2014 წელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, 60 ჟურნალისტი დაიღუპა.
გამოქვეყნებულია: 2014-12-23 21:07:00
2014 წელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მსოფლიოში, სულ მცირე, 60 ჟურნალისტი დაიღუპა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” ანგარიშშია საუბარი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ანგარიშის თანახმად, 2014 წელს, უკვე მესამე წელია, ჟურნალისტებისათვის ყველაზე სახიფათო ადგილად სირია რჩება, სადაც მიმდინარე წელს 17 ჟურნალისტი დაიღუპა, ხოლო 20-მდე მედიამუშაკი ამ დრომდე იძებნება. 2011 წელს, სირიის კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე კი, საერთო ჯამში, სირიაში 79 ჟურნალისტი დაიღუპა. ორგანიზაციის მოხსენების მიხედვით, 5 ჟურნალისტი ემსხვერპლა ერაყში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას, რომელთაგან სამი “ისლამურ სახელმწიფოსა” და სამთავრობო ძალებს შორის ბრძოლებს აშუქებდა. ორგანიზაციის მოხსენების თანახმად, 2001 წლის შემდეგ პირველად, წელს ჟურნალისტთა დაღუპვის ფაქტები დაფიქსირდა უკრაინაშიც. “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” განცხადებით, მედიის წარმომადგენლები წელს პაკისტანში, გვინეაში და ღაზის სექტორშიც დაიღუპნენ.
წაკითხვა