საზოგადოებრივი
104.5 FM
გამოაცხადებს თუ არა ინტერპოლი სააკაშვილზე ძებნას - მთავარი პროკურორი დუმილს არღვევს
გამოქვეყნებულია: 2014-12-29 20:10:00
მედიისთვის ხშირად მიუწვდომელი მთავარი პროკურორი ამჯერად დუმილს არღვევს და რეზონანსულ საქმეებზე ვრცლად საუბრობს. გიორგი ბადაშვილთან ჩაწერილი საგაზეთო ინტერვიუ დილიდან პოლიტიკურ წრეებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. განსაკუთრებული რეაქციები იმ განცხადებამ გამოიწვია, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ეხება. საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი ახსენებს ინტერპოლს და ხაზს უსვამს, რომ მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად მისი უწყება ყველაფერს გააკეთებს. მასალები კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციაში რამდენიმე თვეა გაგზავნილია და ქართული მხარე ადრესატის პასუხს ამ დრომდე ელის. ამავე ინტერვიუში მთავარი პროკურორი დამატებით განმარტებებს აკეთებს სისხლის სამართლის იმ ოთხ საქმეზეც, რომელთა გამო ქვეყნის ყოფილ პირველ პირს დაუწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული. ნიკა მოლოდინაშვილი გაეცნო „კვირის პალიტრაში“ დაბეჭდილ ინტერვიუს.
წაკითხვა
ბაქოში რადიო „თავისუფლების“ ბიურო დახურეს
განახლებულია: 2014-12-28 21:09:00
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული რადიო „თავისუფლების“ ბაქოს ბიურო დახურა. აზერბაიჯანის პოლიციამ რეიდის დროს ჟურნალისტებს მუშაობის შეჩერება მოსთხოვა. ბიუროს წარმომადგენლები აზერბაიჯანის ხელისუფლებას ყველა საერთაშორისო ვალდებულების დარღვევაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურამ ორგანიზაციის ოფისიდან საბუთები უკვე წაიღო. რადიო „თავისუფლების“ თანამშრომლების განცხადებით, ეს ქვეყანაში ერთ-ერთი ბოლო დამოუკიდებელი მედიასაშუალების გაჩუმების აშკარა მცდელობაა. რადიოსადგურის დახურვის გამო, შეერთებული შტატების ხელისუფლება შეშფოთებას გამოთქვამს.
წაკითხვა
კამპანია "არა ძალადობას" - შს მინისტრმა პირველი არხის ჟურნალისტები დააჯილდოვა
განახლებულია: 2014-12-27 20:55:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის მორიგი ჯილდო - შინაგან საქმეთა მინისტრმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული
წაკითხვა
ტრადიცია გრძელდება - მთაწმინდის პარკში ტელევიზიის სამი თვალსაჩინო წარმომადგენლის ვარსკვლავი გაიხსნება
გამოქვეყნებულია: 2014-12-27 20:55:00
საზოგადოებრივი მაუაწყებლის ტრადიცია გრძელდება - 30 დეკემბერს მთაწმინდის პარკში ქართული ტელევიზიის სამი თვალსაჩინო წარმომადგენლის სახელობითი ვარსკვლავები გაიხსნებაქვეყნის სატელევიზიო მაუწყებლობის მთავრ ანძასთან, ჟანეტა არჩვაძის, ნუგზარ ჯუღელისა და თენგიზ ნათაძის ვარსკვლავები გაიხსნება.30 დეკემბერსვე პირველი არხის ეთერში ცნობილ ტელეწამყვანებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური სტუდიის მიერ მოზადებული ფილმიც გავა.
