A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

1TV.GE » პირველი არხი - test
საზოგადოებრივი
104.5 FM

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

რა ვითარებაა მიუნხენში - ექსკლუზიური ინტერვიუ თავდამსხმელის თანაკლასელთან
გამოქვეყნებულია: 2016-07-23 16:05:00
რა ვითარებაა მიუნხენში, სადაც რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ მიმდებარე ქუჩები ისევ გადაკეტილია. გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები "მოამბის" კორესპონდენტი ქეთევან ქარდავა იმყოფება შემთხვევის ადგილზე. მან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა  მკვლელობაში ბრალდებულის თანაკლასელთან, რომელსაც თავდამსხმელმა ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე შეტყობინება გაუგზავნა. ქეთევან ქარდავა დეტალებით.
წაკითხვა
9 დაღუპული და 20 დაჭრილი - როგორია ბოლო ინფორმაცია მიუნხენიდან
გამოქვეყნებულია: 2016-07-23 12:20:00
9 დაღუპული და 20 დაჭრილი - ასეთია მიუნხენის სავაჭრო ცენტრში შეიარაღებული თავდასხმის შედეგები. ქალქში  საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მიღებულია უსაფრთხოების უმაღლესი ზომები.ბერლინის დროით 18 საათზე, შეიარაღებული პირი ოლიმპიური სავაჭრო ცენტრის შენობაში შეიჭრა და იქ მყოფი ადამიანების მისამართით ცეცხლი გახსნა. როგორია ბოლო ინფორმაცია - ქეთევან ქარდავა დეტალებით.
წაკითხვა
განადგურებული მოსავალი, გადახდილი სახურავები - ძლიერი სეტყვა და ქარი კახეთში
განახლებულია: 2016-07-23 12:18:00
ძლიერი სეტყვა და ქარი კახეთში - დაზიანებულია მოსახლეობის ნაკვეთები. სახურავის გარეშეა დარჩენილი რამდენიმე ფერმა. სტიქიამ სოფელ კარდენახში მოსავალი თითქმის სრულად გაანადგურა. სოფლის მცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დახმარებას ელიან..  
წაკითხვა
ზურაბ პატარაძემ მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობასთან პირველი შეხვედრა გამართა
განახლებულია: 2016-07-23 12:16:00
აჭარის მთავრობის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობასთან პირველი შეხვედრა გამართა. ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში ღორჯომის ხეობაში იმყოფებოდა. ადილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისგან ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციაში დახმარებას ითხოვს. მაღალმთიან აჭარას მიგრაციის პრობლემაც აწუხებს. ზურაბ პატარაძე მოსახლეობას დახმარებას და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
წაკითხვა
გერმანიაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი
განახლებულია: 2016-07-23 12:10:00
გერმანიაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი. "ეს ჩვენი საერთო ღირებულებების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სისასტიკეა" – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში გაერთიანების შესახებ საუბრობს გიორგი კვირიკაშვილიც. 
წაკითხვა
მიუნხენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგარეო უწყება საქართველოს საკონსულოს "ცხელი ხაზის" ნომერს აქვეყნებს
განახლებულია: 2016-07-23 12:07:00
მიუნხენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საკონსულოს "ცხელი ხაზის" ნომერს აქვეყნებს. სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში დარეკონ ნომერზე +491 62 88 55 303.. უწყების ინფორმაციით, ტერაქტის გამო ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ამიტომ სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს სიფრხილისკენ მოუწოდებს. 
წაკითხვა
თავდასხმა მიუნხენის სავაჭრო ცენტრში -" მოამბის" კითხვებს ლევან დიასამიძემ უპასუხა
განახლებულია: 2016-07-23 12:06:00
 "მოამბის" კითხვებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა  ლევან დიასამიძემ უპასუხა.მისი განცხადებით, გუშინ გერმანიაში განვითარებული მოვლენების შედეგად, საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დაზარალებულა.
