საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/163192.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1438

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის ბრალდების მოხსნას დიდ იმედგაცრუებას უწოდებს

მარიამ ცარელაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-01 11:15:00

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის ბრალდების მოხსნის ფაქტს ეხმაურება. მისია გალის ინციდენტების პრევენციის შეხვედრასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ "ერთწლიანი ინტენსიური მუშაობისა და საგამოძიებო მასალების ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრებზე გადაცემის შემდეგ, მართლმსაჯულების აღუსრულებლობა დიდი იმედგაცრუება იყო.“

გიგა ოთხოზორიას მკველობაში ეჭვმიტანილი - რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, ისევე როგორც გაერო-მ და ქართულმა მხარემ - გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის გუშინდელ შეხვედრაზე გაიგო. ეს ინფორმაცია ქართულ მხარეს და უცხოელ შუამავლებს დისკუსიის აფხაზურმა მონაწილეებმა მიაწოდეს.

საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია, ერთი წლის წინ, 19 მაისს სოფელ ხურჩაში ე.წ.  მესაზღვრემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ბრალდებულ რაშიდ კანჯიოღლის, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ  პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა შეუწყვიტა, საქართველოში დაუსწრებლად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ბოლო განაჩენით 14 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა- შენახვის ბრალდებებით, საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

გიგა ოთხოზორიას საქმის გარდა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადების მიხედვით, გალის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებულთა ბოლოდროინდელ შემთხვევებს და ე.წ. ბორდერიზაციას, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადების მიხედვით, ადგილობრივ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე წვდომას უზღუდავს. განხილვის თემა ასევე მარტში, ორი საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვა და ადგილობრივ მოსახლეობაზე მისი გავლენა იყო. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მორიგი, რიგით 47-ე შეხვედრა გალში 28 ივნისს გაიმართება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ქეთევან ციხელაშვილი - მიუღებელია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა
ქეთევან ციხელაშვილი - მიუღებელია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა
„რამდენიმე დღის წინ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, აფხაზი მონაწილეების მხრიდან, მოვისმინეთ ძალიან სამწ
წაკითხვა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა გიგა
წაკითხვა
გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა
გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა
გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში მსჯავრდებულს, რაშიდ კანჯი-ოღლი
წაკითხვა
გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულს სასჯელი დაუმძიმ​და
გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულს სასჯელი დაუმძიმ​და
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გიგა ოთხო
წაკითხვა
გიგა ოთხოზორიას დედა ითხოვს, რომ შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ძებნაში ინტერპოლი ჩაერთოს
გიგა ოთხოზორიას დედა ითხოვს, რომ შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ძებნაში ინტერპოლი ჩაერთოს
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია ითხოვს, რომ შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ რაშიდ კანჯი-
წაკითხვა
ქეთევან ციხელაშვილი ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს ესტუმრა
ქეთევან ციხელაშვილი ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს ესტუმრა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი  გასულ წელს სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას
წაკითხვა
ე.წ ლუკავას საქმე - დაკავებულის მეუღლე ლალი ბასარია შიმშილობის დაწყებას გეგმავს
ე.წ ლუკავას საქმე - დაკავებულის მეუღლე ლალი ბასარია შიმშილობის დაწყებას გეგმავს
ექვსი წლის წინ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მოქალაქის საკითხი ისევ ღიად რჩება. 
წაკითხვა
ოთხოზორიას მკველობის საქმე - „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას ინტერპოლთან აქტიურ ტანამშრომლობას სთხოვს
ოთხოზორიას მკველობის საქმე - „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას ინტერპოლთან აქტიურ ტანამშრომლობას სთხოვს
„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას ოთხოზორიას მკველობის საქმესთან დაკავშირებით ინტერპოლთან აქტიურად თანამშრომლობას სთხოვს. 
წაკითხვა