21-22 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, თბილისში კი მოთოვს
გამოქვეყნებულია: 2016-11-20 12:29:00
21-22 ნოემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ქარი. თოვლი და ნისლია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში. როგორც საზოგადოებრივს გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების სამსახურის უფროსის უფროსის მოადგილემ, ნინო წვერავამ განუცხადა, 21 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი, 20-25 მეტრი წამში და დროგამოშვებით, 32 მ/წმ-მდე. რაც შეეხება ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში დაბლობში ღამით 3-8 გრადუსი სითბო, დღისით 9-14 გრადუსი; მთაში ღამით -3, +2, დღისით +4, +9 გრადუსი; მაღალ მთაში ღამით -8, -3, დღისით -1, +4. აღმოსავლეთ საქართველოში 21 ნოემბერს ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ასევე ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, გორი-სურამის მონაკვეთზე ზოგან ძლიერი, 20-25 მეტრი წამში. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა ბარში ღამით -1, +4 იქნება, დღისით 0-5; მთაში -8, -3, დღისით 0-5; მაღალ მთაში ღამით -14, -9, ხოლო დღისით -5, 0. თბილისში 21 ნოემბერს უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, თოვლ-ჭყაპი და ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი წამში. რაც შეეხება ტემპერატურას, თბილისში დღეს ღამით +2, ხოლო ხვალ +3. 22 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 15-20 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი - 28 მ/წმ-მდე; ღამით, დროგამოშვებით, 32 მ/წმ-მდე. 22 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში ქარის სიჩქარე, სავარაუდოდ, შემცირდება. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში ღამით 3-8 გრადუსი იქნება, დღისით 11-16; მთაში ღამით -6, -1, დღისით 5-10; მაღალ მთაში ღამით -9, -4, დღისით 0-5. აღმოსავლეთ საქართველოში 22 ნოემბერს ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან თოვლი და ნისლი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -5, 0 იქნება, ხოლო დღისით 0-5; მთაში ღამით -8, -3, დღისით -1, +4; მაღალ მთაში ღამით -14, -9, დღისით -5, 0. თბილისში 22 ნოემბერს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით მცირე თოვლი და ნისლი. ტემპერატურა ღამით -2, დღისით +2.
წაკითხვა