| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/139483.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 შავი ზღვის ფსკერზე დიდი რაოდენობით უძველესი, ჩაძირული გემი აღმოაჩინესმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-10-25 21:45:00
საზღვაო არქეოლოგებმა შავი ზღვის ფსკერზე მოულოდნელად აღმოაჩინეს 41 ჩაძირული გემი. უნიკალური აღმოჩენა მაშინ გაკეთდა, როდესაც მკვლევართა ჯგუფი ახალი, დისტანციურად მართვადი ხელსაწყოების საშუალებით ბულგარეთის სანაპიროების ფსკერის სკანირებას ახდენდა. მათი მიზანი იყო შეესწავლათ როგორ აიწია ამ რეგიონში წყლის დონემ საკმაოდ სწრაფად ბოლო გამყინვარების შემდეგ. „გემები სრულიად მოულოდნელი, მაგრამ შთამბეჭდავი აღმოჩენაა, რაც ვრცელი გეოფიზიკური კვლევის დროს მოხდა. შავი ზღვის ზედაპირიდან 150 მეტრს ქვემოთ არსებული ჰიპოქსიური გარემოს წყალობით (ჟანგბადის ნაკლებობა), ისინი საოცრად კარგადაა შემონახული“, — აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, ბრიტანეთის საუთჰემპტონის უნივერსიტეტიდან, ჯონ ადამსი. ორი ახალი წყალქვეშა მავალის წყალობით, შავი ზღვის საზღვაო არქეოლოგიის ჯგუფს შესაძლებლობა ჰქონდა ჩაძირული გემები საოცრად დეტალურად გადაეღო. ეს ხელსაწყოები ზღვის ფსკერის გეოფიზიკურ მონაცემებს იწერენ და კვლევით გემს გადასცემენ, რომელთანაც არიან დაკავშირებულნი. ერთ-ერთი მავალი აღჭურვილი მაღალი რეზოლუციის კამერით, რამაც ჯგუფს შესაძლებლობა მისცა მიეღოთ 3D ფოტოები. აღსანიშნავია, რომ წყალქვეშა მავალებმა 1800 მეტრის სიღრმიდან სულ 1 250 კმ ტერიტორია დაფარეს. არქეოლოგებს იმედი აქვთ, რომ ახლად აღმოჩენილი ჩაძირული გემები დაეხმარება მათ ნათელი მოჰფინონ თუ როგორ იყენებდნენ უძველესი კულტურები ზღვას. როგორც ჯგუფმა დაადგინა, გემების ნაწილი ოსმალეთის იმპერიას მიეკუთვნება, ნაწილი კი ბიზანტიას. შემდეგი ნაბიჯი გემების დეტალური შესწავლა იქნება. ჯერჯერობით უცნობია რა იმალება თავად ხომალდებს შიგნით. ჩაძირული გემების აღმოჩენა ჯგუფის ძირითადი მიზანი არ ყოფილა — მათი პროექტი ფოკუსირებულია დედამიწის ისტორიის მანძილზე ზღვის დონის ცვლილების შესწავლაზე.
წყალქვეშა სამეცნიერო მავალი, რომლის საშუალებითაც არქეოლოგები ზღის ფსკერს იკვლევენ
წყარო: southampton.ac.uk დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
შავ ზღვაში სატვირთო ხომალდი ჩაიძირა
შავ ზღვაში სატვირთო ხომალდი ჩაიძირა. მაშველებმა ოთხი მეზღვაურის ცხედარი ამოიყვანეს.
წაკითხვა
შავი ზღვის დაცვის ეროვნული სტრატეგია - რა პრობლემებზე საუბრობენ სპეციალსიტები
საქართველო შავი ზღვის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე იწყებს მუშაობს.
წაკითხვა
საქართველო შავი ზღვის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობს იწყებს
საქართველო შავი ზღვის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე იწყებს მუშაობს.
წაკითხვა
„როსნეფტი“ შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებაზე უარს ამბობს
„როსნეფტი“ შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებაზე უარს ამბობს - მიზეზი ევროკავშირის სანქციებია. კომპა
წაკითხვა
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
შავ ზღვაზე ოთხბალიანი შტორმია
შავი ზღვის აჭარის აკვატორიაში მეორე დღეა
წაკითხვა
|