საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
6091

ბეთელჰეიზე - სახელგანთქმულმა სუპერგიგანტმა ვარსკვლავმა სავარაუდოდ კომპანიონი გადაყლაპა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-12-23 23:43:00

ტეხასის ოსტინის უნივერსიტეტის ასტრონომის, კრეიგ ვილერის აზრით, ორიონის თანავარსკვლავედში მდებარე სახელგანთქმულ წითელ ვარსკვლავ ბეთელჰეიზეს შესაძლოა იმაზე უფრო საინტერესო წარსული ჰქონდეს, ვიდრე ეს თვალით ჩანს. დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ საერთაშორისო ჯგუფთან ერთად მუშაობისას, ვილერმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავი შესაძლოა კომპანიონ ვარსკვლავთან ერთად დაიბადა, რომელიც მოგვიანებით თავად გადაყლაპა. კვლევა Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

საყოველთაოდ ცნობილი ბეთელჰეიზე იდუმალებითაა მოცული. ასტრონომებმა იციან, რომ იგი წითელი სუპერგიგანტია — მასიური ვარსკვლავი, რომელიც ახლოსაა სიცოცხლის დასასრულთან და თავდაპირველ ზომასთან შედარებით, ძალიანაა გაზრდილი. ერთ მშვენიერ დღესაც, იგი აფეთქდება — გახდება სუპერნოვა, მაგრამ არავინ იცის, ზუსტად როდის. 

„შესაძლოა ეს ათი ათასი წლის შემდეგ მოხდეს, ანდა სულაც ხვალ ღამით“, — ამბობს სუპერნოვების ექსპერტი ვილერი. 

დედამიწიდან 643 სინათლის წლის მოშორებით მდებარე ბეთელჰეიზეს მომავლის განსაზღვრის ახალი გასაღები მისი ბრუნვა აღმოჩნდა. როდესაც ვარსკვლავი იბერება და სუპერგიგანტი ხდება, უნდა შენელდეს მისი ბრუნვა. „ეს მოციგურავეს მსგავადაა, როდესაც ის მკლავებს შლის“, — ამბობს ვილერი. მკლავების გაშლისას, მოციგურავე ბრუნვას ანელებს. ასე უნდა ყოფილიყო ბეთელჰეიზეს შემთხვევაშიც, როდესაც ის ზომაში გაიზარდა, ბრუნვა უნდა შენელებულიყო. თუმცა, ჯგუფმა სულ სხვა რამ აღმოაჩინა. 

„ჩვენ ვერ შევძელით  ბეთელჰეიზეს ბრუნვის ზუსტი განსაზღვრა. იგი 150-ჯერ უფრო სწრაფად ბრუნავს, ვიდრე ნებისმიერი მარტოხელა ვარსკვლავი“, — ამბობს ვილერი.

ვილერის სტუდენტთა ჯგუფმა აშშ-დან, საბერძნეთიდან და ჩინეთიდან, ბეთელჰეიზე კომპიუტერული მოდელირების პროგრამა MESA-ის საშუალებით შეისწავლა. ეს ბეთელჰეიზეს ბრუნვის პირველი მოდელირება იყო ამ მეთოდით. 

ვილერის თქმით, ვარსკვლავის უცნაურად სწრაფი მოძრაობის აღმოჩენისას, მას რამდენიმე მოსაზრება გაუჩნდა. „ვივარაუდოთ, რომ ბეთელჰეიზეს დაბადებისას კომპანიონი ვარსკვლავი ჰყავდა. მოდი, ისიც წარმოვიდგინოთ, რომ ის ბეთელჰეიზეს გარშემო ბრუნავს დაახლოებით იმ მასშტაბის ორბიტაზე, რა ზომისაც ბეთელჰეიზე ამჟამად არის. ამის შემდეგ, ბეთელჰეიზე წითელი სუპერგიგანტი ხდება და კომპანიონ ვარსკვლავს შთანთქავს — ყლაპავს“. 

როგორც ის ხსნის, ერთ დროს გადაყლაპულ კომპანიონ ვასრკვლავს, თავისი ორბიტის კუთხური მამოძრავებელი ძალა ბეთელჰეიზეს გარე ფენისთვის უნდა გადაეცა, რაც შემდეგ ბეთელჰეიზეს ბრუნვას ააჩქარებდა. 

ბეთელჰეიზეს ამჟამინდელი ბრუნვის სიჩქარის გათვალისწინებით (15 კმ/წმ), ვილერი ვარაუდობს, რომ კომპანიონ ვარსკვლავს ზუსტად ჩვენი მზის მასა უნდა ჰქონოდა.

