საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/156693.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

3198

ჰაბლმა ურანზე ციალი გადაიღო

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-04-11 22:24:00

თქვენ წინაშეა ვოიაჯერ 2-ის მიერ ურანისთვის გადაღებული ორი კომპოზიტური ფოტო და ჰაბლის მიერ განხორციელებული ორი სხვადასხვა დაკვირვება — ერთი რგოლებზე და მეორე პოლუსების ციალზე. 

მას შემდეგ, 1980-იან წლებში ვოიაჯერ 2-მა პლანეტებს მრავალი წარმტაცი ფოტო გადაუღო; პლანეტის მოყვარულების განსაკუთრებული ყურადღება პლანეტებზე არსებულმა ციალებმა მიიქცია. ციალი გამოწვეულია სხვადასხვა წარმოშობის, მაგალითად მზის ქარების დამუხტული ნაწილაკების, ძირითადად ელექტრონების ნაკადით, პლანეტური იონსფეროთი და მთვარეთა ვულკანიზმით. მათ ძლიერი მაგნიტური ველები იჭერს და ზედა ატმოსფეროსკენ ამისამართებს, სადაც მათი ურთიერთქმედება გაზის ნაწილაკებთან, მაგალითად ჟანგბადთან ან აზოტთან, სინათლის მომხივბვლელი ნაკადების წარმოქმნას იწვევს.  

იუპიტერისა და სატურნის ციალები კარგადაა შესწავლილი, მაგრამ ბევრი არაფერია ცნობილი გიგანტური ყინულოვანი პლანეტა ურანის ციალების შესახებ. 2011 წელს, NASA-სა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს კუთვნილი ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი პირველი ხელსაწყო გახდა, რომელმაც ურანის ციალებს ფოტო გადაუღო. 2012-2014 წლებში, პარიზის ობსერვატორიის ასტრონომთა ჯგუფმა ჰაბლის ულტრაიისფერი ხელსაწყოებით ურანის ციალების ახალი ფოტო გადაიღო. 

ისინი ყურადღებით აკვირდებოდნენ მზიდან ურანისკენ მიმავალი მზის ქარის ორი მძლავრი ნაკადით გამოწვეულ პლანეტათშორის შოკებს, შემდეგ კი ჰაბლი გამოიყენეს, რათა ურანის ციალზე მათი გავლენა გადაეღოთ. აღმოჩნდა, რომ ისინი მომსწრენი იყვნენ ყველაზე ინტენსიური ციალისა, რაც კი ოდესმე ეხილათ ამ პლანეტაზე. დროთა განმავლობაში მიმდინარე დაკვირვებისას, ასტრონომებმა შეაგროვეს პირველი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს ძლევამოსილი მოციმციმე რეგიონები პლანეტასთან ერთად ბრუნავდა. გარდა ამისა, ხელახლა აღმოაჩინეს ურანის დიდი ხნის წინ დაკარგული მაგნიტური პოლუსები, რომლებიც 1986 წელს, ვოიაჯერ 2-ის მიერ აღმოჩენიდან სულ მალე დაიკარგა; ამის მიზეზი გაზომვათა არადამაჯერებლობა და პლანეტის უფერული, მახასიათებელი ნიშნების არმქონე ზედაპირი გახდა.   

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ჰაბლმა მზის სისტემაში უნიკალური ტიპის ობიექტი აღმოაჩინა
ჰაბლმა მზის სისტემაში უნიკალური ტიპის ობიექტი აღმოაჩინა
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა უკვე არაერთხ
წაკითხვა
ნეპტუნსა და ურანზე ალმასების წვიმა მოდის — იგივე პროცესი მკვლევრებმა ლაბორატორიაში შექმნეს
ნეპტუნსა და ურანზე ალმასების წვიმა მოდის — იგივე პროცესი მკვლევრებმა ლაბორატორიაში შექმნეს
თუკი ფიქრობთ, რომ ჩვენს პლანეტაზე ცუდი ამ
წაკითხვა
ჰაბლმა შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში „კაშკაშა“ წყალი აღმოაჩინა - პირველად ისტორიაში
ჰაბლმა შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში „კაშკაშა“ წყალი აღმოაჩინა - პირველად ისტორიაში
პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მზის სისტ
წაკითხვა
ჰაბლმა გადაიღო მკვდარი გალაქტიკა, რომელიც გალაქტიკათა ევოლუციის თეორიებს ეჭვქვეშ აყენებს
ჰაბლმა გადაიღო მკვდარი გალაქტიკა, რომელიც გალაქტიკათა ევოლუციის თეორიებს ეჭვქვეშ აყენებს
კოსმოსური „ბუნებრივი ლინზისა“ და NASA-ს ჰ
წაკითხვა
NASA ურანთან და ნეპტუნთან მისიებს გაგზავნის
NASA ურანთან და ნეპტუნთან მისიებს გაგზავნის
ბოლო დროს ბევრი გვესმის მარსის, იუპიტერისა და სატურნის შესახებ. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ გარ
წაკითხვა
ვარსკვლავების ბობოქარი აკვანი - ჰაბლის ახალი ფოტო
ვარსკვლავების ბობოქარი აკვანი - ჰაბლის ახალი ფოტო
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებუ
წაკითხვა
ჰაბლი „ტაშს უკრავს“ ვალსის მოცეკვავე ყავისფერ ჯუჯებს
ჰაბლი „ტაშს უკრავს“ ვალსის მოცეკვავე ყავისფერ ჯუჯებს
ფოტოზე თქვენ ხედავთ წერტილებს, რომლებიც ს
წაკითხვა
არდა თურანი ჟურნალისტთან ჩხუბის გამო, თურქეთის საფეხბურთო ნაკრებიდან გააგდეს
არდა თურანი ჟურნალისტთან ჩხუბის გამო, თურქეთის საფეხბურთო ნაკრებიდან გააგდეს
„ბარსელონასა“ და თურქეთის ნაკრების ნახევარმცველი არდა თურანი სკანდალში გაეხვა. მაკედონიასთან ამხანაგური მატჩის (0:0) შემდეგ, არდა ნაკრებთან
წაკითხვა