თინათინ ბერძენიშვილი - შევეცადეთ, კონკურსი მაქსიმალურად საჯარო ყოფილიყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, დიზაინის შერჩევაში საზოგადოება ჩართულიყო
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 14:20:00
მოხარული ვარ, რომ პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევ კონკურსში 300 ათასზე მეტი მომხმარებელი გვყავდა, საიდანაც ხმა მისცა 30 ათასმა ადამიანმა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული პროექტის გამოვლენის შემდეგ განაცხადა.მისი თქმით, შეეცადნენ, კონკურსი მაქსიმალურად საჯარო ყოფილიყო და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, დიზაინის ნაწილში საზოგადოება ყოფილიყო ჩართული.„ხარისხი დაიყო ხუთ კრიტერიუმად, პირველი გახლდათ დიზაინი, რომელიც სრულად მივანდეთ საზოგადოებას. დანარჩენი ოთხი კრიტერიუმი, რომელიც მოიცავდა ფუნქციურ, კომპანიის გამოცდილებას, მოწოდებასა და ხარჯთაღრიცხვას, ეს შეაფასა თავად კომისიამ. ორი კრიტერიუმი იყო თვლადი, რომელსაც ელექტრონული სისტემა, წარმოდგენილი დოკუმენტაციის მეშვეობით აფასებს. პროცესი იყო საკმაოდ რთული და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის პირველი, რადგან ასეთი პროექტი კონკურსით არასდროს აგვირჩევია“, - განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევ კონკურსში „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა გაიმარჯვა.ყველაზე მეტი - 14227 ხმა შპს „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა მიიღო. შპს BWC-ის პროექტმა - 7727 ხმა, ხოლო შპს „არტსტუდიო-პროექტმა“ - 11127.გამარჯვებული პროექტი ოთხი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა: ფუნქციური მხარე, პრეტენდენტის გამოცდილება, პერსონალის გამოცდილება და მიწოდების ვადა. მეხუთე კრიტერიუმი – შენობის დიზაინია, რომელიც საზოგადოებამ ხმის მიცემის პრინციპით შეარჩია.პროექტების ფუნქციური მხარე სპეციალურად დაქირავებულმა კომპანიამ შეამოწმა.
წაკითხვა