| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/170891.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 როდის დატოვებს პირველი ადამიანი მზის სისტემას?მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-21 20:46:00
ათასი წელიწადი. ეს ის მინიმალური დროა, რომელიც ამჟამინდელი მეთოდების პირობებში ჩვენს უახლოეს ვარსკვლავ პროქსიმა კენტავრთან მისასვლელად დაგვჭირდებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინეთ, რომ ამ ვარსკვლავს სიცოცხლისათვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა ჰყავს, მეცნიერებს ვარსკვლავთშორის მოგზაურობის ენთუზიაზმი ისე მოემატათ, როგორც არასდროს. „იქამდე მიღწევის სურვილი გვტანჯავს“, — ამბობს NPR-სთან საუბრისას პლანეტის აღმომჩენი ჯგუფის ხელმძღვანელი გილემ ანგლადა-ესკუდე. „ახლა, როდესაც ვიცით, რომ იქ პლანეტაა, შეგვიძლია უფრო მეტი კრეატიულობა გამოვიჩინოთ. შეგვიძლია ვიფიქროთ გამოსავალზე — იქნებ ვარსკვლავთშორისი ზონდების გაგზავნაზე ან ისეთი ხომალდის აგებაზე, რომლებიც ამ პლანეტას მიუახლოვდებოდნენ. ჩვენსა და პროქსიმა კენტავრს შორის არსებული 4,2 სინათლის წელიწადი, რომელიც შესაძლოა არც თუ ისე დიდად მოგეჩვენოთ, მაინც შემაძრწუნებლად დიდია კოსმოსის მკვლევართათვის. შესაძლოა ამ დროს ჩვენ ვეღარც მოვესწროთ, ამიტომ, შევეცადოთ გავარკვიოთ, როდისთვის მოიაზრებენ ინტერნეტის მომხმარებლები პირველი ადამიანების მიერ მზის სისტემის დატოვებას. ამ შეკითხვით, გამოცემა Futurism.com-მა თავის მკითხველს მიმართა. როგორც ჩანს, არც თუ ისე მალე. ყველაზე მეტი ხმა მიიღო გრაფამ 2100 წ. ან მეტი — ამ ვარიანტს რესპოდენტთა 35%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი. როგორც რესპოდენტი ჩარლზ ჰორნბოსტელი განმარტავს: „იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანთა მარსზე გაგზავნა 2025-30 წლებზე ადრე არ იგეგმება, მართებული იქნება ვივარაუდოთ, რომ ადამიანები ნეპტუნისა და პლუტონის ორბიტებს საუკუნის დასასრულსაც ვერ მიაღწევენ, თუ ხელთ არ გვექნება რაიმე ეგზოტიკური ტექნოლოგია“. ჰორნბოსტელი მართალია, როდესაც საუბრობს სხვადასხვა ქვეყნებისა თუ კომპანიების მრავალი გეგმის შესახებ უახლოეს 10-15 წელიწადში მარსზე ადამიანების გაგზავნასთან დაკავშირებით. ის ასევე არ ცდება ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, რადგან მრავალი მკვლევარი უკვე მუშაობს ისეთი ტექნოლოგიების შექმნაზე, რომლებიც კოსმოსურ ხომალდებს ბევრად სწრაფს გახდის. ექსპერტებს უკვე აქვთ გარკვეული ვარაუდებიც, თუ რა ნაწილში უნდა დაინტერესდნენ განსაკუთრებით.