წაკითხვა
9 დაღუპული და 20 დაჭრილი - მიუნხენის სავაჭრო ცენტრში შეიარაღებული თავდასხმის შედეგები
განახლებულია: 2016-07-23 12:03:00
9 დაღუპული და 20 დაჭრილი - ასეთია მიუნხენის სავაჭრო ცენტრში შეიარაღებული თავდასხმის შედეგები. ქალქში  საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ბერლინის დროით 18 საათზე, შეიარაღებული პირი ოლიმპიური სავაჭრო ცენტრის შენობაში შეიჭრა და იქ მყოფი ადამიანების მისამართით ცეცხლი გახსნა. უკვე დადგენილია თავდამსხმელის ვინაობა. 18 წლის წარმოშობით ირანელი გერმანიის მოქალაქე იყო. სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდასმის დროს სავაჭრო ცენტრში საქართველოს მოქალქეებიც იმყოფებოდნენ. "მოამბემ" მათთან დაკავშირება მოახერხა. რა მოხდა გერმანიაში - დეტალები სიუჟეტში
წაკითხვა
როგორ აშუქებს მედია წინასაარჩევნო გარემოს - კვლევის პირველადი შედეგები
განახლებულია: 2016-07-22 20:30:00
როგორ აშუქებს მედია წინასაარჩევნო გარემოს - კვლევის პირველადი შედეგები ცნობილია. მონიტორინგის ავტორები არიან "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია"," ინტერნიუს საქართველო" და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი. გასულ წლებთან შედარებით, სურათი გაუმჯობესებულია, თუმცა მონიტორინგში მონაწილე 3 არასამთავრობო ორგანიზაციას მაინც აქვს შენიშვნები და რეკომენდაციები. კვლევის თანახმად, დაკვირვების ქვეშ მყოფი 11 სატელევიზიო არხის მთავარი პრობლემა დაუბალანსებელი ინფორმაციაა, ასევე დიდი დრო ეთმობა მთავრობის აქტივობების გაშუქებას, შედარებით ნაკლები პრეზიდენტის  აქტივობას. კვლევაში საუბარია 12 რადიომაუწყებელზეც, რომლის მუშაობაც დადებითადაა შეფასებული, თუმცა რეკომენდაციაა ანალიტიკური სიუჟეტების მომზადების აუცილებლობაზე. რაც შეეხება ბეჭდურ და ონლაინ მედიას, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ჟურნალისტების მხრიდან პოლიტიკური სუბიექტების მიმართ შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენებაზე მიუთითებს. დაკვირევბის ობიექტები ის მედიასაშუალებები იყვნენ, რომელთაც ყველაზე მაღალი რეიტინგები გააჩნდათ. მონიტორინგის ქვეშ იყო 40-ზე მეტი მედიასაშუალება. 
წაკითხვა
რამდენად მაღალია სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების მაჩვენებელი - საია კვლევას აქვეყნებს
განახლებულია: 2016-07-22 20:12:00
რამდენად მაღალია სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების მაჩვენებელი - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ახალ კვლევას აქვეყნებს, რომელიც ბოლო სამი წლის პერიოდს მოიცავს. ანგარიშში შესწავლილია 21 საქმე, რომელთა ანალიზის საფუძველზე ავტორები არაეფექტურ გამოძიებაზე და პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაზე საუბრობენ. მითითებულ საქმეებში მოქალაქეები პოლიციის თანამშრომლებს ძალადობის გამოვლენაში ადანაშაულებენ.
წაკითხვა
ცნობილი ქართული კომპანია გახმაურებული საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების ინტერესის საგანია
განახლებულია: 2016-07-22 20:06:00
ცნობილი ქართული კომპანია გახმაურებული საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების ინტერესის საგანია. ე.წ. ,,პანამა ფეიფერსში” საქართველოს ლატარიის კომპანიაც ფიგურირებს. დოკუმენტებში იმ საეჭვო გარიგებაზეა საუბარი, რომლის მიხედვით, კომპანიის 70%-იანი წილი 5 წლის წინ დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავმა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა და ეს მაშინ, როდესაც კომპანიას ბიუჯეტის წინაშე უკვე 30 მილიონი ლარის დავალიანება ერიცხებოდა. 2009 წელს ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული ,,ლექსორ კაპიტალის” მიერ დაარსებული ,,ლატარიის კომპანია” 2011 წლამდე სწორედ კეზერაშვილის ცოლისძმის-დავით ჩიქოვანის მფლობელობაში იყო. უკვე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიის ვალი ახლა 200 მილიონ ლარს აჭარბებს. ფინანსთა სამინისტრო კუთვნილი წილების გაყიდვას ტენდერის გზით აპირებს, თუმცა მინისტრი ხაზგასმით ამბობს, რომ კომპანიისთვის ვალის პატიებას მთავრობა არ აპირებს. 
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს ჟურნალისტის მედეა გეგეშიძის 80 წლის იუბილე აღინიშნა
გამოქვეყნებულია: 2016-07-22 19:18:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს ჟურნალისტის მედეა გეგეშიძის 80 წლის იუბილე საზოგადოებრივ მაუწყებელში აღინიშნა. მედეა გეგეშიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში 37 წელი მუშაობდა, მას საავტორო გადაცემა “რადიოარხი თანაგრძნობა” მიჰყავდა. იუბილეზე მეგობრებმა, თანამშრომლებმა და ოჯახის წევრებმა მისი მოღვაწეობის პერიოდი გაიხსენეს.
