საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/156302.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

2664

მეცხრე პლანეტის კანდიდატი ოფიციალურად ნაპოვნია

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-04-08 22:36:00

მოხალისეებმა მზის სისტემაში აღმოუჩენელი პლანეტის სამდღიანი ინტენსიური ძიება დაასრულეს. გამოვლენილია ოთხი შესაძლო კანდიდტი. 

მეცხრე პლანეტაზე ნადირობა Zooniverse-ის სამოქალაქო მეცნიერების პროექტის ნაწილი იყო, რეალურ დროში წარიმართა და BBC-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. პროექტის მასპინძელი ავსტრალიის საიდინგ-სპრინგის ობსერვატორია იყო. 

საძიებო კვლევით სამუშაოებში მონაწილეობა მიიღო 60 000-მა მოხალისემ მთელი მსოფლიოდან. მოხალისეებმა არა მხოლოდ მეცხრე პლანეტის ოთხი შესაძლო კანდიდატი იპოვეს, არამედ ოთხ მილიონზე მეტი სხვა ობიექტის კლასიფიკაციაც მოახდინეს. 

პროექტის მონაწილეებმა საიდინგ-სპრინგის ობსერვატორიის ტელესკოპ SkyMapper-ის მიერ შეგროვილი მონაცემები დაამუშავეს. 

პროექტს ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარი ბრედ ტაკერი უძღვებოდა. მისი ჯგუფის აზრით, მიუხედავად იმისა, აღმოჩნდება თუ არა ოთხი კანდიდატიდან რომელიმე იდუმალი მეცხრე პლანეტა, პროექტის სამეცნიერო ღირებულება მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 

ჯგუფს სხვა მეცნიერებიც ეთანხმებიან. მათ შორის, პროექტის მხარდამჭერი განცხადება Twitter-ზე გამოაქვეყნა ასტრონომმა მაიკ ბრაუნმაც.  

2016 წელს, ბრაუნმა და მისმა კოლეგა კონსტანტინ ბატიგინმა აღმოაჩინეს, რომ კოიპერის სარტყელში მდებარე რამდენიმე განსხვავებული ობიექტის ორბიტაზე მასიური სხეულის გავლენა იგრძნობა. 

ეს კი იმის არაპირდაპირი მინიშნება გახდა, რომ მზის სისტემაში, პლუტონს გადაღმა, არსებობს დიდი, ნეპტუნის ზომის პლანეტა. თუმცა, ამ იდუმალი პლანეტის აღმოჩენა არც თუ ისე მარტივია რამდენიმე ფაქტორის გამო. 

გასათვალიწინებელია, რომ იგი სავარაუდოდ პლუტონზე 1000-ჯერ მკრთალია. ასევე, ახალი დაკვირვებების დასაწყებად, საჭირო იყო ძველი მონაცემების დამშავება. 

მოხალისეთა პროექტი კი სწორედ ამ სეგმენტში ჩაერთო. 

„ათობით ათასი გულანთებული მოხალისეს დახმარებით, გაიცხრილა SkyMapper-ის მიერ გადაღებული ასობით ათასი ფოტო. ზუსტად სამი დღე დაგვჭირდა იმ სამეცნიერო ანალიზისათვის, რომელსაც ჩვენ 4 წელი მოვუნდებოდით“, — ამბობს ტაკერი.  

„ერთ-ერთმა მოხალისემ, ტობი რობერტსმა, 12 000-ზე მეტი კლასიფიკაცია გააკეთა“. 

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ჯგუფი კვლევას გააგრძელებდ და ეცდება დაამტკიცოს, არის თუ არა სინამდვილეში ოთხი კანდიდატიდან რომელიმე იდუმალი მეცხრე პლანეტა.  

პროექტმა ცხადყო თუ რამდენად მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი, როდესაც ბევრი მეცნიერი ერთად იყრის თავს. 

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მეცხრე პლანეტა - მზის სისტემის ნაკლული სუპერდედამიწა
მეცხრე პლანეტა - მზის სისტემის ნაკლული სუპერდედამიწა
შეიძლება ის დარცხვენით მიიზლაზნება ჩვენი
წაკითხვა
მეცხრე პლანეტის არსებობა სულ უფრო რეალური ხდება - აღმოჩენილია ახალი მტკიცებულებები
მეცხრე პლანეტის არსებობა სულ უფრო რეალური ხდება - აღმოჩენილია ახალი მტკიცებულებები
2016 წლის იანვარში, ასტრონომებმა — მაიკ ბ
წაკითხვა
მზის სისტემაში შესაძლოა მეათე პლანეტაც იყოს - ახალი მტკიცებულება
მზის სისტემაში შესაძლოა მეათე პლანეტაც იყოს - ახალი მტკიცებულება
მას შემდეგ, რაც პლუტონი პლანეტიდან ჯუჯა პ
წაკითხვა
სიმულაციების მიხედვით, მეცხრე პლანეტა შესაძლოა მოხეტიალე პლანეტა იყოს
სიმულაციების მიხედვით, მეცხრე პლანეტა შესაძლოა მოხეტიალე პლანეტა იყოს
ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის კოსმოსის მკვლე
წაკითხვა
მზის სისტემის დახრილობის მიზეზი შესაძლოა იდუმალი მეცხრე პლანეტა იყოს
მზის სისტემის დახრილობის მიზეზი შესაძლოა იდუმალი მეცხრე პლანეტა იყოს
ჰიპოთეტური „მეცხრე პლანეტა“, რომელიც როგორც მიაჩნიათ, პლუტონს გადაღმა მდებარეობს, შესაძლოა მთ
წაკითხვა