საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/178813.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

2017

ევროპარლამენტარი ლაიმა ანდრიკიენე - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მეტს მიაღწიეს და ჩვენც მეტი უნდა გავაკეთოთ მათთვის

ლევან ახალაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-13 17:06:00

ევროპარლამენტი ევროკავშირს საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავების რეკომენდაციას აძლევს. ნოემბერში დაგეგმილ სამიტამდე ორი თვით ადრე, ევროპელმა დეპუტატებმა მოამზადეს პროექტი, რომელშიც ევროკავშირის ინსტიტუტებს კონკრეტული ინიციატივებით მიმართავენ.  დოკუმენტის პირველი განხილვა სტრასბურგში 14 სექტემბერს გაიმართება. პირველი არხი ამ საკითხზე ერთ-ერთ მომხსენებელს, ლიტველ ევროპარლამენტარს, ლაიმა ანდრიკიენეს ესაუბრა.


 - რა ახალი რეკომენდაციები მოხვდა ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტაციებში და რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაში ?

 - ევროპარლამენტში ახლა ვმუშაობთ რეკომენდაციებზე. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის, რომელიც ნოემბერში ბრიუსელში გაიმართება. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ წინა  სამიტი, რომელიც რიგაში გაიმართა, წარმატებული იყო. მხედველობაში მაქვს არამხოლოდ სამიტის დროს მიღწეული შეთანხმებები, არამედ ის, რაც მოხდა სამიტის შემდეგ. ვგულისხმობ ასოცირების შეთანხმებას საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან, რომელიც უკვე ძალაშია, ასევე ყოვლისმომცველი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას,  უვიზო მიმოსვლის დაწესებას. ჩვენი სურვილია, რომ ბრიუსელის სამიტიც ასეთივე წარმატებული იყოს. ეს არ იქნება მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის. ველოდები, რომ სამიტი იქნება მომავალზე ორიენტირებული და „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ ახალ დინამიკას შესძენს. ასევე, სამიტზე წარმოადგენენ  მკაფიო სამომავლო  ხედვას. როგორც მოგეხსენებათ, ეს არის გრძელვადიანი პროექტი. ამიტომ ევროპარლამენტში არ უნდა შეგვეშინდეს, დავსახოთ რელევანტური და ამბიციური მიზნები.  ევროკავშირს ექვსი განსხვავებული პარტნიორი ჰყავს.  ყველას ერთნაირად არ მოვექცევით. გამოსავალი - დიფერენცირებაა, რადგან ჩვენი რესურსები შეზღუდულია.  ამიტომ, საჭიროა, ჩვენი ყურადღება მივაპყროთ იმ ქვეყნებს, რომლებმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.  ეს არის საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ამ ქვეყნებმა მეტს მიაღწიეს და ჩვენც მეტი უნდა გავაკეთოთ მათთვის. დანარჩენები არ გამოეთიშებიან პროგრამას, მაგრამ ჩვენი მიდგომა იქნება განსხვავებული.

 - პროექტში ნახსენებია „აღმოსავლეთ პროგრამის“ ახალი კონცეფცია, რასაც პირობითად „პლუსი“ ეწოდება? რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რა სარგებელს მოუტანს კონკრეტულად საქართველოს?

