საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/150219.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

4035

აღმოჩენილია მკვდარი ზღვის ხელნაწერთა კიდევ ერთი მღვიმე

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-02-10 22:19:00

მკვდარი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაპირებთან მდებარე არქეოლოგიურ ძეგლ კუმრანის კლდეებზე ჩატარებული გათხრების შედეგად, აღმოჩენილია გამოქვაბული, რომელიც სავსეა ხელნაწერთა გრაგნილების შესანახი ჭურჭლით. არტეფაქტები ზუსტად იმავე პერიოდით თარიღდება, რითაც ე. წ. მკვდარი ზღვის ხელნაწერები.

უძველეს ტექსტთა ეს კოლექცია რომელსაც ამ რეგიონისთვის უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია, მოიცავს ბიბლიის ერთ-ერთ უძველეს ხელნაწერებს. გრაგნილები 1940-1950-იან წლებში, ქუმრანის სიახლოვეს, 11 სხვადასხვა მღვიმეში აღმოაჩინეს; არქეოლოგთა თქმით, ახლახან აღმოჩენილი გამოქვაბული სავარაუდოდ მათ რიცხვს შეემატება.

„ამაღელვებელი გათხრების შედეგად, ძალიან ახლოს ვართ, რომ 60 წლის შემდეგ, მკვდარი ზღვის ახალი ხელნაწერები აღმოვაჩინოთ“, — ამბობს ებრაული უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი, გათხრების ხელმძღვანელი ორენ გუტფელდი.

„ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ მკვდარი ზღვის ხელნაწერები მხოლოდ 11 მღვიმეში იყო აღმოჩენილი, თუმცა ახლა ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ მეთორმეტეც ვიპოვეთ“.

მიუხედავად იმისა, რომ გუტფელდი დარწმუნებულია, უნდა აღინიშნოს, რომ ახლად გათხრილ მღვიმეში რეალური ხელნაწერები არ აღმოჩენილა.

თუმცა, როგორც მტკიცებულებები მიუთითებს, ერთ დროს, მღვიმეში მართლაც ყოფილა მკვდარი ზღვის ხელნაწერების პერიოდის ხელნაწერები, მაგრამ ყოველგვარი ღირებული შემდეგში გაძარცვულა.

აღმოჩენილ ნივთებს შორისაა ჭურჭელი, რომლებსაც სპეციალურად ხელნაწერთა შესანახად ამზადებდნენ, ასევე ერთი ცარიელი პერგამენტი, რომელსაც საწერად იყენებდნენ.

გატეხილია ყოველი ჭურჭელი; გარდა ერთი ეტრატისა, ქილებიდან ყველა ეტრატი ამოღებულია.

მღვიმეში აღმოჩენილია 1950-იან წლებში ნაპოვნის მსგავსი წერაქვის თავიც, რომელსაც არქეოლოგები ბედუინებს უკავშრებენ — რეგიონის მომთაბარე ხალხს, რომლებმაც ეს მღვიმეც იმავე პერიოდში გაძარცვეს, რომელშიც 11 დანარჩენი. 

იმის გასაანალიზებლად თუ რამდენად ღირებულია ეს ხელნაწერები, უნდა აღინიშნოს, რომ ლიბერთის უნივერსიტეტის ბიბლიის მუზეუმის მონაცემებით, ორიგინალ ხელნაწერთა ფრჩხილის ზომის ფრაგმენტის ფასი 1 000 000 $ მილიონს აღწევს. 

„მიუხედავად იმისა, რომ ხელნაწერებს ამ დრომდე ვერ მივაკვლიეთ და აღმოვაჩინეთ მხოლოდ სუფთა პერგამენტი, ეჭვგარეშეა, რომ მღვიმეში მრავალ ხელნაწერი ინახებოდა, რომლებიც შემდეგ მოიპარეს“, — ამბობს გუტფელდი. 

ნივთები მეორე ტაძრის პერიოდით, ძვ. წ. 530 – 70 წლებით თარიღდება.

ამჟამად ჩვენთვის ცნობილი მკვდარი ზღვის 981 ხელნაწერი მოიცავს როგორც ბიბლიურ, ისე არაბიბლიურ ჩანაწერებს, რომლებიც ძვ. წ. III - ახ. წ. I საუკუნეებს ეკუთვნის.

11 მღვიმეში აღმოჩენილი ხელნაწერები ამჟამად მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა მიმობნეული სხვადასხვა მუზეუმში. 

გუტფელდის თქმით, ზოგიერთი მათგანის წარმომავლობა უცნობია და არსებობს ვარაუდი, რომ ისინი შესაძლოა თავდაპირველად სწორედ აქ, ახლად აღმოჩენილ მღვიმეში ინახებოდა.












მომზადებულია new.huji.ac.il-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტა
წაკითხვა
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს. სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს. სამნავიანი ბაზილიკა, სავარაუდოდ, ამაღლების დღესასწაული
წაკითხვა
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, სოფელ
წაკითხვა
ჩინეთში 5000 წლის წინანდელი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები აღმოაჩინეს
ჩინეთში 5000 წლის წინანდელი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები აღმოაჩინეს
არქეოლოგების განსაცვიფრებელი აღმოჩენა ჩინ
წაკითხვა
მექსიკაში, ტეოტიუაკანის მთვარის პირამიდის ქვეშ საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს
მექსიკაში, ტეოტიუაკანის მთვარის პირამიდის ქვეშ საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს
კომპიუტერული სკანირების ტექნოლოგიით, მექს
წაკითხვა