| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/166161.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 NASA ურანთან და ნეპტუნთან მისიებს გაგზავნისმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-06-20 20:36:00
ბოლო დროს ბევრი გვესმის მარსის, იუპიტერისა და სატურნის შესახებ. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ გარშემო ადამიანთა მიერ გაშვებული ზონდები დაცურავენ, ზოგიერთ შემთხვევაში კი უშუალოდ ზედაპირზე დაცოცავენ. მზიდან უფრო შორს მდებარე პლანეტები ხშირად ზედმეტი ყურადღების გარეშე რჩება, თუმცა სიტუაცია შესაძლოა სულ მალე გამოსწორდეს, რადგან NASA უკვე გეგმავს გარკვეულ მისიას, რომელიც ურანის შესახებ ამ დრომდე ყველაზე დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდის. თეორიულ მისიას, რომლის ფარგლებშიც NASA კოსმოსური ხომალდის გაგზავნას ურანთან და ნეპტუნთან გეგმავს, უზარმაზარი სამეცნიერო მნიშვნელობა ექნება. მისიის მთავარი მიზანია განისაზღვროს თუ რისგან შედგება ეს პლანეტები, დადგინდეს მათი ატმოსფეროს შემადგენლობა და რა თქმა უნდა, გადაიღოს ფანტასტიკური ფოტოები. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ შეისწავლიან ამ პლანეტების ამინდსა და ყოველმხრივ კლიმატს, ამავე დროს განსაზღვრავენ თუ როგორ მოდის ისინი შესაბამისობაში მზის სისტემის ზოგად შემადგენლობასთან. როგორც ურანი, ისე ნეპტუნი დღემდე მრავალ საიდუმლოს მალავს. სავარაუდო მისიები მოიცავს როგორც გადაფრენებს, ისე ორბიტერს, რომელიც ურანისკენ ატმოსფერულ ზონდს გაგზავნის, რათა მოხდეს მისი გაზების ნიმუშების აღება და შემადგენელი ელემენტების განსაზღვრა. მსგავსი გეგმა არსებობს ნეპტუნთან მიმართებაშიც, თუმცა, ორივე მისია ამჟამად მხოლოდ მოსაზრების დონეზეა და საჭიროებს ხორცშესხმას. მისიების სისრულეში მოყვანამდე ჯერ ძალიან დიდი გზაა გასავლელი, როგორც ფინანსური, ისე დროის თვალსაზრისით. NASA-ს განცხადებით, ურანის მისია სავარაუდოდ 2030-2036 წლებში უნდა განხორციელდეს, ნეპტუნის კი 2030-2040 წლებში, რადგან მანამდე, დიდ დროს წაიღებს ზონდების აჩქარება იუპიტერის გრავიტაციის საშუალებით. მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედ
წაკითხვა
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან.
წაკითხვა
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
25-28 სექტემბერს, საქართველოს NASA-ს მეცნ
წაკითხვა
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
კოსმოსი შეიძლება ჯოჯოხეთიც იყოს, განსაკუთ
წაკითხვა
ნეპტუნსა და ურანზე ალმასების წვიმა მოდის — იგივე პროცესი მკვლევრებმა ლაბორატორიაში შექმნეს
თუკი ფიქრობთ, რომ ჩვენს პლანეტაზე ცუდი ამ
წაკითხვა
9 წლის ამერიკელმა ბიჭმა NASA-სგან წერილი მიიღო
ნიუ ჯერსიში მცხოვრებმა 9 წლის ბიჭმა NASA-
წაკითხვა
40 წელი ვარსკვლავებისკენ მიმავალ გზაზე - NASA-ს ვოიაჯერების შეუპოვარი სვლა ვარსკვლავთშორის სივრცეში
კაცობრიობის ყველაზე შორეულ და ასაკოვან კო
წაკითხვა
ვაკანსია NASA-ში - პლანეტარული თავდაცვის ოფიცერი, რომელმაც არამიწიერი სიცოცხლისგან უნდა დაგვიცვას
NASA-ში ვაკანსიაა. თითქოს ამაში უცნაური ა
წაკითხვა
|