საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/title/148685.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

3416

თეთრ ჯუჯა ვარსკვლავში გაზის სწრაფი ანთებები აღმოაჩინეს - პირველად ისტორიაში

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-27 23:09:00

პირველად ისტორიაში, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თეთრ ჯუჯა ბინარულ ვარსკვლავურ სისტემაში გაზის უკიდურესად სწრაფი ანთებები დააფიქსირეს. ეს გახლავთ მსგავს აქტივობაზე პირველი დაკვირვება, რომელიც მიუთითებს, რომ ჩვენი ამჟამინდელი გაგება ვარსკვლავთა მახასიათებლებისა და შესაძლებლობების შესახებ არასრულია.

ჯუჯა ახლისმსგავსი ვარსკვლავები (SS გედის მსგავსი ობიექტები, რომლებიც შეიცავს თეთრი ჯუჯას გარშემო მოძრავ მზის მსგავს ვარსკვლავს) ცნობილია თავიანთი განმეორებადი, დაბალდონიანი აფეთქებებით, მაგრამ აქამდე ჯერ არასდროს დაფიქსირებულა მათი ისეთი ქცევა, როგორიცაა სწრაფი აალებები. 

აღგზნებები მკვლევრებს აქამდეც აქვთ შემჩნეული თეთრ ჯუჯებში, ნეიტრონულ ვარსკვლავებში და სხვადასხვა გალაქტიკებში არსებულ უზარმაზარ შავ ხვრელებშიც კი. ასეთი ვარსკვლავები ძირითადად იკვებებიან თავიანთ კომპანიონი ვარსკვლავებით, შეზრდის გზით. ხანდახან, ეს ვარსკვლავები გაზის გარკვეულ ნაწილს ძლიერი ნაკადის სახით „ამოანთხევენ“, რომელიც ერთ, კონუსისმსგავს წვრილ ნაკადამდეა შემცირებული.

ვარსკვლავ SS გედზე ძირითადი დაკვირვება 2016 წლის თებერვალში მიმდინარეობდა და მაშინ, მისი აქტივობა ტიპურ აღგზნებად მიიჩნეს, თუმცა ტელესკოპით შემდგომმა ანალიზებმა დამაინტრიგებელი, სწრაფი ანთებები გამოავლინა. ყველაზე მომაჯადოებელი და მოულოდნელი ქცევა რადიოტალღის სიგრძეებში შენიშნეს აღგზნების დასასრულის დროს, როდესაც გამოვლინდა გიგანტური ანთება. იგი 15 წუთს გაგრძელდა და გააჩნდა მზის ანთებებზე მილიონჯერ მეტი ენერგია. ჯუჯა ახლისმსგავსი ვარსკვლავური სისტემების ანთებიდან ჩაწერილი რადიო-მონაცემების დონე უპრეცედენტოა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის მკვლევარი, დოქტორი კუნალ მული, რომელიც აღნიშნულ კვლევას უძღვებოდა, ამბობს: „ასტროფიზიკის მრავალი მყარი კვლევა ეფუძნება SS გედის შესწავლას. ბოლო, სწრაფი რადიო-ანთებების გამოვლინება, განსაკუთრებით აღგზნების ბოლოს დაფიქსირებული კაშკაშა ანთება ზედმეტად უჩვეულოა და წარმოაჩენს, რომ შესაძლოა იქ ფიზიკის რაღაც ახალი კანონებიც კი მოქმედებდეს. ველოდით, რომ სხვადასხვა სახის ნელ ანთებებს ვნახავდით, მაგრამ ვიპოვეთ სწრაფი, კონუსის ფორმის აქტივობები და დავაფიქსირეთ უზარმაზარი მოცულობის ენერგიის გამოყოფა დროის ძალიან მცირე მონაკვეთში — ათ წუთში. მსგავსი რამ ჯერ არასოდეს შეგვინიშნავს ჯუჯა ახლისმსგავს სისტემებში“. 

„წინ წასაწევად, თეორეტიკოსებმა დამკვირვებლებთან ერთად უნდა იმუშაონ, რათა იპოვონ პასუხი კითხვაზე თუ რატომ ხდება ასეთი სწრაფი ანთებები ვარსკვლავ SS გედში. ჯუჯა სისტემებში გაზის შთანთქმისა და გამოყოფის რეალური გაგება და მსგავსი კვლევები შესაძლოა მოერგოს სხვა ასტროფიზიკურ სისტემებსაც“.

SS გედი ასი წლის წინ აღმოაჩინეს და ასტრონომებმა ფართოდაც შეისწავლეს. ვარსკვლავი კვლავ აგრძელებს ახალი ინფორმაციის მოწოდებას ჯუჯა ბინარულ სისტემებში მიმდინარე ფიზიკური პროცესების შესახებ, რისი მაგალითიცაა დოქტორ მულის ჯგუფის აღმოჩენა.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
აღმოჩენილია ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა „ახალი ვარსკვლავი“
აღმოჩენილია ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა „ახალი ვარსკვლავი“
გუშინ, ასტრონომებმა საზოგადოებას ერთ-ერთი
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტა
წაკითხვა
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს. სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს. სამნავიანი ბაზილიკა, სავარაუდოდ, ამაღლების დღესასწაული
წაკითხვა
როგორ ეჯახება სუპერნოვა მეზობელ ვარსკვლავს - ასტრონომებმა პირველი კადრები დააფიქსირეს
როგორ ეჯახება სუპერნოვა მეზობელ ვარსკვლავს - ასტრონომებმა პირველი კადრები დააფიქსირეს
დაახლოებით 55 მილიონი სინათლის წლის მოშორ
წაკითხვა
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, სოფელ
წაკითხვა