| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/166703.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 მზის სისტემაში შესაძლოა მეათე პლანეტაც იყოს - ახალი მტკიცებულებამიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-06-23 19:46:00
მას შემდეგ, რაც პლუტონი პლანეტიდან ჯუჯა პლანეტამდე ჩამოაქვეითეს, მზის სისტემა ისეთი აღარაა, როგორიც იყო. გასულ წელს, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ მზის სისტემაში შესაძლოა მართლაც იყოს მეცხრე პლანეტა. ჯგუფი ირწმუნებოდა, რომ ამ პლანეტის მასა დედამიწისაზე 10-ჯერ მეტი უნდა ყოფილიყო და იგი სისტემის შორეულ მისადგომებში, პლუტონის ორბიტის გადაღმა მყუდროდ იყოს დამალული. აღმოჩენის დროს, კვლევის ერთ-ერთი ავტორი მაიკ ბრაუნი შენიშნავდა, რომ მეცხრე პლანეტის არსებობა ძლიერ სავარაუდო იყო: „სალამი, მეცხრე პლანეტის ფანებო, კოიპერის სარტყელში აღმოჩენილია ახალი ობიექტი. ის ზუსტად იქაა, სადაც წესით, მეცხრე პლანეტა უნდა იყოს“, — წერდა ტვიტერზე ბრაუნი. მსგავსი აღმოჩენები გაკეთდა ახალ ჯუჯა პლანეტებთან მიმართებაშიც. მზიდან 13,7 მილიარდი კილომეტრის მანძილზე მდებარე ჯუჯა პლანეტა 2014 UZ224-ის დიამეტრი 530 კმ-ია და მზის გარშემო ერთ შემოვლას 1100 წელს ანდომებს. შესაბამისად, ჩვენი ციცქნა კუთხე კოსმოსში, შედარებით გაურკვეველ მდგომარეობაში გადავიდა. მაგრამ როგორც ჩანს, მზის სისტემის კიდეზე შესაძლოა უფრო ბევრი სიურპრიზი იმალებოდეს. არიზონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, კეტრინ ვოლკმა და რენუ მალჰოტრამ კოიპერის სარტყელში უცნაური მოძრაობა შენიშნეს... მოძრაობა, რომელიც მათი რწმენით, მეათე პლანეტას უნდა ეკუთვნოდეს. განმარტებისათვის გეტყვით, რომ კოიპერის სარტყელში მდებარე ობიექტები საკმაოდ შორსაა მზის სისტემის სხვა დიდი სხეულებისაგან და მოზრდილ პლანეტათა გრავიტაცია მათზე გავლენას ვერ ახდენს. თუმცა, ცის კვლევებისა და სხვა მოწინავე ტექნოლოგიების წყალობით, შესაძლებელია მათი მოძრაობის პროგნოზირება. აღსანიშნავია, რომ თუკი პროგნოზი არ ემთხვევა, შესაძლოა ეს სხვა ობიექტის არსებობაზე მიუთითებდეს — სხვა დიდ სხეულზე, რომელიც ჩვენი მხედველობის მიღმაა, მაგრამ მისი გრავიტაცია გავლენას ახდენს კოიპერის სარტყლის სხვა ობიექტთა მოძრაობაზე. მეცხრე პლანეტის ძიებისას, ასტრონომები თითქმის დარწმუნდნენ, რომ იგი მზიდან 700 ასტრონომიული ერთეულის მოშორებით მოძრაობს (1 ასტრონომიული ერთეული = მანძილი მზიდან დედამიწამდე). თუმცა, ვოლკსა და მალჰორტას სჯერათ, რომ მეათე პლანეტა შესაძლოა ბევრად უფრო ახლოს იყოს, რადგან კოიპერის სარტყლის ობიექტთა ორბიტები 50 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე უკვე წანაცვლებულია. ისინი ასევე ირწმუნებიან, რომ პლანეტა დაახლოებით მარსის ზომის უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, სხვა ასტრნომები ასე არ ჩქარობენ. როგორც საფრანგეთის ქალაქ ნიცის კოტ-დ'აზურის ობსერვატორიის მკვლევარმა, ალესანდრო მორბიდელიმ New Scientist-ს განუცხადა: „მეეჭვება, ასეთი კაშკაშა პლანეტა ასე ახლოს იყოს და ამ დრომდე შეუმჩნეველი დაგვრჩენოდა“. თუმცა, ვოლკი აღმოჩენაში მაინც დარწმუნებულია. მისი კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდება. „ვფიქრობთ, რომ იქ ნამდვილად არის რეალური სიგნალები, რომლებიც დამატებით პლანეტაზე მიუთითებს“. ამ აღმოჩენის უტყუარობის დადასტურება შეუძლია კიდევ უფრო მეტი სხეულების აღმოჩენას კოიპერის სარტყელში. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მზის პატარა ოჯახი ზრდას განაგრძობს და კვლავ იკრებს დიდი ხნის წინ დაკარგულ ნათესავებს. მომზადებულია New Scientist-ისა და futurism.com-ის მიხედვით ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მეცხრე პლანეტა - მზის სისტემის ნაკლული სუპერდედამიწა
შეიძლება ის დარცხვენით მიიზლაზნება ჩვენი
წაკითხვა
მეცხრე პლანეტის არსებობა სულ უფრო რეალური ხდება - აღმოჩენილია ახალი მტკიცებულებები
2016 წლის იანვარში, ასტრონომებმა — მაიკ ბ
წაკითხვა
მეცხრე პლანეტის კანდიდატი ოფიციალურად ნაპოვნია
მოხალისეებმა მზის სისტემაში აღმოუჩენელი პ
წაკითხვა
სიმულაციების მიხედვით, მეცხრე პლანეტა შესაძლოა მოხეტიალე პლანეტა იყოს
ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის კოსმოსის მკვლე
წაკითხვა
მზის სისტემის დახრილობის მიზეზი შესაძლოა იდუმალი მეცხრე პლანეტა იყოს
ჰიპოთეტური „მეცხრე პლანეტა“, რომელიც როგორც მიაჩნიათ, პლუტონს გადაღმა მდებარეობს, შესაძლოა მთ
წაკითხვა
|