| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/151443.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ეპიდემია, რომელიც შესაძლოა აცტეკების ცივილიზაციის დამხობის მიზეზი გახდამიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-02-22 21:30:00
1519 წელს, როდესაც ესპანელები მექსიკას მიადგნენ, ადგილობრივი მოსახლეობა დაახლოებით 25 მილიონ ადამიანს ითვლიდა. ერთი საუკუნის შემდეგ, დარჩა მხოლოდ 1 მილიონი კაცი, რისი ძირითადი მიზეზიც ოკეანისგაღმიდან მოტანილი დაავადებების აფეთქება იყო. მიუხედავად მრავალი ვერსიისა, ამ დრომდე უცნობი რჩებოდა ის ზუსტი დაავადებები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აცტეკთა საზოგადოების კოლაფსში. თუმცა ამჯერად, მეცნიერებმა წარმოადგინეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ეპიდემიების ბაქტერიათა დნმ-ის პირველი მტკიცებულება; როგორც ირკვევა, ყველაფრის მიზეზი შესაძლოა სალმონელას მომაკვდინებელი ეპიდემია გახდა. აცტეკების ცივილიზაციის დაცემა მრავალი მომაჯადოებელი ამბის წყარო გახდა და როგორც საყოველთაოდ მიიჩნეოდა, პროცესში ჩართული იყო სხვადასხვა ფაქტორი — ძირითადად ესპანელთა ძალების მისვლა, რასაც ადგილობრივ მოსახლეობაში რამდენიმე ევროპული დაავადების აფეთქება მოჰყვა. ეპიდემიათა აფეთქებებს შორის ყველაზე უარესი კოკოლიცტლის სახელითაა ცნობილი, რაც აცტეკთა ენა ნაუატლიზე „შავ ჭირს“ ნიშნავს. ცნობილია, რომ 1545-1550 წლებს შორის მიმდინარე კოკოლიცტლის დროს ადგილობრივი მოსახლეობის 80% დაიღუპა. „1545 წლის კოკოლიცტლის ეპიდემია ახალი სამყაროს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამანადგურებელ ეპიდემიადაა მიჩნეული“, — წერია მაქს პლანკის ადამიანის ისტორიის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში. აქამდე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ მძვინვარებდა წითელას, ყვავილისა და ტიფის ეპიდემიები. 2002 წელს გამოქვეყნებული კვლევა კი ვარაუდობდა, რომ სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი იყო ვირუსული ჰემორაგიული ცხელება, რასაც კიდევ უფრო ამწვავებდა გვალვა. მაგრამ აქამდე, არც ერთი ეს ჰიპოთეზა დნმ-ის მტკიცებულების დონეზე არ დადასტურებულა. ამჯერად, მაქს პლანკის ინსტიტუტის მკვლევრებმა წარმოადგინეს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, აფეთქების მიზეზი სინამდვილეში შესაძლოა ყოფილიყო სალმონელას პრიმიტიული და მომაკვდინებელი ფორმა. აცტეკთა ეპიდემიების მიზეზების გარკვევის მცდელობისას, მკვლევრებმა შეისწავლეს სამხრეთ მექსიკაში, ოახაკის შტატის მაღალმთიანეთში არსებული სამარხები, რომლებშიც დიდი ძალისხმევის შედეგად, 29 ჩონჩხს კბილებიდან დნმ აუღეს; გაირკვა, რომ 24 მათგანი 1545-1550 წლებში მძვინვარე ეპიდემიების შედეგად იყო დაღუპული. ჯგუფმა ერთმანეთისგან განაცალკევა ბაქტერიული და ადამიანთა დნმ; მიღებული შედეგები შემდეგ 2 700-ზე მეტ თანამედროვე ბაქტერიულ გენომს შეადარა. გაირკვა, რომ მათ მიერ გამოკვლეული რამდენიმე ადამიანი ინფიცირებული ყოფილა Salmonella enterica-ს მომაკვდინებული შტამით, რომელსაც Salmonella Paratyphi C-ს უწოდებენ. დღეისათვის, Salmonella Paratyphi C სალმონელას უკიდურესად იშვიათი შტამია, თუმცა ხანდახან ჯერ კიდევ ჩნდება, ძირითადად