წაკითხვა
ახალი რეალითი-შოუ ერაყის სატელევიზიო სივრცეში
გამოქვეყნებულია: 2014-12-27 13:28:00
ერაყის სატელევიზიო სივრცეში ახალი  რეალითი-შოუ  “კანონის უზენაესობა” გამოჩნდა, სადაც ტერორისტებს ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებთან შეხვედრას უწყობენ. რეალითი შოუ ტელეარხ “ირაქიას” ეთერში გადაიცემა. ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობდა  21 წლის ტერორისტი, რომელიც შემთხვევის ადგილზე ერაყის არმიის დაცვის თანხლებით მიიყვანეს. გადაცემაში მონაწილეობდა ასევე აღნიშნული ტერაქტის შედეგად ინვალიდის სავარძელში მჯდომი პარალიზებული პირი, რომელსაც ამავე ტერაქტის დროს მამა დაეღუპა. თავდამსხმელისა და მსხვერპლის შეხვედრის შემდეგ ტერორისტმა ცრემლები ვერ შეიკავა. რეალითი- შოუს ავტორები აცხადებენ, რომ პროექტის იდეა ტერორისტებისთვის იმ შედეგების ნახვაა, რაც მათი ქმედებით არის გამოწვეული. გადაცემის მიზანი ტერორისტებზე გავლენის მოხდენა და ტერაქტების რაოდენობის შემცირებაა. 
წაკითხვა
საქართველოს პარლამენტში მომხდარ ჩხუბს უცხოური მედია აშუქებს
გამოქვეყნებულია: 2014-12-27 10:53:00
საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარ ჩხუბს უცხოური მედია, მათ შორის "ევრონიუსი", ბრიტანული "ტელეგრაფი", ამერიკული NBC News, რადიო "ავსტრალია" აშუქებს. უცხოური მედია აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა საერთაშორისო ინსტიტუციებში ქართული დელეგაციების დაკომპლექტების საკითხს. უცხოური მედია წერს, რომ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში მიკროფონები მოგლიჯეს და ერთმანეთს ურტყამდნენ. "ევრონიუსი" ასევე წერს, რომ სამი დაშავებული პოლიტიკოსის დასახმარებლად სამედიცინო სამსახური გამოიძახეს. "ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა. გასულ წელს ორი ქართველი დეპუტატი ფიზიკურად დაუპირისპირდა ერთმანეთს სატელევიზიო პოლიტიკური დებატების დროს", - აღნიშნავს "ევრონიუსი". წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
"ის მამაცურად მოიქცა, როცა პირისპირ იყო განმარტოებული პუტინთან" - "თაიმსმა" მერკელი წლის ადამიანად დაასახელა
გამოქვეყნებულია: 2014-12-26 21:07:00
ბრიტანულმა "თაიმსმა" გერმანიის კანცლერი წლის ადამიანად დაასახელა. გამოცემაში მაღალი შეფასება მისცეს  ვლადიმერ პუტინსა და დასავლეთს შორის დიალოგის ხელშეწყობაში გერმანელი პოლიტიკოსის წვლილს. "ქალბატონმა მერკელმა გამოავლინა, რომ წელს ის რუხი კარდინალი იყო, მაშინ როდესაც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ურთიერთობამ "ცივი ომის" შემდეგ ყველაზე საშიშ მაჩვენებელს მიაღწია. მერკელი მამაცურად მოიქცა იმ მძიმე წუთებში, როდესაც ის პირისპირ იყო განმარტოებული ვალდიმერ პუტინთან ერთად საკუთარ ნომერში, სადაც რუსეთის პირველ პირთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში", - ნათქვამია სტატიაში. 
წაკითხვა
"კომუნიკატორი" ეთერში ბრუნდება - ნაცნობი თოქ-შოუ, განსხვავებული ფორმატით, 29 დეკემბრიდან
გამოქვეყნებულია: 2014-12-26 20:47:00
პირველი არხის კიდევ ერთი პროექტი - რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ "კომუნიკატორი" ეთერში ბრუნდება.  ნაცნობი თოქ-შოუ, განსხვავებული ფორმატით, 29 დეკემბრიდან გავა ეთერში. გადაცემას სერგი გვარჯალაძე გაუძღვება. მას  ორი თანაწამყვანი ეყოლება.ორი მთავარი თემა და საუბარი საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე - შემოქმედებით ჯგუფს დღეს ლიზა წიკლაური შეხვდა. 