 - კონცეფცია  „პლუსი“ გათვლილია  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე იმ ქვეყნებზე, რომლებიც ავანგარდში არიან. ესენი არიან საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. მათ ახალი იმპულსი უნდა მივცეთ, რათა რეფორმები განახორციელონ და წინ წაიწიონ. თავისთავად ეს ინიციატივები ახალი არ არის, მაგრამ ამჯერად ჩვენ მათ მოვიხსენიებთ ევროპარლამენტის რეკომენდაციებში. მათ შორის უმთავრესი არის ის რომ, ევროპარლამენტი გამოდის რეკომენდაციით, ამ ქვეყნების შენგენის ზონაში ინტეგრაცია მოხდეს. რა თქმა უნდა, ყველაფერს დასჭირდება დრო, თუმცა ამ დროის განმავლობაში საქართველომ უნდა მიიღოს კანონები, უნდა მოახდინოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, რათა  კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას. თუმცა,  ჩემი აზრით,  ადრე თუ გვიან საქართველო გახდება შენგენის ზონის წევრი. ყველაფერი თქვენს სურვილზე, მონდომებასა და რეფორმებზეა დამოკიდებული. შეიძლება, ეს მოხდეს 10 წელიწადში ან უფრო ადრე. ასევე, საქართველო შეიძლება შევიდეს ევროკავშირის საბაჟო კავშირშიც.  საბაჟო კავშირის წევრობა ბევრი სახელმწიფოსათვის ოცნებაა, მაგრამ ამას მოჰყვება შედეგებიც. მაგალითად, თუ ვისაუბრებთ უკრაინაზე და იგივე ეხება საქართველოსაც, ვაჭრობის ლიბერალიზაციის ვალდებულებები, რაც ჩადებულია ყოვლისმომცველი და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში, აუცილებლად უნდა შესრულდეს. ამას სავარაუდოდ 10 წელი დასჭირდება. მიუხედავად ამისა, დღეს შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ საქართველოს აუცილებლად ექნება შესაძლებლობა აირჩიოს, სურს თუ არა ევროკავშირის საბაჟო კავშირში გაწევრიანება.  ეს შეუსრულებელი ამოცანა არ არის. თუ საქართველო შეასრულებს საშინაო დავალებას, ის აუცილებლად დაუახლოვდება ევროკავშირს და ამის კონკრეტული მექანიზმები გაწერილია. მომავალში შეგვიძლია ვისაუბროთ ენერგეტიკულ კავშირზე, ციფრულ ბაზარზე და სხვა ინიციატივებზე, რომლებიც დღის წესრიგში დგას.

 - დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში ასევე საუბარია ახალი საინვესტიციო გეგმის შესახებ. თუ შეგიძლიათ, უფრო მეტი გვითხრათ ამის შესახებ?

 - საუბარია „მარშალის გეგმის“ მსგავს ინიციატივაზე. პირველ რიგში, ეს უკრაინას უკავშირდება, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს შეეხება საქართველოსაც. ჩვენი მიზანია, ახალი ბიძგი მივცეთ ამ სახელმწიფოებს,  რათა მათი მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდოს. უკრაინის შემთხვევაში, საუბარია წელიწადში  6-7 %-იანი ზრდის პერსპექტივაზე. ამის მისაღწევად, საჭიროა წელიწადში ხუთი მილიარდი ევრო. ეს ფული უკრაინის ხელისუფლებას არ გადაეცემა.  იდეა ითვალისწინებს განვითარების ბანკის მსგავსი უწყების ჩამოყალიბებას, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლები მართავენ. ეს ბანკი გასცემს კრედიტებს, დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებაში,  რათა ამ სამ სახელმწიფოში საშუალო კლასი გაძლიერდეს, რათა სიტუაციას მხოლოდ ოლიგარქები არ აკონტროლებდნენ. ამ ფონდებით საშუალო კლასის წარმომადგენელი მოქალაქეები აუცილებლად ისარგებლებენ. ეს კი, თავისთავად, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას და ზოგადად, ფინანსური სიტუაციის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ჩემი გზავნილი თქვენი მკითხველებისადმი და მაყურებლებისადმი იქნება შემდეგი - დოკუმენტში ნახსენებია უკრაინა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ უკრაინას შეეხება. ეს პროგრამა  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ სამივე ქვეყანას შეეხება, რომლებმაც, დანარჩენებთან შედარებით, მეტს მიაღწიეს.

 - საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ხშირად იმეორებენ, რომ მათი საბოლოო მიზანია, გაწევრიანდნენ ევროკავშირში. იქნება თუ არა ეს ნახსენები დოკუმენტში და აქვე გკითხავთ,  ხომ არ იყო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრთა დიფერენცირება გარკვეულწილად ნაკარნახევი რუსეთის ფაქტორით?

