| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/title/159586.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 შხამიან ტბაში აღმოჩენილი სოკო ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულ ბაქტერიებს კლავსმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-03 23:48:00
მონტანის შტატის ერთ-ერთი ძლიერ ტოქსიკური მაღაროდან, მკვლევრებმა სოკოს ორი სხვადასხვა სახეობა ამოიღეს და ლაბორატორიაში შეისწავლეს. შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა — მათი სინთეზური შემადგენლობა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულ MRSA-ს ოთხ შტამს კლავს. აქამდე უცნობი ეს შემადგენლობა ანტიბიოტიკთა ჩვენთვის ცნობილ კლასს წააგავს ყველაფრით, გარდა ოთხი ძირითადი დეტალისა — გზა, რომლითაც ის ბაქტერიას კლავს, განსხვავდება ყველაფრისგან, რაც კი მეცნიერებს აქამდე აღურიცხავთ; უკვე დასტურდება მისი ეფექტიანობა იმ ტკიპების წინააღმდეგ, რომლებიც ციმბირის წყლულსა და სტრეპტოკოკულ ფარინგიტს იწვევს. სოკოს ორი სახეობა ბერკლი-პიტის მაღაროში იპოვეს 540 მ სიღრმის მიტოვებულ, სპილენძის ყოფილ მაღაროში, რომელიც ამჟამად შხამიანი, ლიმონის წვენივით მჟავე წყლითაა სავსე, ზედაპირზე კი დარიშხანის ფენა ტივტივებს. ტოქსიკური ნარჩენების ეს უმოქმედო მღვიმე იმდენად სახიფათოა, რომ ერთგავრი სასიკვდილო ხაფანგია გადამფრენი თოვლის ბატებისთვის. რამდენიმე თვის წინ, თოვლის შტორმს გაქცეული ათასობით ბატი იძულებული გახდა, თავი ამ ტბისთვის შეეფარებინა. ყველა მათგანი დაიხოცა. თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი როდი ხდება ბერკლი-პიტის მაღაროს მსხვერპლი. აღმოჩნდა, რომ იქ სოკოებისა და ბაქტერიების გარკვეული სახეობები ყვავის. მონტანის უნივერსიტეტის ქიმიკოსებმა, ანდრეა სტიერლემ და დონალდ სტიერლემ ამ ექსტრემოფილების შემადგენლობის ანალიზი მოახდინეს. მათ გამოავლინეს კიბოს მოკვლის თვისებების მქონე სოკოები და ორგანიზმები, რომელთაც ანთების და დაბერების საწინააღმდეგო თვისებების მქონე მოლეკულების სინთეზი შეუძლიათ. ამჯერად, მათ გადაწყვიტეს გაერკვიათ თუ რა მოხდებოდა Penicillium-ის სახეობის ორი სოკოს ერთად კულტივირებისას; აღმოჩნდა, რომ ექვსი დღის შემდეგ, ამ უცნაურმა სოკოებმა ურთიერთქმედება დაიწყეს და წარმოქმნეს სრულიად ახალი შემადგენლობა, რომელსაც ცალ-ცალკე არც ერთი მათგანი არ შეიცავდა. შემადგენლობის მოლეკულური სტრუქტურა საკმაოდ ჰგავდა მაკროლიდების სახელით ცნობილ ანტიბიოტიკთა კლასს. როდესაც მკვლევრები დააკვირდნენ თუ როგორ შეუტია ერთ-ერთმა შემადგენლობამ რამდენიმე მავნე ბაქტერიას, შედეგი ისეთი აღმოჩნდა, როგორიც მათ მანამდე არასოდეს ეხილათ. „კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სხვა მაკროლიდი ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, შემადგენლობა ბერკლილაქტონ A არ აჩერებს ცილის სინთეზს და არც რიბოსომას იღებს მიზანში, რაც მიუთითებს მისი ანტიბიოტიკური აქტივობის სრულიად ახალ სახეზე“, — აცხადებს ჯგუფი. როდესაც მათ ბერკლილაქტონ A-ს სტრუქტურა შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ ის არც შაქარს შეიცავდა და არც ორმაგი ბმები ჰქონდა, რითაც ის მსგავსი ანტიბიოტიკური შემადგენლობებისგან განსხვავდებოდა. „ეს ორი სტრუქტურული მახასიათებელი მნიშვნელოვანი ანტიბიოტიკური თვისებებია ბაქტერიების ან სოკოებისგან გამოცალკევებული 16-წვერიანი სხვა მაკროლიდების შემთხვევაში“, — განმარტავს მკვლევარი მილისა ფელეტი. საინტერესოა, როგორ ახერხებს ერკლილაქტონ A მათ გარეშე გაანადგუროს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ოთხი შტამი? (Bacillus anthracis, Streptococcus pyogenes, Candida albicans და Candida glabrata). ჯერჯერობით უცნობია თუ რა პრინციპით მოქმედებს ახალი ანტიბიოტიკი, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენ წინაშეა რაღაც ახალი საშუალება, რომელიც წარმატებით ამარცხებს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულ იმ პათოგენებს, რომლებიც როგორც მოსალოდნელია, უახლოეს ათწლეულებში მილიონობით ადამიანს იმსხვერპლებს. თუმცა, საკმაოდ დიდი დრო და კიდევ ბევრი კვლევაა საჭირო მანამდე, სანამ ამ შემადგენლობის გამოყენებით ახალი მედიკამენტების დამზადება დაიწყება. კვლევა Journal of Natural Products-ში გამოქვეყნდა. მომზადებულია cen.acs.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტა
წაკითხვა
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს. სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს. სამნავიანი ბაზილიკა, სავარაუდოდ, ამაღლების დღესასწაული
წაკითხვა
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, სოფელ
წაკითხვა
ჩინეთში 5000 წლის წინანდელი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები აღმოაჩინეს
არქეოლოგების განსაცვიფრებელი აღმოჩენა ჩინ
წაკითხვა
მექსიკაში, ტეოტიუაკანის მთვარის პირამიდის ქვეშ საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს
კომპიუტერული სკანირების ტექნოლოგიით, მექს
წაკითხვა
|