წაკითხვა
არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი და რა გეგმა აქვს მთავრობას მოსკოვის პროვოკაციების საპასუხოდ
გამოქვეყნებულია: 2014-12-26 20:25:00
მოქალაქეთა საჩივრებზე კონკრეტული გეგმის გამოქვეყნება მედიასთან პრემიერის შემაჯამებელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი - მთავრობის მეთაურმა დღეს ბოლო ერთი წელი შეაფასა. შეკითხვების დიდი ნაწილი რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე დაისვა. რა გეგმა აქვს ქვეყნის მთავრობას მოსკოვის პროვოკაციებისა და ოკუპირებული რეგიონებისთვის მომზადებული ე.წ. შეთანხმებების პასუხად - "მოამბის" ჟურნალისტის ამ კითხვის პასუხად პრემიერი ერთადერთ ბერკეტზე მიუთითებს და ეს ბერკეტი საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებაა. რაც შეეხება უკრაინის აღმოსავლეთით განვითარებულ მოვლენებს, ირაკლი ღარიბაშვილი ხაზს უსვამს, რომ ოფიციალური თბილისის მხარდაჭერა ჰუმანიტარულ დახმარებას და პოლიტიკურ განცხადებებს მოიცავს. დღეს პრემიერს ასევე ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა ვალდიმერ პუტინს საქართველოს და უკრაინის მტრად. ქეთევან ქარდავა ესწრებოდა შემაჯამებელ პრეს-კონფერენციას.
წაკითხვა
კრიტიკა ოპონენტებს, გუნდის წევრებს და მედიას - პრემიერმა დღეს ვრცლად ისაუბრა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე
გამოქვეყნებულია: 2014-12-26 16:20:00
კრიტიკა ოპონენტებს, გუნდის წევრებს და მედიას - პრემიერმა დღეს ვრცლად ისაუბრა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ოპოზიციაზე, ყოფილ თანაგუნდელებზე, მინისტრთა კაბინეტზე და მედიის როლზე საზოგადოებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა გეგმების შესახებ,  რომელიც „ქართული ოცნების“ გაძლიერებას ეხება. დეტალები გიორგი ფუტკარაძის სიუჟეტში.
წაკითხვა
ლავროვი უკრაინის კრიზისის მოგვარების საკუთარ ხედვაზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2014-12-25 17:41:00
უკრაინის კრიზისის მოგვარების საკუთარ ხედვაზე საუბრობს რუსეთის პირველი დიპლომატი. სერგეი ლავროვის აზრით, ქვეყანას საკონსტუტიციო რეფორმა სჭირდება. გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ უკრაინაში პოლიტიკური პროცესის მონაწილეებმა მოლაპარაკება უნდა შეძლონ ენის, კულტურისა და ისტორიის საკითხებზე, ასევე იმაზე, თუ როგორ მოხდება რეგიონების მმართველების არჩევა.
წაკითხვა
აზრთა სხვადასხვაობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების გარშემო
გამოქვეყნებულია: 2014-12-25 10:50:00
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დეპუტატები დღევანდელ სესიაზე პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, კომიტეტმა კერძო მაუწყებლების შენიშვნების უმეტესობა გაითვალისწინა. საპარლამენტო უმცირესობა მმართველ გუნდს მედიაზე ეკონომიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები სატელევიზიო რეკლამის დროის ლიმიტირებას გულისხმობს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი ეთერში სარეკლამო ჭრების დროითი მოცულობის შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. ცვლილებების თანახმად, 2015 წლიდან სარეკლამო დრო ერთი საათის განმავლობაში არა უმეტეს 12 წუთი იქნება.
წაკითხვა
როგორ მიმდინარეობს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი
გამოქვეყნებულია: 2014-12-24 17:17:00
6 თვეში ქვეყანა ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა. ციფრულ მაუწყებლობას „სტერეო პლიუსი“ უზრუნველყოფს.პირველ ეტაპზე, სატესტო რეჟიმში 8 არხი გადაიცემა, ესენია: საზოგადოებრივი მაუწყებელი, მეორე არხი, „იმედი“, „რუსთავი 2“, „კომედი არხი“, „მარაო“, GDS-ი  და „ტაბულა“.
