საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
42358

არქეოლოგებმა უძველეს სამარხში დიდი ოდენობით მარიხუანა აღმოაჩინეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-10-07 19:12:00

სულ ახლახან, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ერთ-ერთი ყველაზე კარგად შენახული და საკმაოდ დიდი ოდენობის უძველესი მცენარე, რაც კი ოდესმე უპოვიათ. ბალახი 35 წლის მამაკაცის სამარხში აღმოჩნდა, რომელიც დაახლოებით 2 500 წლის წინ დაიღუპა.

მამაკაცი კავკასოიდურ რასას მიეკუთვნება და დამარხული იყო ხის საწოლზე მწოლიარე, თავქვეშ კი ლერწმებისგან გაკეთებული ბალიში ედო. მას მკერდზე 91 სმ სიგრძის მარიხუანას ღერების მთელი წყება ედო, რაც ბალახის ერთგვარ სუდარას ქმნიდა. 

„ეს უნიკალური აღმოჩენა მრავალ ახალ ინფორმაციას მოგვაწვდის პრეისტორიულ ცენტრალურ ევრაზიაში კანაფის რიტუალურ გამოყენებასთან დაკავშირებით. როგორც ირკვევა, ამ რეგიონში, ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე პირველ ათასწლეულში, მარიხუანას სარიტუალო ან სამედიცინო მიზნებისთვის იყენებდნენ“, — წერს არქეოლოგთა ჯგუფი.

ჯგუფის განცხადებით, რომელსაც ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ჰონგენ იანგი ხელმძღვანელობდა, ეს სამარხი ერთ-ერთი იყო იმ 240 სამარხს შორის, რომლებსაც მათ ქალაქ ტურფანის სიახლოვეს მიაკვლიეს, ჩრდილოეთ ჩინეთში, მონღოლეთის საზღვართან. 

რადიონახშირბადული დათარიღების მეთოდით ირკვევა, რომ მამაკაცი დაახლოებით 2400-2800 წლის წინ ცხოვრობდა. 


სავარაუდოდ, იგი გუშის სამეფოს მკვიდრი იყო; ეს კულტურა 3000-2000 წლის წინ ყვაოდა აბრეშუმის სავაჭრო გზის მთავარ ნაწილს მიეკუთვნებოდა.

არქეოლოგებს მარიხუანა ამ რეგიონის სამარხებში ადრეც აქვთ აღმოჩენილი, მათ შორის 1 კგ თესლისა თუ ფხვნილის ფორმით, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა სამარხში მთლიან მცენარეებს მიაგნეს.

გაყვავებული 13 მცენარიდან აღებული ნიმუშების მიხედვით, ჯგუფი ვარაუდობს, რომ ეს მარიხუანა ადგილობრივია, იქვე იზრდებოდა, რადგან დამარხვის მომენტში ის ცოცხალი, ახალი მოწყვეტილი უნდა ყოფილიყო.  

ამჟამად, არქეოლოგები ცდილობენ გაარკვიონ თუ რატომ იყო მარიხუანა ასე გავრცელებული და მნიშვნელოვანი ტურფანის რეგიონის მაცხოვრებელთათვის.

არსებობს ორი ჰიპოთეზა. პირველი: მცენარე გამოიყენებოდა ქსოვილის მისაღებად; მეორე: ადგილობრივები მას განწყობის შექმნის მიზნით ეწეოდნენ, ამავე დროს ის შესაძლებელია დაკავშირებული იყო გარკვეულ სპირიტუალურ რიტუალებთან ან გამოიყენებოდა როგორც სამკურნალო საშუალება.

იქიდან გამომდინარე, რომ მიმდებარე რეგიონის სამარხებში კანაფისგან დამზადებული ბოჭკო აღმოჩენილი არაა, არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მოსაწევად ან ჩაის სახით იყენებდა, სავარაუდოდ სამედიცინო ან რიტუალური მიზნებისთვის.

ჯგუფის ნაშრომი Economic Botany-ში გამოქვეყნდა. 






მომხადებულია National Geographic-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
ვიკინგების სამარხში აღმოჩენილ ტანსაცმელზე ამოქარგული სიტყვა „ალაჰი“ იპოვეს
ვიკინგების სამარხში აღმოჩენილ ტანსაცმელზე ამოქარგული სიტყვა „ალაჰი“ იპოვეს
უძველეს ვიკინგურ სამარხში ათწლეულების წინ
წაკითხვა
4000 წლის სამარხში თავმოჭრილი ბაყაყებით სავსე ქილა აღმოაჩინეს
4000 წლის სამარხში თავმოჭრილი ბაყაყებით სავსე ქილა აღმოაჩინეს
იერუსალიმში აღმოჩენილი 4000 წლის სამარხი
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტა
წაკითხვა
შუა საუკუნეების სასაფლაოზე არქეოლოგებმა უცნაური არსების სამარხი აღმოაჩინეს
შუა საუკუნეების სასაფლაოზე არქეოლოგებმა უცნაური არსების სამარხი აღმოაჩინეს
ინგლისის არხში მიმდინარე სამკვირიანი არქე
წაკითხვა
ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოჩენილ სამარხზე არქეოლოგიური კვლევის სამუშაოები დაიწყება
ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოჩენილ სამარხზე არქეოლოგიური კვლევის სამუშაოები დაიწყება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოჩენილ სამარხზე კულტურული მემკვიდრეობ
წაკითხვა