საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/163007.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

5264

„შეეხე მზეს“ - NASA მზის სიღრმეში ზონდს გაგზავნის

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-30 19:34:00

ხვალ, 31 მაისს, NASA საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგენს ახალ გეგმას, რომლის მიხედვითაც, კოსმოსური სააგენტო ზონდს გაგზავნის მზის ატმოსფეროს სიღრმეში. მისიას „შეეხე მზეს“ (touch the Sun) ეწოდება და ისტორიაში პირველია მსგავსი პროექტებს შორის. 

მისია  Solar Probe Plus-ის ფარგლებში ხორციელდება და სხვა ზონდებისგან განსხვავებით, იგი დაძლევს ტემპერატურასა და რადიაციას. მის მიერ შეგროვილი მონაცემები ასტრონომებს დაეხმარება წინასწარ გააკეთონ მზის შტორმების პროგნოზები და მრავალ ცნობას მიაწვდის ჩვენი ვარსკვლავის ზოგიერთი ღრმა საიდუმლოს შესახებ. 

1976 წელს, მზის ზედაპირს 40 მილიონ კილომეტრ მანძილზე მიუახლოვდა 370 კილოგრამიანი ზონდი Helios 2, რომლის მიზანიც მზის ქარებისა და კოსმოსური გამოსხივების შესწავლა იყო. 

მას შემდეგ, კაცობრიობამ ბევრად განავითარა ტექნოლოგიათა ქსელი, როგორც დედამიწის ორბიტაზე, ისე ზედაპირზე, რაც საკმაოდ მოწყვლადია მზიდან მომდინარე ისეთი საფრთხეების წინაშე, რომელთა შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით. 

მზის ექსტრემალურ აქტივობას შეუძლია წარმოუდგენლად დიდი ზიანი მიაყენოს თანამედროვე ტექნოლოგიებს; გარდა ამისა, დამუხტული ნაწილაკებისა და რადიაციის მკაცრი ქარებისგან დაცვა ესაჭიროებათ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა ჩვენი ატმოსფეროს მიღმა მოუწიოთ ცხოვრება.  

კაცობრიობის ცოდნის გაუმჯობესების მიზნით, NASA გეგმავს მზის კორონას უფრო მიუახლოვდეს, ვიდრე ეს Helios 2-მა შესძლო. 

ციცქნა, შეუპოვარი ზონდი მომავალი წლის აგვისტოში გაეშვება და გზად შვიდჯერ შემოუვლის ვენერას. მოგზაურობა შვიდ წელს გასტანს და საბოლოოდ, ზონდი მზის ზედაპირს, ფოტოსფეროს 6 მილიონ კილომეტრ მანძილზე მიუახლოვდება.  

შესაძლოა იფიქროთ, რომ ეს მანძილი არც თუ ისე მცირეა, თუმცა სულ ცხრაჯერ აღემატება მზის რადიუსს და საკმარისია იმისათვის, რათა სენსორები დააკვირდნენ მაგნიტურ ველს და დაიჭირონ მზის ნაწილაკები ისე, რომ ზონდი არ დაიწვას. 

ზონდს მოუწევს გაუძლოს 1 400° ცელსიუსს და შეინარჩუნოს მარგი ტვირთი. 

NASA-ს ამ საგმირო მისიის დეტალებზე გამოცემა ScienceAlert-ი ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის კვლევითი სკოლის მეცნიერს, ბრედ ტრაკერს ესაუბრა. 

„უდიდესი ტექნოლოგიური ნახტომია ამ მისიის სიცხისაგან დამცავი ფარი. მისი სისქე 11,5 სანტიმეტრია და შედგება ნახშირბადის კომპოზიტებისგან, რომელსაც შეუძლია გაუძლოს 1 400° ცელსიუს ტემპერატურას. ნახშირბადის კომპოზიტების გამოყენება გაცილებით უფრო რთული რამეების გაკეთების შესაძლებლობასაც მოგვცემს“. 

Solar Probe Plus-ის ღირებულება 1,5 $ მილიარდია. ზონდი გამოიყენებს წყლის ცირკულაციის სისტემას, რაც დაიცავს ინსტრუმენტებს, რომლებმაც უნდა გაზომონ მზის კორონას ელექტრული და მაგნიტური ველები, ელექტრონთა ტემპერატურა და პლაზმის სიმკვრივე. 

და რა თქმა უნდა, ზონდი ფოტოკამერითაც იქნება აღჭურვილი, რომელიც მზის სიღრმეში ჩაგვახედებს.  

„მზის აქტივობის განსაზღვრა და მისგან მომდინარე ამინდის პროგნოზირება გადამწყვეტია, თუკი ნამდვილად გვსურს უფრო მეტად ვიკვლიოთ კოსმოსი, ასევე, ვიმუშაოთ ან ვიცხოვროთ მთვარეზე თუ მარსზე“, — ამბობს ტაკერი. 

კიდევ ერთი ამოუხსნელი ასტრონომიული საიდუმლოა მზის კორონის უცნაური ტემპერატურა. 

მზის ზედაპირის (ფოტოსფეროს) ტემპერატურა 5 500 გრადუსი ცელსიუსია, რაც ზემოთ, კორონაში (გვირგვინი) კიდევ უფრო იზრდება და ტემპერატურა რამდენიმე მილიონ გრადუსამდე ადის. 

თუკი მზის ასტრონომიის მოყვარული ხართ, მოემზადეთ და არ გამოგრჩეთ პრესკონფერენციის პირდაპირი ეთერი NASA TV-ზე, 31 მაისს, თბილისის დროით 19:00 საათზე. 

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით  

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ჰყავს თუ არა მზეს ტყუპისცალი „სიკვდილის ვარსკვლავი“ - ნემესისის ვარსკვლავის თეორია
ჰყავს თუ არა მზეს ტყუპისცალი „სიკვდილის ვარსკვლავი“ - ნემესისის ვარსკვლავის თეორია
ნემესისი თეორიული ჯუჯა ვარსკვლავია, რომელ
წაკითხვა
რატომ შეიღება ბრიტანეთის თავზე ცა წითლად - უცნაური ფენომენი
რატომ შეიღება ბრიტანეთის თავზე ცა წითლად - უცნაური ფენომენი
ქარიშხალ ოფელიას, რომელმაც გუშინ ირლანდიი
წაკითხვა
რატომ არის მზის გვირგვინი მის ზედაპირზე ცხელი - ახალი თეორიის დამაჯერებელი პასუხი
რატომ არის მზის გვირგვინი მის ზედაპირზე ცხელი - ახალი თეორიის დამაჯერებელი პასუხი
ამერიკელ, იაპონელ და შვეიცარიელ მკვლევართა ჯგუფმა მიაგნო იმ ენერგიის შესაძლო წყაროს, რომელიც
წაკითხვა
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედ
წაკითხვა
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან.
წაკითხვა
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
25-28 სექტემბერს, საქართველოს NASA-ს მეცნ
წაკითხვა
მზეზე ათწლეულის უძლიერესი ამოფრქვევა მოხდა - დედამიწის კომუნიკაციები საფრთხეშია
მზეზე ათწლეულის უძლიერესი ამოფრქვევა მოხდა - დედამიწის კომუნიკაციები საფრთხეშია
დღეს დილით (6 სექტემბერი), მზეზე ორი უძლი
წაკითხვა
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
კოსმოსი შეიძლება ჯოჯოხეთიც იყოს, განსაკუთ
წაკითხვა