განვითარებად სამყაროში. ინფექცია ფეკალიების გზით ვრცელდება და ტიფურ ცხელებას იწვევს — ტიფის მსგავს დაავადებას. მკურნალობის გარეშე, იგი დაავადებული ადამიანების 10-15%-ს კლავს. „ვვარაუდობთ, რომ Salmonella Paratyphi C-მ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1545 წლის კოკოლიცტლის აფეთქების დროს მექსიკის მოსახლეობის შემცირებაში“, — ასკვნიან მკვლევრები. ეს გახლავთ პოტენციურად პირველი გენეტიკური მტკიცებულება პათოგენისა, რომელმაც ევროპული კოლონიზაციის შემდეგ, აცტეკთა მოსახლეობა დასცა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის. ზოგიერთმა მკვლევარმა ისიც შენიშნა, რომ კვლევის დროს გამოყენებული ტექნიკას ვერ შესძლებდა რომელიმე ვირუსიდან იმ დნმ-ის აღებას, რომელიც შესაძლოა კოკოლიცტლიში ყოფილიყო ჩართული. შესაბამისად, ისიც შეიძლება, რომ „ფაზლის“ ერთი დიდი ნაწილი გვაკლდეს. როგორც კვლევის ავტორებმა Nature-ს განუცხადეს, ისინი კვლევის შესახებ კომენტარს ჯერ ვერ გააკეთებენ, რადგან ნაშრომი უკვე გამოქვეყნებულია რეცენზირებამდელ ჟურნალში, შესაბამისად, აღმოჩენის სამომავლო დადასტურებამდე ბევრი დრო აღარ უნდა იყოს დარჩენილი. მათ ჰიპოთეზას ამყარებს სხვა ჯგუფის მიერ ჩატარებული კიდევ ერთი კვლევა, რომელიც გასულ კვირას bioRxiv-ზე გამოქვეყნდა. ამ კვლევის შედეგად, ევროპაში Salmonella Paratyphi C-ი 300 წლით ადრე ფიქსირდება, ვიდრე იგი მექსიკაში გამანადგურებელ შედეგებს გამოიწვევდა. ამ კვლევის ფარგლებში, ანალიზები ჩაუტარდა ნორვეგიაში აღმოჩენილ, ახ. წ. 1200 წლით დათარიღებულ ახალგაზრდა ქალის ბაქტერიულ გენომს. კვლევას ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის ვარვიკის უნივერსიტეტის მეცნიერი მარკ ეხტმანი. ეს გახლავთ სალმონელას Paratyphi C შტამის დღემდე ცნობილი ყველაზე ადრეული ნიმუში, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს, რომ ეს შტამი ევროპაში ცირკულირებდა მანამ, სანამ ევროპელი მოსახლეები მექსიკას მიადგებოდნენ. ეს ყველაფერი კიდევ არაა საკმარისი ორი აღმოჩენის ერთმანეთთან დასაკავშირებლად, მაგრამ ნამდვილად არის კარგი საწყისი წერტილი, — უთხრა Nature-ს კანადის მაკ-მასტერის უნივერსიტეტის მკვლევარმა ჰენდრიკ პოინარმა. „ახლა ნამდვილად გვსურს, ეს ორი შტამი ერთად ვიხილოთ“, — განმარტავს იგი. იმისათვის რათა უკეთ გავიგოთ თუ რამ გამოიწვია ის მომაკვდინებელი ეპიდემიები, რომლებმაც აცტეკთა საზოგადოება მიწის პირისგან აღგავა — საჭიროა ვიპოვოთ იმ პერიოდის უფრო მეტი გენომი როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში. მომზადებულია nature.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტა
წაკითხვა
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს. სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს. სამნავიანი ბაზილიკა, სავარაუდოდ, ამაღლების დღესასწაული
წაკითხვა
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, სოფელ
წაკითხვა
ჩინეთში 5000 წლის წინანდელი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები აღმოაჩინეს
არქეოლოგების განსაცვიფრებელი აღმოჩენა ჩინ
წაკითხვა
მექსიკაში, ტეოტიუაკანის მთვარის პირამიდის ქვეშ საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს
კომპიუტერული სკანირების ტექნოლოგიით, მექს
წაკითხვა
|