წაკითხვა
ილვესი - აშშ-მა და ევროკავშირმა საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის აგრესია დაუშვეს
გამოქვეყნებულია: 2014-12-24 11:02:00
„ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის აგრესია დაუშვეს“, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ილვესმა American Interest-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.„დასავლეთმა არაადეკვატური რეაგირება მოახდინა ყირიმის ოკუპაციისას, ისევე როგორც დონბასზე აგრესიის დროს. მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა თავისი აგრესიული ზრახვების შესახებ, თუმცა ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა ამაზე რეაგირება არ მოახდინეს, რითაც რუსეთს აგრესიულად მოქცევის საშუალება მისცეს.რუსეთმა საერთაშორისო შეთანხმება ჯერ კიდევ 2008 წელს დაარღვია, როდესაც საქართველოში შეიარაღებული ძალები შეიყვანა. მაშინ ევროპა არაადეკვატურად მოიქცა და რუსეთის საქართველოში შეჭრიდან ერთ თვეში მოსკოვთან ნორმალურ თანამშრომლობას დაუბრუნდა.ჩვენ დავუშვით აგრესიის აქტი საქართველოს წინააღმდეგ და არაფერი გავაკეთეთ, გარდა „მშვიდობა, სიყვარული და ვუდსტოკის“ სულისკვეთებით გაკეთებული განცხადებებისა.ჯერ კიდევ 2009 წელს  პრემიერმინისტრი ვლადიმერ პუტინი ღიად აცხადებდა, რომ საქართველოში ძალების შეყვანის მიზეზი გახლდათ ის, რომ საქართველო ნატო-ში არ შესულიყო. ახლა კი უკრაინასთან მიმართებითაც იგივე გაიმეორა, თითქოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საფრთხეს უქმნიდეს რუსეთს“, - ნათქვამია ესტონეთის პრეზიდენტის ინტერვიუში.
წაკითხვა
2014 წელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, 60 ჟურნალისტი დაიღუპა.
გამოქვეყნებულია: 2014-12-23 21:07:00
2014 წელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მსოფლიოში, სულ მცირე, 60 ჟურნალისტი დაიღუპა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” ანგარიშშია საუბარი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ანგარიშის თანახმად, 2014 წელს, უკვე მესამე წელია, ჟურნალისტებისათვის ყველაზე სახიფათო ადგილად სირია რჩება, სადაც მიმდინარე წელს 17 ჟურნალისტი დაიღუპა, ხოლო 20-მდე მედიამუშაკი ამ დრომდე იძებნება. 2011 წელს, სირიის კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე კი, საერთო ჯამში, სირიაში 79 ჟურნალისტი დაიღუპა. ორგანიზაციის მოხსენების მიხედვით, 5 ჟურნალისტი ემსხვერპლა ერაყში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას, რომელთაგან სამი “ისლამურ სახელმწიფოსა” და სამთავრობო ძალებს შორის ბრძოლებს აშუქებდა. ორგანიზაციის მოხსენების თანახმად, 2001 წლის შემდეგ პირველად, წელს ჟურნალისტთა დაღუპვის ფაქტები დაფიქსირდა უკრაინაშიც. “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” განცხადებით, მედიის წარმომადგენლები წელს პაკისტანში, გვინეაში და ღაზის სექტორშიც დაიღუპნენ.   