წაკითხვა
ბათუმის ცენტრალში ორსართულიანი ელექტრომატარებლის პრეზენტაცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2016-07-22 19:04:00
ბათუმის ცენტრალში ორსართულიანი ელექტრომატარებლის პრეზენტაცია გაიმართა.ახალი მატარებელი ბათუმის სადგურში საზეიმოდ შეიყვანეს. 4 ერთეული ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის მატარებელი საქართველოს რკინიგზამ იყიდა.აქედან ორი მგზავრებს შემდეგი კვირიდან მოემსახურება და მგზავრობის საფასურის ღირებულება უცვლელი დარჩება, დანარჩენი ორის შემოყვანას კი რკინიგზის დეპარტამენტი დეკემბერში უზრუნველყოფს. ახალი მატარებლები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეა ადაპტირებული. 
წაკითხვა
დავით სერგეენკომ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა შეაფასა
გამოქვეყნებულია: 2016-07-22 18:57:00
ჟანდაცვის მინისტრმა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა შეაფასა. პროგრამა, რომლითაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სარგებლობს და რომელიც 3 წელია მოქმედებს, გაგრძელდება. იქნება ცვლილებები, განახლდება ბენეფიციართა ბაზა. დეტალებით მანანა გიგინეიშვილი. 
წაკითხვა
როგორია წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგები - პროექტის პირველი შუალედური ანგარიში
განახლებულია: 2016-07-22 18:47:00
როგორია წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგები. გაეროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის პირველი შუალედური ანგარიში ქვეყნდება. 20 მაისიდან 11 ივლისის პერიოდში წინასაარცევნო პერიოდის გაშუქების რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევა 3-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩაატარეს. 
წაკითხვა
თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მუმლაძე გახდა
განახლებულია: 2016-07-22 18:43:00
საკრებულოს 24 დეპუტატის მხარდაჭერით, თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მუმლაძე გახდა. კენჭისყრაზე ორმა დეპუტატმა თავი შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგი იყო. კანდიდატურა თბილისის მერის მოადგილემ წარადგინა. ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, მამუკა მუმლაძე სატრანსპორტო პროგრამებს კარგად იცნობს. მისივე თქმით, სამსახურის ყოფილმა უფროსმა გიორგი გურგენიძემ თანამდებობა კერძო სექტორში გადასვლის გამო დატოვა.
წაკითხვა
როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს - არასამთავრობოების ანგარიშები
გამოქვეყნებულია: 2016-07-22 18:25:00
როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს - ამ კითხვაზე პასუხი გასცეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათ საკუთარი ანგარიშები შეაჯამეს ყველა იმ სფეროში, რომელსაც ასოცირების დოკუმენტი მოიცავს. მარიამ ცარელაშვილი დეტალებით.
წაკითხვა
პოლიციელთა მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტები - რა ხარვეზებზე საუბრობს საია - "მოამბის" კითხვებს ეკა ციმაკურიძემ უპასუხა
განახლებულია: 2016-07-22 18:14:00
"მოამბის" კითხვებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრმა ეკა ციმაკურიძემ უპასუხა
წაკითხვა
საია პოლიციელთა მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტებზე და არაეფექტურ გამოძიებაზე საუბრობს
განახლებულია: 2016-07-22 18:12:00
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" პოლიციელთა მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტებზე და ამ, ფაქტების არაეფექტურ გამოძიებაზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა და რეკომენდაციით მიმართა სახელმწიფო უწყებებს, რეაგირება იყოს ადეკვატური და ეფექტურად გამოიძიონ მსგავსი საქმეები. საია საუბრობს გამოძიების გაჭიანურებაზე და გამოძიების პროცესში დაშვებულ ხარვეზებზე. რატი ხვისტანი.
წაკითხვა
მუნიციპალური განვითარების ფონდი დევნილებისთვის ბინების შეძენას განაგრძობს
გამოქვეყნებულია: 2016-07-22 16:46:00
მუნიციპალური განვითარების ფონდი, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სახლების შეძენას განაგრძობს. შესაბამისი მემორანდუმი გაფორმებულია ფონდსა და დევნილთა სამინისტროს შორის. დევნილთა მინისტრმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა სენაკში, ხობსა და თეკლათში დასახლებული ოჯახები მოინახულეს.
წაკითხვა