მიუხედავად საინტერესო მოსაზრებისა, არსებობს თუ არა გადაყლაპული კომპანიონის თეორიის რაიმე მტკიცებულება? ერთი სიტყვით: შესაძლოა.

თუკი ბეთელჰეიზემ მართლაც გადაყლაპა კომპანიონი ვარსკვლავი, სავარაუდოა, რომ ორ ვარსკვლავს შორის ურთიერთქმედებას უნდა გამოეწვია წითელი გიგანტის მიერ კოსმოსში გარკვეული მატერიის გატყორცნა, — ამბობს ვილერი. 

იმის გათვალისწინებით, რომ წითელი გიგანტი ვარსკვლავი მატერიას კოსმოსში 10 კმ/წმ სიჩქარით სტყორცნიდა, ვილერის განცხადებით, მან დაახლოებით განსაზღვრა ბეთელჰეიზედან რა მანძილზე შეიძლება იყოს დღეს ეს მატერია.

 „ამის შემდეგ, გულუბრყვილოდ დავიწყე ლიტერატურის გაცნობა ბეთელჰეიზეს შესახებ და აღმოვაჩინე, რომ ამ ვარსკვლავის მიღმა, არსებობს მატერიის ფენა, ოდნავ უფრო ახლოს იმასთან შედარებით, რაც მე მოდელირებისას გამოვიცანი“, — ამბობს ვილერი. 

2012 წელს, ბელგიის ლიოვენის უნივერსიტეტის მკვლევრის, ლინ დესინის მიერ ბეთელჰეიზესთვის ჰერშელის კოსმოსური ტელესკოპით გადაღებულმა ინფრაწითელმა სურათმა აჩვენა, რომ ვარსკვლავის ერთ მხარეს განთავსებულია ორი ურთიერთქმედი მატერიის ფენა. არსებობს მრავალგვარი ინტერპრეტაცია; ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ეს არის გალაქტიკაში მოძრაობის დროს ბეთელჰეიზეს ატმოსფეროდან ვარსკვლავთშორის სივრცეში გამოტყორცნილი შოკური გარსები.


ჰერშელის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული ბეთელჰეიზე, ESA/NASA 

არავინ იცის მისი ზუსტი წარმოშობა, მაგრამ როგორც ვილერი ამბობს, „ფაქტი ისაა, რომ არსებობს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, არსებობის მანძილზე, ბეთელჰეიზემ გარკვეული მღელვარება განიცადა“,  — ეს მოხდა 100 000 წლის წინ, როდესაც ვარსკვლავი ზომაში გაიზარდა და წითელი სუპერგიგანტი გახდა. 

გადაყლაპული კომპანიონის თეორია ზუსტად ხსნის როგორც ბეთელჰეიზეს სწრაფ ბრუნვას, ისე ახლომდებარე მატერიის არსებობის ფაქტს.

ვილერი და მისი სტუდენტთა ჯგუფი იდუმალებით მოცული ვარსკვლავის კვლევას განაგრძობს. მათი შემდეგი ნაბიჯი ბეთელჰეიზეს ასტროსეისმოლოგიის მეთოდით გამოკვლევაა — ვარსკვლავის ზედაპირის ხმოვანი ტალღების მოსმენა, რათა უკეთ გაერკვნენ თუ რა ხდება მის სიღრმეში. გარდა ამისა, იმის უკეთ გასარკვევად თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო ბეთელჰეიზეს მიერ კომპანიონი ვარსკვლავის გადაყლაპვის შემთხვევაში, ჯგუფი ასევე გამოიყენებს MESA კოდს. 

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტა
წაკითხვა
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს. სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს. სამნავიანი ბაზილიკა, სავარაუდოდ, ამაღლების დღესასწაული
წაკითხვა
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, სოფელ
წაკითხვა
ჩინეთში 5000 წლის წინანდელი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები აღმოაჩინეს
ჩინეთში 5000 წლის წინანდელი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები აღმოაჩინეს
არქეოლოგების განსაცვიფრებელი აღმოჩენა ჩინ
წაკითხვა
მექსიკაში, ტეოტიუაკანის მთვარის პირამიდის ქვეშ საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს
მექსიკაში, ტეოტიუაკანის მთვარის პირამიდის ქვეშ საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს
კომპიუტერული სკანირების ტექნოლოგიით, მექს
წაკითხვა