შიდსის, ტუბერკულოზის და მალარიის სამკურნალო პროგრამებს სახელმწიფო დააფინანსებს
გამოქვეყნებულია: 2015-09-30 20:44:00
შიდსის, ტუბერკულოზის და მალარიის სამკურნალო პროგრამებს მომავალში სახელმწიფო დააფინანსებს. მთავრობასა და ჩამოთვლილ დაავადებებთან ბრძოლის გლობალურ ფონდს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ფონდი, რომელიც მკურნალობის კურსს 2006 წლიდან აფინანსებდა, საქართველოში მუშაობას ეტაპობრივად ასრულებს. ხელშეკრულების მიხედვით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ყველა იმ პროექტს, რომლებიც ფონდიდან ფინანსდებოდა, ეტაპობრივად სახელმწიფო დააფინანსებს. დავით სერგეენკოს თქმით, ამ მიზნით ჯანდაცვის სამინისტრო 50 მილიონ ლარს გამოყოფს.
წაკითხვა