| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/162380.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 NASA მისიას გაგზავნის ასტეროიდზე, რომელიც 10 000 $ კვადრილიონის ღირებულების მეტალს შეიცავსმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-25 19:38:00
შესაძლოა NASA-მ მარსზე ადამიანთა გაგზავნა კიდევ გადაავადოს, მაგრამ სააგენტოს უკვე აქვს სწრაფი გეგმა, ხომალდი გაგზავნოს 16 ფსიქეზე — ასტეროიდზე, რომელიც თითქმის მთლიანად რკინისა და ნიკელისგან შედგება. ასტეროიდის მხოლოდ რკინის მარაგი 10 000 კვადრილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული (კვადრილიონი = 1 000 000 000 000 000). თუკი რამენაირად შევძლებდით ფსიქეს მინერალების მოპოვებასა და დედამიწაზე ჩამოტანას, აღმოვჩნდებოდით გლობალური ეკონომიკის სრული კოლაფსი წინაშე. საბედნიეროდ, NASA მხოლოდ დაკვირვებებს გეგმავს და არა გათხრებს. „საკმაოდ უცნაური ობიექტია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელში ჩავიგდებთ მისი მეტალის დიდ ნაჭერს და დედამიწაზე ჩამოვიტანთ, რას გავაკეთებდით?“, — ამბობს NASA-ს მისიების უფროსი მეცნიერი ლინდი ელკინს-ტანტონი. „უნდა დავმალოთ გლობალური რესურსების კონტროლს მიღმა, ზუსტად ისე, როგორც ალმასები კონტროლდება კორპორაციების მიერ და დავიცვათ ბაზარი? იქნებ სამუდამოდ გადაგვეწყვიტა კაცობრიობის პრობლემა მეტალის რესურსებთან დაკავშირებით? — ეს ყველაფერი ნამდვილად ფართო სპეკულაციათა საგანია“. ასტეროიდს სახელი ეწოდა ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟ ფსიქეს პატივსაცემად; ფსიქე ადამიანი იყო, რომელმაც უკვდავებას მიაღწია. 16 ფსიქე ასტეროიდთა სარტყელში აღმოჩენილი ერთ-ერთი ყველაზე მასიური ასტეროიდია. ასტეროიდთა სარტყელი მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის მდებარე მტვრიანი რეგიონია. 16 ფსიქეს დიამეტრი 240 კმ-ია და ახლოსაც კი არაა ასტეროიდთა სარტყელში მდებარე ზოგიერთი დიდი ასტეროიდის ზომებთან, მაგალითად 965 კმ დიამეტრის მქონე ცერერასთან, მაგრამ 16 ფსიქე ყველასაგან გამოირჩევა სულ სხვა რამით — იგი ასტეროიდთა სარტყლის ყველაზე დიდი რკინის სხეულია. თუკი NASA-ს მისია წარმატებული აღმოჩნდა, ეს იქნება კაცობრიობის პირველი შანსი გამოიკვლიოს მთლიანად რკინისგან და არა კლდისა და ყინულისგან შედგენილი კოსმოსური სხეული. თავდაპირველად, აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ 16 ფსიქეს მისიას 2023 წელს გაუშვებდა, მაგრამ ამჟამად, თარიღმა უკან გადმოიწია და მისიის დასაწყისად 2022 წლის ზაფხული დაასახელა. ყველაზე კარგი ამბავი კი ისაა, რომ NASA-ს ზონდი ასტეროიდზე 4 წლით უფრო ადრე მივა, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი. აღმოჩენილია ახალი, ეფექტიანი ტრაექტორია, რომელიც ზონდს დანიშნულების ადგილას 2026 წლისთვის მიიყვანს. მისიის დაჩქარების მიზეზი ალბათ ისაა, რომ საქმე ეხება ობიექტს, რომელიც აბსოლუტურად უნიკალურია მზის სისტემაში — წარმოადგენს მთლიანად რკინის შიშველ ბირთვს. უცნობია როგორ დარჩა 16 ფსიქე ქანებისა და ყინულის „სამოსის“ გარეშე, მაგრამ მეცნიერები ეჭვობენ, რომ სილიკატებისაგან შემდგარი მისი მანტია და ქერქი მთლიანად უნდა გაენიავებინა ერთ ან რამდენიმე მძლავრ შეჯახებას, რის შედეგადაც, ასტეროიდის ზედაპირზე დღეისათვის სილიკატური ქანები მხოლოდ 10%-ს შეადგენს. ასევე საინტერესოა თუ როგორ შესძლო გამყარება სილიკატების გარეშე დარჩენილმა გამდნარმა ბირთვმა. „ეს მისია იქნება წარსულში მოგზაურობა, პლანეტურ შეზრდათა ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ პერიოდში, სადაც მზის სისტემის პირველი სხეულები ერთმანეთისგან დიდად არც განსხვავდებოდნენ, შეჯახებების შედეგად იფშხვნებოდნენ, ნაწევრდებოდნენ და ერთმანეთს შეეზრდებოდნენ“, — ამბობს ლინდი ელკინს-ტანტონი. „გარდა ამისა, ფაქტობრივად ეს გახლავთ დედამიწის ჯგუფის პლანეტათა და მთვარეთა ინტერიერის შემცვლელი კვლევა: მათ ბირთვამდე ჩაღწევა ჩვენ არ შეგვიძლია, თუმცა 16 ფსიქეს სახით ხელთ გვაქვს მათი ანალოგი“. მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მზის სისტემაში ვარსკვლავთშორისი ობიექტი შემოიჭრა
ამ დრომდე, ჩვენ მიერ დაფიქსირებული ყველა
წაკითხვა
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედ
წაკითხვა
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან.
წაკითხვა
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
25-28 სექტემბერს, საქართველოს NASA-ს მეცნ
წაკითხვა
რომელ ახლომდებარე ვარსკვლავებს შეუძლიათ დედამიწისკენ კომეტების ტყორცნა - ახალი კვლევა
ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის ასობით ათა
წაკითხვა
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
კოსმოსი შეიძლება ჯოჯოხეთიც იყოს, განსაკუთ
წაკითხვა
1 სექტემბერს, დედამიწას მოზრდილი ასტეროიდი ჩაუვლის
დედამიწის ორბიტის შიგნით, ათასობით სხეული
წაკითხვა
9 წლის ამერიკელმა ბიჭმა NASA-სგან წერილი მიიღო
ნიუ ჯერსიში მცხოვრებმა 9 წლის ბიჭმა NASA-
წაკითხვა
|