 - ჩვენ დოკუმენტში არ ვიმეორებთ იმას, რაც უკვე  ნათქვამია, რაც ისედაც წერია ხელშეკრულებებში.  ჩვენ არ ვსაუბრობთ ევროკავშირის წესდების 49-ე მუხლზე, რომელშიც წერია, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, მოითხოვოს ევროკავშირის წევრობა, თუ ის დააკმაყოფილებს კონკრეტულ კრიტერიუმებს. ჩვენ ვემზადებით ნოემბრის სამიტისთვის. ზუსტად ვიცით, რისი მიღწევა გვინდა. გვსურს სამი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი შევაქოთ და დავსახოთ კონკრეტული მიზნები, რომელთა მიღწევაც მომავალი ორი წლის განმავლობაში გვსურს და ასევე ვთქვათ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი გრძელვადიან პერიოდშიც. სწორედ ამიტომ, ვსაუბრობთ ამ სამი ქვეყნის შენგენის ზონაში, საბაჟო კავშირში, ციფრულ კავშირში და ენერგეტიკულ კავშირში ინტეგრაციაზე. რაც შეეხება, რუსეთს, ლიტვა 2004 წლიდანაა ნატო-სა და ევროკავშირში. უკვე 13 წელია ვართ ორივე ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი. მიუხედავად ამისა, რუსეთი ცდილობს ჩვენს პროვოცირებას. ეს ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს ხდება. რუსეთი არის ისეთი, როგორიც არის და მომავალშიც არ შეიცვლება. რუსეთი ჩვენი რეალობის ნაწილია. თუმცა, არავინ აპირებს ხელების ჩამოყრას და საკუთარ გეგმებზე უარის თქმას მხოლოდ იმიტომ, რომ ეს რუსეთს არ მოსწონს. ევროპარლამენტის რეკომენდაციებში ჩვენ ხაზს ვუსვამთ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვსაუბრობთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში არსებულ „გაყინულ კონფლიქტებზე“. პროექტში რუსეთი სწორედ ამ კონტექსტშია ნახსენები და არა განცალკევებით. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ შექმნა ეს პრობლემები, ჩვენთვის ცნობილია „გაყინული კონფლიქტების“ მიზეზებიც, ასევე კარგად ვხედავთ, ვინ იღებს ამ კონფლიქტებისგან სარგებელს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ამის აღნიშვნა  აუცილებელი არ არის. ჩვენ ვკონცენტრირდებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებზე. ვიცით, რისი მიღწევაც გვინდა და იმედი გვაქვს, ევროპარლამენტში ამ პოლიტიკის შესახებ კონსენსუსს მივაღწევთ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
მსოფლიოს რვა წამყვანი მედიასაშუალების რედ
წაკითხვა
ევროკავშირი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დამატებით 100 მილიონ ევროს გამოუყოფს 
ევროკავშირი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დამატებით 100 მილიონ ევროს გამოუყოფს 
ევროკავშირმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) და ევროპის საინვესტიციო ფონდთან ერთად ხელი მო
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნებიდან საქართველო ლიდერია, პატივს სცემს და იზიარებს ჩვენს ღირებულებებს
ესტონეთის პრეზიდენტი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნებიდან საქართველო ლიდერია, პატივს სცემს და იზიარებს ჩვენს ღირებულებებს
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის მონაწილე ქვეყნებიდან საქართველო ლიდერია. საქართველო პატივს სცემს და იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი 
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი - საქართველო წინ მიიწევს და უახლოვდება ევროკავშირს
ესტონეთის პრეზიდენტი - საქართველო წინ მიიწევს და უახლოვდება ევროკავშირს
ძალიან მიხარია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა მოქმედებს. ამ გადაწვეტილებას დასჭირდა დრო, მაგრამ ჩვენ მივედით მიზნამდე და საქართველოს მოქალაქეებმა ეს შესაძლებლობა უკვე მ
წაკითხვა
ევროკავშირი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნას მიესალმება
ევროკავშირი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნას მიესალმება
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნა ევროკავშირის, თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენრალური აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო სისტემის
წაკითხვა
რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის გზაზე
რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის გზაზე
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის სამოქ
წაკითხვა
გავა თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან - რა შეიცვალა დონალდ ტუსკის ბოლო გამოსვლის შემდეგ
გავა თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან - რა შეიცვალა დონალდ ტუსკის ბოლო გამოსვლის შემდეგ
დგება თუ არა დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის განშორება კითხვის ნიშნის ქვეშ - საკითხი აქტუალური ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლის შ
წაკითხვა
იანოშ ჰერმანი - იმედი მაქვს, საქართველოში პლურალისტური დემოკრატია შენარჩუნდება
იანოშ ჰერმანი - იმედი მაქვს, საქართველოში პლურალისტური დემოკრატია შენარჩუნდება
იმედი მაქვს, საქართველოში პლურალისტური დემოკრატია შენარჩუნდება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს განუც
წაკითხვა