წაკითხვა
საერთაშორისო ჟიურიმ ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსის მონაწილეები შეარჩია
გამოქვეყნებულია: 2014-12-23 20:47:00
შესანიშნავი ხუთეული - საერთაშორისო ჟიურიმ ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის არჩევანი გააკეთა.წელს პირველად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსზე მოიწვია საერთაშორისო ჟიური, რომლებსაც მუსიკალურ კონკურსებში, კონკრეტულად კი, ევროვიზიის სიმღერის ფესტივალებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ. შესანიშნავი ხუთეული ასე გამოიყურება: მიშა სულუხია, ნინა სუბლატი, ეთერ ბერიაშვილი, ჯგუფი „ნიუტონი“ და ედვარდ მეისონი. სიმღერებს მაყურებელი 31 დეკემბერს პირდაპირ ეთერში მოისმენს, პირველი იანვრიდან კი 14 დღის განმავლობაში პირველი არხის ეთერში ვიდეორგოლები დატრიალდება და მაყურებელს საშუალება ექნება სმს-ების საშუალებით ხმა მისცეს თავის რჩეულს. 14 იანვარს კი, საუკეთესოს საუკეთესოთა შორის, მაყურებელთან ერთად, საერთაშორისო ჟიური შეარჩევს. შეგიძლიათ თქვენს რჩეულ კონკურსანტს დღეში გამოუგზავნოთ ერთი ნომრიდან ერთი სმს-ი, რომლის ღირებულებაც 50 თეთრი იქნება. ეროვნული კონკურსის გამარჯვებული საქართველოს წარადგენს საიუბილეო, რიგით მე-60 ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ავსტრიაში.
წაკითხვა
"მაესტროდან" ჟურნალისტების წასვლის მიზეზი ტელევიზიაში კოკა ყანდიაშვილის მისვლა გახდა
გამოქვეყნებულია: 2014-12-23 20:15:00
ცნობები ღამის თათბირიდან - "მაესტროდან" წასულები დამატებით განმარტებებს აკეთებენ."ცხრიანის" უკვე ყოფილმა გუნდმა, დღეს პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტები მენეჯმენტის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს იხსენებენ და სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეზე აკეთებენ აქცენტს. 
წაკითხვა
სასწრაფოდ
ნიკა გვარამიამ და გია ჟორჟოლიანმა პარლამენტში იჩხუბეს
გამოქვეყნებულია: 2014-12-23 20:02:00
მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. პროექტის განხილვაში ტელეკომპანიების წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ. დებატები მოჰყვა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სპონსორობის მიღების უფლების შენარჩუნების საკითხს, რასაც კერძო ტელევიზიები არ ეთანხმებიან. ამ თემასთან დაკავშირებით ცხარე კამათი "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელ ნიკა გვარამიასა და დეპუტატ გია ჟორჟოლიანს შორის სიტყვიერ დაპირისპირებასა და შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
წაკითხვა
რატომ დატოვა ,,მაესტროს” თანამშრომლების ნაწილმა ტელეკომპანია
გამოქვეყნებულია: 2014-12-23 17:05:00
რატომ დატოვა ,,მაესტროს” თანამშრომლების ნაწილმა ტელეკომპანია-არხიდან წასულები მორიგ განმარტებას აკეთებენ. ჟურნალისტები კვირას ღამით გამართულ თათბირზე მენეჯმენტის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს იხსენებენ და ტელევიზიის იდეოლოგიის შეცვლაზე საუბრობენ. ტელევიზიის უკვე ყოფილი თანამშრომლები საკუთარ გადაწყვეტილებას საინფორმაციო ბადეში მოსალოდნელი ცვლილებებით ხსნიან. მათი ინფორმაციით, ,,მაესტროს” პრაიმ-თაიმში კოკა ყანდიაშვილის საავტორო გადაცემა უნდა გავიდეს, რაც ჟურნალისტთა ერთი ნაწილის პროტესტის მიზეზი გახდა.  რატი ხვისტანი დეტალებით.
წაკითხვა
„მაესტროში“ განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკოსები ეხმიანებიან
გამოქვეყნებულია: 2014-12-23 12:51:00
ტელეკომპანია "მაესტროში" განვითარებულ მოვლენებს პოლიტოსები ეხმიანებიან. აღნიშნულთან დკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ ტელეკომპანიის უკან რუსული კვალი იკვეთება, რაც დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა. სახელისუფლებო გუნდში კი დამოუკიდებელ მედიასაშუალებაში ჩარევას უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ მედიის დამოუკიდებლობა კოალიციის მთავარი მონაპოვარია.
წაკითხვა