რას ამბობენ ექსპერტები კოსმოსის ზოგიერთი ენთუზიასტი ოპტიმისტურადაა განწყობილი ვარსკვლავტშორის სივრცეში ჩვენს მოგზაურობასთან დაკავშირებით და ამტკიცებენ, რომ თუკი ძალისხმევას არ დავიშურებთ, პროქსიმა კენტავრამდე 2100 წლისთვის მივაღწევთ. თუმცა სხვებს, მაგალითად აშშ-ის საჰაერო ძალების კვლევითი ლაბორატორიის მკვლევრის, მარკუს იუნგის ხედვა ამ შესაძლებლობასთან დაკავშირებით, გაცილებით ბუნდოვანია. 2008 წელს, რეაქტიულ ძრავთა კონფერენციაზე დამსწრეებს მან განუცხადა, რომ მისი ჯგუფი ჯერჯერობით ვერ ხედავდა ვარსკვლავთშორისი მოგზაურობისათვის გამოსადეგ რაიმე საშუალებას. „არსებობს მრავალი იდეა, რომელთა შესახებაც მოსმენისთანავე წამოიყვირებთ — 'დიახ, ეს იმუშავებს', მაგრამ სულ პატარა კვლევის შემდეგ, სწრაფად აღმოაჩენთ, რომ ეს ასე არაა“, — უთხრა იუნგმა გამოცემა Wired-ს. თუმცა ამავე დროს, იუნგი დაჟინებით აცხადებს, რომ მეცნიერებმა უნდა განაგრძონ ვარსკვლავთშორის მოგზაურობასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა, რასაც აკეთებენ კიდეც. არსებობს მრავალი მოსაზრება, თუ როგორ შეგვიძლია ბოლოსდაბოლოს გავექცეთ მზის სისტემას; მათ შორისაა თერმობირთვული რაკეტები, რომლებზეც NASA-ს მიერ დაფუძნებული კომპანია მუშაობს. მაგრამ ცუდი ამბავი ისაა, რომ რაკეტის რადიაცია ალბათ ადამიანთათვის საზიანო იქნება. შესაძლოა ასევე გამოვიყენოთ ე. წ. ვარსკვლავური იალქნები, რომელაც გარკვეული დამატებითი ენერგია ლაზერების საშუალებით მივანიჭოთ. ეს მიდგომა უდევს საფუძვლად ბრიტანელი მეცნიერის — სტივენ ჰოკინგისა და რუსი მილიარდერის — იური მილნერის პროექტ Breakthrough Starshot-ს, თუმცა მათი მიზანი პროქსიმა კენტავრთან არა ადამიანების, არამედ უპილოტო ციცქნა ხომალდის გაგზავნაა. აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხომალდის სინათლის სიჩქარის 10-20%-ს განავითარებს, მაინც აღმოვჩნდებით გზად შემხვედრი კოსმოსური ნაწილაკების მიერ ხომალდის საფარის დაზიანების პრობლემის წინაშე. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დანიშნულების ადგილზე — პროქსიმა კენტავრის სისტემასთან მისვლისას, საჭირო გახდება ხომალდის მოძრაობის შენელება, რასაც განსაკუთრებით უსვამს ხაზს SpaceX-ის დამფუძნებელი ელონ მასკი Aeon-თან ინტერვიუში. მასკს სწამს, რომ ვარსკვლავთშორისი მოგზაურობა საბოლოოდ მაინც შესაძლებელია, მაგრამ არაპრაქტიკული მიზანია ამ ეტაპზე. „თუკი სხვა ვარსკვლავურ სისტემაში შემადგენლობის გაგზავნის შანსი მოგვეცემა, ამისათვის დაგვჭირდება ვიყოთ ლაზერზე ფოკუსირებული, რათა საბოლოოდ, მრავალპლანეტური ცივილიზაცია გავხდეთ. ეს უკვე შემდეგი ეტაპია“, — აღნიშნა მასკმა ინტერვიუში. და, თუკი ის მართალია, კოსმოსის ენთუზიასტებს შეუძლიათ იმედიანად იყვნენ, რადგან მარსის კოლონიას შესაძლოა სულ რამდენიმე წელიწადი გვაშორებდეს. მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით
ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
იმოგზაურეთ მზის სისტემაში Google Maps-ის საშუალებით
კოსმოსში წასვლა ყველას არ შეგვიძლია, მაგრ
წაკითხვა
რომელ ახლომდებარე ვარსკვლავებს შეუძლიათ დედამიწისკენ კომეტების ტყორცნა - ახალი კვლევა
ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის ასობით ათა
წაკითხვა
ჩვენს მზეს შესაძლოა ტყუპისცალი ჰყავდა, რომელიც დინოზავრების გადაშენების მიზეზი გახდა
ვარსკვლავთა წარმოქმნის ახალმა მოდელმა წონ
წაკითხვა
მზის სისტემის 17 თვალწარმტაცი ფოტო
გასული რამენიმე წლის მანძილზე, ადამინთა მ
წაკითხვა
როგორ გამოითქმის მზის სისტემის პლანეტათა სახელები მეგრულად
ბჟაშ სისტემა — ასე გამოითქმის მეგრულად „მ
წაკითხვა
მზის სისტემის კიდეზე ასტრონომებმა მოზრდილი ობიექტი აღმოაჩინეს
ასტრონომებმა მზის სისტემის კიდეზე დამალული პლანეტური სხეული იპოვეს, რომელსაც „დიდი“ (DeeDee)
წაკითხვა
სიმულაციების მიხედვით, მეცხრე პლანეტა შესაძლოა მოხეტიალე პლანეტა იყოს
ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის კოსმოსის მკვლე
წაკითხვა
მზის სისტემისკენ ვარსკვლავი მოემართება, რომელმაც შესაძლოა დედამიწისკენ მილიონობით ასტეროიდი ისროლოს
მკვლევართათვის უკვე დიდი ხანია ცნობილია,
წაკითხვა
|