„მაგარ შარში ხართ“ - ზიმბაბვეს პრეზიდენტი მუგაბე ოპონენტებს აფრთხილებს / ISIS-ის მორიგი ტერაქტი სირიაში
კომუნიკატორი | 28 ივლისი, 2016
► სირიაში ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ, ქურთისტანის სამხედრო შენაერთების შტაბ-ბინასთან ტერორისტული აქტი განახორციელა - აფეთქებას 50 ადამიანი ემსხვერპლა; ► ადამიანისთვის, რომელიც ნიცის ტერაქტის დროს ტერორისტის სატვირთო მანქანას თავისი მოტოციკლეტით ბორბლებში შეუვარდა, ინტერნეტით ახალი მოტოციკლის ფული შეუგროვეს - "ვცდილობდი ტერორისტის გადმოგდებას მანქანის კაბინიდან, თუმცა უშედეგოდ. მას იარაღმა უმტყუნა და ამიტომ რევოლვერის ტარს ხელებში მირტყამდა. მას სახეზე არანაირი ემოცია არ აღენიშნებოდა", - განაცხადა მოტოციკლისტმა ფრანკმა თავის პირველ ინტერვიუში; ► "მაგარ შარში ხართ" - ზიმბაბვეს პრეზიდენტ მუგაბე ოპონენტებს აფრთხილებს; ► ობამა: "ჩვენ არ გვყოლია ისეთი კომპეტენტური საპრეზიდენტო კანდიდატი, არც მე, არც ბილ კლინტონი, არც ქალი და არც კაცი, როგორიც დღეს ჰილარი კლინტონია"; ► გადაუღებელმა წვიმებმა ტიბეტში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია - სტიქიამ 60 სოფელი და 16 დაბა დააზიანა.
წაკითხვა