საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/136365.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

4571

როგორ ჟღერდა ეცის ყინულის კაცის ხმა?

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-09-22 19:10:00

უკვე ვიცით, რომ ყინულის კაცი ეცი ტანსაცმელს ატარებდა მაშინ, როდესაც 5000-ზე მეტი წლის წინ იტალიის ალპებში მოკვდა; ისიც ვიცით თუ რამდენი ტატუ ჰქონდა მას სხეულზე.

ამჯერად, მეცნიერებმა კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწიეს წინ: აღადგინეს ეცის ხმის ყველაზე მიახლოებული ვარიანტი.

იტალიის ქალაქ ბოლცანოს ცენტრალური ჰოსპიტალის მეცნიერებმა CT სკანერის გამოყენებით გამოიკვლიეს ცნობილი მუმიის ხმის სიმების, ყელისა და პირის სტრუქტურა, რის შემდეგაც საშუალება მიეცათ ციფრულად აღედგინათ ის ჟღერადობა, თუ როგორ წარმოთქვამდა ეცი იტალიურ ხმოვნებს.

მათ მონაცემებზე დაყრდნობით ნათელი ხდება, რომ ეცი საუბრობდა ღრმა, ჟღრიალა ხმით:


„ვერ ვიტყვით, რომ ეცის ორიგინალი ხმა აღვადგინეთ, რადგან ამ მუმიის შესახებ არ გვაქვს ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, თუმცა ვოკალური ტრაქტისა და ხმის სიმების სიგრძის გაზომვით, შესაძლებლობა მოგვეცა აღგვედგინა მუმიის ნამდვილ ხმასთან ძალიან მიახლოებული ხმა. ეს საწყისი წერტილია შემდეგი კვლევებისთვის“, — უთხრა Discovery News-ს წამყვანმა მკვლევარმა როლანდო ფუციოსმა.

მუმიის ხმის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ, ეცის აღმოჩენის 25 წლისთავის აღსანიშნავ შეხვედრაზე მოხდა ევროპული კვლევების აკადემიაში (EURAC), რომელიც მუმიებს იკვლევს. 

ეცის ყინულის კაცი წარმოადგენს ალპებში ნაპოვნ ენეოლითის ხანის ადამიანის ყინულოვან მუმიას, რომელსაც 1991 წელს ეცტალის ალპებში მიაკვლიეს, ავსტრიისა და იტალიის საზღვარზე. იგი დაახლოებით 5300 წლის წინ ცხოვრობდა. მუმია გადაიტანეს ინსბრუკის უნივერსიტეტში, სადაც იგი დასახელდა როგორც პირველყოფილი ადამიანი. ევროპაში ადამიანის უძველესი ბუნებრივი მუმიაა.

მუმია 1991 წლის 19 სექტემბერს, ნიურნბერგელმა ტურისტებმა ჰელმუტ და ერიკ სიმონებმა, მწვერვალ სიმილაუნის კალთებზე იპოვეს. თავდაპირველად მიიჩნიეს, რომ იგი ალპინისტის სხეული იყო. მუმია იმდენად იყო ჩაყინული ყინულში, რომ მათ პნევმატიკური დრელისა და ყინულმჭრელის გამოყენება დასჭირდათ, რის შედეგადაც მუმიის თეძო დაზიანდა. 

სხეული დეტალურად შეისწავლეს. ამჟამინდელი შეფასების თანახმად, „ეცის ყინულის კაცი“ სიცოცხლის ბოლო წლებში სიმაღლეში იყო დაახლოებით 165 სმ, იწონიდა დაახლოებით 50 კგ-ს. გარდაიცვალა დაახლოებით 45 წლის ასაკში. მუმიის წონა აღმოჩენისას მხოლოდ 13.750 კგ-ს შეადგენდა. 2012 წლის მაისში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მუმიის სისხლის უჯრედები ჯერ კიდევ დაუზიანებელია და შესაბამისად წარმოადგენს ოდესმე იდენტიფიცირებულ უძველესი სისხლის უჯრედებს. დადგინდა, რომ „ეცის ყინულის კაცი“ გარდაიცვალა მხარზე მიღებული ჭრილობით, სისხლდენით.

ნანოტექნოლოგიისა და ატომურ-ძალისმიერი მიკროსკოპის მეშვეობით მუმიაში აგრეთვე აღმოაჩინეს ფიბრინი — გაუხსნელი ცილოვანი ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება სისხლის შედედებისას. სხეული და მასთან დაკავშირებული ნივთები ამჟამად სამხრეთ ტიროლის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება. 

მომზადებულია Discovery News-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რას მოიცავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი
რას მოიცავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი
ახალი კონსტიტუციის მიღებიდან რამდენიმე თვეში ქვეყნის მთავარ დოკუმენტში პირველი ცვლილებები შევა. პროექტის ინიცირება პარლამენტში დღეს მოხდა,
წაკითხვა
 იან კელი: ჩვენ მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რომლის მიზანი არსებული კონსტიტუციის გაუმჯობესებაა
იან კელი: ჩვენ მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რომლის მიზანი არსებული კონსტიტუციის გაუმჯობესებაა
“ჩვენ მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს რომლის მიზანი არსებული კონსტიტუციის გაუმჯობესებაა ,”- განცხადებას ამერიკის ელჩი აკეთებს. 
წაკითხვა
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში სპეციალური კომისია მუშაობს
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში სპეციალური კომისია მუშაობს
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, შემთ
წაკითხვა
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
ვენეციის კომისიის მთავარი გზავნილი ღიად რჩება - იყო თუ არა კონსენსუსი თავიდანვე განწირული
ვენეციის კომისიის მთავარი გზავნილი ღიად რჩება - იყო თუ არა კონსენსუსი თავიდანვე განწირული
ვეტოს დაძლევის და საკონსტიტუციო რეფორმის
წაკითხვა
შსს წყნეთის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას და ვიდეომასალას აქვეყნებს
შსს წყნეთის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას და ვიდეომასალას აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო წყნეთის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას და ვიდეომასალას აქვეყნებს. 
წაკითხვა
წყნეთის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ოთხი პირია დაკავებული
წყნეთის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ოთხი პირია დაკავებული
წყნეთის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაც
წაკითხვა