| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/157987.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 როგორ გამოითქმის მზის სისტემის პლანეტათა სახელები მეგრულადმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-04-22 14:52:00
ბჟაშ სისტემა — ასე გამოითქმის მეგრულად „მზის სისტემა“. სისტემის რვა პლანეტიდან შვიდს, დედამიწის გარდა, მსოფლიოს უმრავლეს ენაზე რომაული მითოლოგიის ღვთაებების სახელები ჰქვია. შუა საუკუნეების საქართველოში, პლანეტებს სრულიად განსხვავებული სახელები ერქვა. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია 1188-1210 წლებში შედგენილი კრებული, რომელიც შეიცავს სხვადასხვა სახის სასულიერო შინაარსის თხზულებებს. მათ შორისაა ასტრონომიულ-ასტროლოგიური ხასიათის თხზულებები: სიდიდე და სიმცირე ვარსკვლავთა და ზოდიაქოები/საეტლო (ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის). „ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის“ არაბულიდანაა გადმოკეთებული (ა. შანიძე) და ეხება ციურ ეტლთა („ეტლი“ ძველქართულად „ზოდიაქოს“ შესატყვისია) დახასიათებას, მთვარის მოძრაობას, მოძღვრებას შვიდი მნათობის შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, ციურ სხეულთა თანმიმდევრობა შემდეგია: ზუალი — სატურნი, მუშთარი — იუპიტერი, მარიხი — მარსი, მზე, მთიები — ვენერა, ოტარიდი — მერკური, მთვარე. პლანეტათა ქართული სახელწოდებები მოხსენიებულია „ვეფხისტყაოსანშიც“. რუსთაველი ვენერას „ასპიროზს“ უწოდებს. რაც შეეხება მეგრულს, როგორც მეგრული ვიკიპედიის სტატიაში წერია, რვა პლანეტიდან ხუთის სახელი მეგრულში დღემდე სრულიად განსხვავებულია საერთაშორისოდ აღიარებულ სახელწოდებათაგან: • მერკური — მერკური • მორღა — ვენერა • დიხაუჩა — დედამიწა • მოროხი — მარსი • დია — იუპიტერი • მარსქული — სატურნი • ურანი — ურანი • ნეპტუნი — ნეპტუნი
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
იმოგზაურეთ მზის სისტემაში Google Maps-ის საშუალებით
კოსმოსში წასვლა ყველას არ შეგვიძლია, მაგრ
წაკითხვა
რომელ ახლომდებარე ვარსკვლავებს შეუძლიათ დედამიწისკენ კომეტების ტყორცნა - ახალი კვლევა
ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის ასობით ათა
წაკითხვა
როდის დატოვებს პირველი ადამიანი მზის სისტემას?
ათასი წელიწადი. ეს ის მინიმალური დროა, რომელიც ამჟამინდელი მეთოდების პირობებში ჩვენს უახლოეს
წაკითხვა
ჩვენს მზეს შესაძლოა ტყუპისცალი ჰყავდა, რომელიც დინოზავრების გადაშენების მიზეზი გახდა
ვარსკვლავთა წარმოქმნის ახალმა მოდელმა წონ
წაკითხვა
მზის სისტემის 17 თვალწარმტაცი ფოტო
გასული რამენიმე წლის მანძილზე, ადამინთა მ
წაკითხვა
მზის სისტემის კიდეზე ასტრონომებმა მოზრდილი ობიექტი აღმოაჩინეს
ასტრონომებმა მზის სისტემის კიდეზე დამალული პლანეტური სხეული იპოვეს, რომელსაც „დიდი“ (DeeDee)
წაკითხვა
სიმულაციების მიხედვით, მეცხრე პლანეტა შესაძლოა მოხეტიალე პლანეტა იყოს
ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის კოსმოსის მკვლე
წაკითხვა
მზის სისტემისკენ ვარსკვლავი მოემართება, რომელმაც შესაძლოა დედამიწისკენ მილიონობით ასტეროიდი ისროლოს
მკვლევართათვის უკვე დიდი ხანია ცნობილია,
წაკითხვა
|