საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/135052.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

2734

გიგანტური პანდა გადაშენების პირას მყოფთა სიიდან ამოიღეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-09-05 20:22:00

დღეიდან, გიგანტური პანდა გადაშენების პირას მყოფ სახეობად ოფიციალურად აღარ ითვლება, ცხოველმა „მოწყვლადის“ კატეგორიაში გადაინაცვლა. ეს შედეგი ბოლო 10 წლის ძალისხმევამ გამოიღო, რის შედეგადაც პანდების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა.

შესაბამის განცხადებას ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირი (IUCN) ავრცელებს. 

თუმცა, ორგანიზაციის წითელი სიის განახლებას თან ახლავს ერთი ცუდი ამბავიც: გადაშენების პირას მყოფ სახეობათა სიაში შევიდა მსოფლიოს უდიდეს პრიმატი — აღმოსავლეთის გორილა.

ჩინეთის ძალისხმევით, რომელსაც გიგანტური პანდა ეროვნულ ცხოველად ჰყავს გამოცხადებული, პანდათა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამჟამად ზრდასრულ ცხოველთა რაოდენობა 1 864-ს შეადგენს.

უცნობია ბოკვერების ზუსტი ოდენობა, თუმცა, პანდების მთლიანი რაოდენობა სავარაუდოდ 2 060-ია.

„პოპულაციის შესუსტება შეჩერებულია, უფრო მეტიც — ზრდა დაიწყო. ეს კი ადასტურებს, რომ ჩინეთის ხელისუფლების ძალისხმევა სახეობის კონსერვაციისათვის, ეფექტიანია“, — აღნიშნულია IUCN-ის ანგარიშში. 

მიუხედავად ამისა, შედეგი შესაძლოა მოკლევადიანი აღმოჩნდეს, — იუწყება IUCN-ი. როგორც ნავარაუდევია, მომდევნო 80 წლის მანძილზე, კლიმატის ცვლილების შედეგად განადგურდება პანდების საცხოვრებელი ბამბუკიანი ტერიტორიების ერთი-მესამედი.

ორგანიზაციის მომაცემებით, ამჟამად დედამიწაზე კრტიტკულად საფრთხის ქვეშ ცხოველთა 5 სახეობა იმყოფება: აღმოსავლეთის გორილა, დასავლეთის გორილა, ბორნეოს ორანგუტანი და სუმატრის ორანგუტანი.

მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოსავლეთის გორილა, რომელიც უკანონო ნადირობის შედეგად დედამიწაზე სულ 5000 ერთეულიღა დარჩა.

IUCN-ის წითელი სია მცენარეთა და ცხოველთა 82 954 სახეობას მოცავს. მათგან 23 928 გადაშენების პირას მყოფად ითვლება.

წყარო: BBC; ScienceAlert


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ტოკიოს ზოოპარკი ერთი თვის წინ დაბადებული პანდას ვიდეოს ავრცელებს
ტოკიოს ზოოპარკი ერთი თვის წინ დაბადებული პანდას ვიდეოს ავრცელებს
ტოკიოს Ueno-ს ზოოპარკი ერთი თვის წინ დაბა
წაკითხვა
მსოფლიოს უხუცესი პანდა 34 წლის ასაკში მოკვდა
მსოფლიოს უხუცესი პანდა 34 წლის ასაკში მოკვდა
მსოფლიოს უხუცესი პანდა, ზედმეტსახელად სუს
წაკითხვა
პრიმატების უმრავლეს სახეობას გადაშენება ემუქრება
პრიმატების უმრავლეს სახეობას გადაშენება ემუქრება
პრიმატებს ადამიანი საუკეთესოდ იცნობს. ყვე
წაკითხვა
ავსტრალიის მეგაფაუნა ადამიანებმა გაანადგურეს და არა კლიმატის ცვლილებამ
ავსტრალიის მეგაფაუნა ადამიანებმა გაანადგურეს და არა კლიმატის ცვლილებამ
როგორც ახალი მტკიცებულებები მიუთითებს, ერ
წაკითხვა
მეცნიერები 50 წლის წინ გადაშენებული კასპიური ვეფხვის სახეობის აღდგენას აპირებენ
მეცნიერები 50 წლის წინ გადაშენებული კასპიური ვეფხვის სახეობის აღდგენას აპირებენ
კასპიური ვეფხვები ერთ-ერთი უდიდესი კატები იყვნენ, რომელთაც ოდესმე უარსებიათ დედამიწაზე, თუმცა
წაკითხვა
დინოზავრები შესაძლოა იმაზე ნელა და მტანჯველად ამოწყდნენ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა
დინოზავრები შესაძლოა იმაზე ნელა და მტანჯველად ამოწყდნენ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა
66 მილიონი წლის წინ, ყინვამ და უეცრად გაჩ
წაკითხვა
პანდებს უყვართ თოვლი - კადრები ტორონტოს ზოოპარკიდან
პანდებს უყვართ თოვლი - კადრები ტორონტოს ზოოპარკიდან
პანდებს უყვართ თოვლი - ამ სათაურით ვიდეომასალას გამოცემა Independent ავრცელებს. 
წაკითხვა
ჟირაფები წითელ ნუსხაში - სახეობა „ჩუმ გადაშენებას“ განიცდის
ჟირაფები წითელ ნუსხაში - სახეობა „ჩუმ გადაშენებას“ განიცდის
პლანეტის ყველაზე მაღალი ცხოველების ოდენობ
წაკითხვა