საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/167782.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

2514

გენეტიკური ინჟინერიის გამოყენებით, მეცნიერებს სიცხის ამტანი ძროხის გამოყვანა სურთ

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-01 20:25:00

ფლორიდის საკვებისა და აგრარული მეცნიერებების ინსტიტუტის უნივერსიტეტმა  (UF/IFAS) წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც, ძროხები უფრო გამძლენი უნდა გახდნენ გლობალური დათბობის შედეგად გაზრდილი ტემპერატურისადმი. პროექტმა 733 000$-ის ოდენობის სამწლიანი ფედერალური გრანტი მიიღო. 

მეცნიერთა გეგმის მიზანია კლიმატის ცვლილების პირობებში შეინარჩუნონ ხარისხიანი სახორცე ძროხები და გაზარდონ ეფექტიანობა. პირველი ნაბიჯია კვლევის ჩატარება იმ ძროხებზე, რომლებიც სიცხეს ახლაც მშვენივრად იტანენ. 

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ბრანგუსის ძროხის შესწავლის შედეგად დაადგენენ თუ როგორ არეგულირებს იგი თავის სხეულის ტემპერატურას, რის შედეგადაც, ის თავს განსაკუთრებით კარგად გრძნობს ცხელ კლიმატში. მას შემდეგ, რაც ამ ყოველივეს გაარკვევენ, მეცნიერებს გენების რედაქტირების ტექნიკის გამოყენება შეეძლებათ, რათა იგივე შესაძლებლობა სხვა ჯიშებსაც გადასცენ. 

UF/IFAS-ის ცხოველთა მეცნიერებების ასოცირებულმა პროფესორმა, დოქტორმა რეიჩელ  მატესკუმ Digital Trends-ს განუცხადა: 

„სიცხით გამოწვეული სტრესი ცხოველებში ცილების წარმოების შემცირების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია, რაც აზიანებს ძროხების ჯანმრთელობას სუბტროპიკულ და ტროპიკულ რეგიონებში. მოსალოდნელია, რომ ისინი კიდევ უფრო მეტი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან კლიმატის დრამატული ცვლილების გამო. სიცხის სტრესისათვის თავის გართმევა სასწრაფოდ საჭიროა, რათა გაიზარდოს მსხვილფეხა საქონლის ინდუსტრიის პროდუქტიულობა აშშ-ში და საფრთხე არ დაემუქროს საკვების წყაროებს მთელ მსოფლიოში. 

კლიმატის ცვლილება ფუნდამენტურად ცვლის მსოფლიოს. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ზოგიერთი სახეობის, მათ შორის ადამიანის გენეტიკასაც კი ცვლის. გარდა ამისა, იცვლება მთლიანი ეკოსისტემის ფუნქციონირებაც. 

ამ პროექტის დაფინანსება კარგი შანსია გენების რედაქტირების ტექნოლოგიური პროგრესის წარმოსაჩენად. 

გენების რედაქტირება პირველად 2013 წელს წარმოადგინეს და მას შემდეგ, მისი გამოყენებით უთვალავი კვლევა წარიმართა. 

ძალიან ნათელი ჩანს გენების რედაქტირების მომავალი: წელსვე დაგეგმილია მრავალი ცდა, მათ შორის ვირუსის მოდიფიცირება, რომელმაც ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერია უნდა მოკლას. 

მიუხედავად იმისა, რომ უფრო ლოგიკური ჩანს, ვებრძოლოთ თავად გლობალურ დათბობას და არა მის შედეგებს, იმ შემთხვევაში, თუ დათბობის წინააღმდეგ გადადგმული ყველა ნაბიჯი წარუმატებელი აღმოჩნდა, ერთადერთ გზად ალბათ რჩება დაახლოებით ის, რაც სამეცნიერო ფანტასტიკაში გვინახავს, მაგალითად გენეტიკური სახის შეცვლა ანდა სხვა პლანეტაზე გადასახლება

მომზადებულია Digital Trends-ისა და futurism.com-ის მიხედვით 

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ნელამავალნი — დედამიწის ყველაზე გამძლე არსებათა წარმომავლობა გარკვეულია
ნელამავალნი — დედამიწის ყველაზე გამძლე არსებათა წარმომავლობა გარკვეულია
ნელამავალთა გენომის ახალმა ანალიზებმა მსო
წაკითხვა
ციცქნა არსება, რომელიც ყველა აპოკალიფსს გადაურჩება და დედამიწის ერთადერთ მკვიდრად დარჩება
ციცქნა არსება, რომელიც ყველა აპოკალიფსს გადაურჩება და დედამიწის ერთადერთ მკვიდრად დარჩება
ასტეროიდის დაცემა,
წაკითხვა
უცნაური უძველესი არსება, რომელიც დარვინს მისტიკაში აგდებდა - წარმომავლობა ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
უცნაური უძველესი არსება, რომელიც დარვინს მისტიკაში აგდებდა - წარმომავლობა ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
უმეტეს ძუძუმწოვართაგან განსხვავებით, მას
წაკითხვა
10 ცხოველი, რომლებიც ადამიანებზე დიდხანს ცოცხლობენ
10 ცხოველი, რომლებიც ადამიანებზე დიდხანს ცოცხლობენ
თუკი ადამიანებს სამარადისო სიცოცხლის რაიმ
წაკითხვა
თსუ-ში ბაქტერიოფაგის აღმოჩენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა
თსუ-ში ბაქტერიოფაგის აღმოჩენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაქტერიოფაგის აღმოჩენის 100 წლისთავისადმი მოძღვნილი კონფერენცია გაიხსნა. 
წაკითხვა
სამი ძროხა მიწისძვრის ეპიცენტრში - ვიდეო ინტერნეტიდან
სამი ძროხა მიწისძვრის ეპიცენტრში - ვიდეო ინტერნეტიდან
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელიც ახალ ზელანდიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგაა გადაღ
წაკითხვა
Google-ის კამერამ კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, ძროხის სახე გააბუნდოვნა
Google-ის კამერამ კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, ძროხის სახე გააბუნდოვნა
კემბრიჯში, Google-ის ქუჩის ხედის კამერამ
წაკითხვა
მეცნიერებმა ძროხის შარდში ოქრო აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ძროხის შარდში ოქრო აღმოაჩინეს
ოთხწლიანი კვლევის შემდეგ, ჯუნგადაჰის (ინდ
წაკითხვა