რომ ობიექტს აქვს დაბალი გრავიტაცია ან მეტალის უჩვეულოდ მაღალი შემცველობა, ახალმა დაკვირვებებმა კი ეჭვქვეშ დააყენა ობიექტის მასა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაჭრით აღარ შეიძლება იმის თქმა, რომ იგი უფრო მოხეტიალე პლანეტაა, ვიდრე ყავისფერი ჯუჯა. ამ აღმოჩენებზე დაყრდნობით, დარჩა მხოლოდ ორი ჰიპოთეზა: CFBDSIR 2149-0403 ახალგაზრდა (500 მლნ წელზე ნაკლები) მოხეტიალე პლანეტაა, იუპიტერის 2-13 მასას შორის ან ის ბებერი (2-3 მლრდ წლის), მაღალი მეტალიანობის ყავისფერი ჯუჯაა იუპიტერის 2-40 მასით. ან იქნებ იგი სულაც რაღაც სხვაა... „CFBDSIR 2149-0403 ატიპური სუბვარსკვლავური ობიექტია, თავისუფლად „მოლივლივე პლანეტა“ ან იშვიათად მაღალი მეტალიანობის მქონე ყავისფერი ჯუჯა; ან იქნებ ამ ორივეს ნაზავი“, — უთხრა დელმორმა Phys.org-ს. ამ ყველაფრის შემდეგ, კარგი ამბავი ის გახლავთ, რომ CFBDSIR 2149-0403 ჩვენთან შედარებით ახლოსაა, შესაბამისად, შეგვიძლია მასზე დაკვირვებები გავაგრძელოთ, რათა უკეთესად განვსაზღვროთ მოხეტიალე პლანეტათა ან ყავისფერ ჯუჯათა ბუნება. ანდა იქნებ სულაც ეს ჩვენი პირველი შანსია, რათა შევისწავლოთ პლანეტისმაგვარ ობიექტთა სრულიად ახალი კლასი, რომლის შესახებაც ჯერ არაფერი ვიცით. მომზადებულია Phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით. დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გამოგზავნილ მონაცემებთან მუშაობისას, მკვლევართა საე
წაკითხვა
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
შორეული ვარსკვლავის გარშემო აღმოაჩინეს გი
წაკითხვა
მეცხრე პლანეტა - მზის სისტემის ნაკლული სუპერდედამიწა
შეიძლება ის დარცხვენით მიიზლაზნება ჩვენი
წაკითხვა
ცხელი, მონსტრი პლანეტა, რომელიც იმდენად შავია, რომ მთელ სინათლეს შთანთქავს - ჰაბლის დაკვირვება
ეგზოპლანეტა WASP-12b ნამდვილად არ ჰგავს ი
წაკითხვა
გიგანტურ, ცხელ პლანეტაზე ტიტანი აღმოაჩინეს
ასტრონომთა ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა ეგზ
წაკითხვა
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
როგორც ახალი მტკიცებულება მიუთითებს, ჩვენ
წაკითხვა
ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა მდებარე შესაძლო მთვარე აღმოაჩინეს - პირველად ისტორიაში
ბოლო წლებში, ასტრონომებმა უამრავი
წაკითხვა
გიგანტური მოხეტიალე პლანეტები გალაქტიკაში იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე მეცნიერებს ეგონათ
ვარშავის უნივერსიტეტის ობსერვატორიის, ოჰა
წაკითხვა
|